Get All Access for $5/mo

კრიპტოგიგანტ Coinbase-ს ტექნოლოგიური პატენტის შესაძლო დარღვევისათვის 350 მლნ დოლარს ედავებიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართველი კრიპტოენთუზიასტებისთვის კარგად ნაცნობი პლატფორმა − Coinbase, მორიგ სკანდალში გაეხვა. The daily hodl-ის ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კრიპტობირჟა Coinbase-ის წინააღმდეგ, პატენტის უფლების დარღვევისათვის სასამართლო დავა აღიძრა. კომპანია Veritaseum Capital, პლატფორმა Coinbase-ისგან 350 000 000 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს და ბრალად სდებს საკუთარი პატენტების გამოყენებას ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა: Coinbase Cloud, Coinbase Pay და Coinbase Wallet.

მოსარჩელეს თქმით, Coinbase საქმის კურსში იყო და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ მას ინფორმაცია მიმდინარე წლის 3 ივლისს მიეწოდა.

კომპანია Veritaseum Capital ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს და ბაზარს სხვადასხვა ტიპის პროდუქტს სთავაზობს.

რაც შეეხება პატენტს, მასში გაცხადებულია საკუთრების უფლება შემდეგი მიმართულებით:

"მოწყობილობები, სისტემები და მეთოდები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ უნდობლობით განწყობილ მხარეებს ეხმარება დადონ შეთანხმებები და უზრუნველყონ მათი პირობების შესრულება ღირებულებების გადაცემის/გაცვლის შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს მესამე პირთა ჩართულობასთან, გარე შუამავლებთან, მესაკუთრეების ცვლილებასთან და ა.შ."

განცხადებაში ნათქვამია, რომ Coinbase-ის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პატენტის დარღვევით მომსახურების გაწევაზე მოდის. ასეთია, მაგალითად, ტრანზაქციის საკომისიოები, რომლებიც მოსარჩელე მხარის ბლოკჩეინ-ინფრასტრუქტურით ხორციელდება.

მოსარჩელეს თქმით, Coinbase ქმნის, იყენებს, ყიდის და მხარს უჭერს ისეთ პროდუქტებსა და მომსახურებებს, რომლებიც საავტორო უფლებებს არღვევენ პლატფორმებზე: Bitcoin, Bitcoin Cash, Litecoin, Ethereum და Solana.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს, რამდენიმე საათის განმავლობაში Coinbase-ის ტექნიკური შეცდომის გამო, ქართული ლარი 100-ჯერ მეტი ღირებულებით იცვლებოდა კრიპტოვალუტებზე, რითაც ქართველი მომხმარებლების დიდმა ნაწილმა ისარგებლა, ხოლო თანხები მალევე გაანაღდა. როგორც სულ ახლახან გახდა ცნობილი, Coinbase მომხმარებლებს ტრანზაქციის უკან დაბრუნებას სთხოვს 3 ოქტომბრამდე, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, "იტოვებს უფლებას მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, მათ შორის სამართლებრივი, რათა დაიბრუნოს გასული თანხა".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ლიდერობა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანტრეპრენერული გზა

გაეცანით Alibaba-ს დამფუძნებლის ბიზნეს ისტორიას!

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

სიახლეები

"კრისტალ ჯგუფი" ბაკურიანში "ეკოფესტ 2024-ის" ოქროს სპონსორია

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სადაგი" უკვე მეორე წელია, დასუფთავების აქციას მართავს დაბა ბაკურიანში