Get All Access for $5/mo

Microsoft პროექტის #წერექართულად შესახებ სტატიას აქვეყნებს მალე ქართული ენა ხელოვნური ინტელექტისთვისაც სრულიად გასაგები და აღქმადი გახდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წერექართულად

#წერექართულად – ქართული ანბანისა და ენის პოპულარიზაციისთვის, „თიბისის" ინიციატივით 5 წლის წინ დაწყებული პროექტია. მის მთავარ მიზანს თავიდანვე ციფრულ სივრცეში, ხელსაწყოებსა და პროგრამებში ქართული შრიფტის მყარად ინტეგრირება წარმოადგენდა. ინტენსიური მუშაობის შემდეგ დიდი საერთაშორისო აღიარება მიღწეულია. Microsoft-ი პროექტის #წერექართულად შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავს პროექტის წარმატებას და გვამცნობს, რომ მალე მის ციფრულ პროდუქტებში ქართული ანბანისა და ენის გამოყენება შესაძლებელი გახდება. ეს კი ყველა იმ ადამიანის საერთო ძალისხმევით ხდება, რომელთა ჩართულობითაც, საგანგებო პლატფორმა kartulad.ge-ს მეშვეობით, ინგლისურად ნათარგმნი 100 000 წინადადება საქართველოდან Microsoft-ის ბაზაში მოხვდა.

მალე ქართული ენის ინტეგრირებას და გამოყენებას Microsoft-ი საკუთარ პროგრამებსა და პროდუქტებში ინტენსიურად დაიწყებს, ქართული ენა კი ხელოვნური ინტელექტისთვისაც სრულიად გასაგები და აღქმადი გახდება.

Microsoft-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კომპანია ხაზს უსვამს „თიბისის" განსაკუთრებულ როლს ქართული ენისა და კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციაში. სტატიაში აღნიშნულია, რომ „თიბისიმ" საკუთარ გუნდთან ერთად წარმატებით მოახერხა უამრავი ადამიანის წახალისება და მათი ჩართვა ქართული ენის კომპიუტერულ პროგრამებთან ადაპტირების საერთაშორისო პროცესში.

წყარო

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

"კრისტალ ჯგუფი" ბაკურიანში "ეკოფესტ 2024-ის" ოქროს სპონსორია

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სადაგი" უკვე მეორე წელია, დასუფთავების აქციას მართავს დაბა ბაკურიანში

სოციალური მედია

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი

ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს