Get All Access for $5/mo

პირველად საქართველოში ლაბორატორია ''აგროლაბისა'' და სატელიტური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

8 ივლისს სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში ლაბორატორია "აგროლაბისა" და სატელიტური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ფერმერები, მთავრობის, ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"აგროლაბი" არის პირველი ქართული მულტიპროფილური, მოლეკულური ლაბორატორია, რომელიც აერთიანებს სურსათის უვნებლობის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვით სფეროებს.

ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მულტიპროფილური მოლეკულური ლაბორატორიის მომსახურებით ფერმერები და აგროსექტორში ჩართული ბიზნესები შეძლებენ სიზუსტისა და მაღალი ხარისხის გარანტიით მიიღონ სრული კვლევები: სურსათის უვნებლობაზე, ვეტერინარიაზე, მცენარეთა დაცვაზე, ღვინოზე, გარემოს დაცვაზე , ნიადაგსა და წყალზე.

სატელიტურ სისტემაზე დაფუძნებული მაღალი სიზუსტის სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების დახმარებით კი, ფერმერებს შეეძლებათ საკუთარ მეურნეობებში წარმოებული პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება და ფერმერული საქმიანობის გაძლიერება.

EOS Crop Monitoring პლატფორმაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციას ექნება პროფესიონალური გამოწერის პაკეტი, რომელსაც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს. ასოციაციის მხრიდან მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციების მიწოდება და ფერმერთა ტექნოლოგიური ცოდნის განვითარება.

ორი ინოვაციური მომსახურების დანერგვით ფერმერები დროის დაზოგვით მიიღებენ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რაც არსებულ ბაზარს კონკურენტუნარიანს გახდის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

"კრისტალ ჯგუფი" ბაკურიანში "ეკოფესტ 2024-ის" ოქროს სპონსორია

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სადაგი" უკვე მეორე წელია, დასუფთავების აქციას მართავს დაბა ბაკურიანში

სიახლეები

Wolt+ კვირეული - ზაფხულის დღესასწაული იწყება!

ნანატრი ზაფხული უკვე ჩვენთანაა და Wolt+ გამომწერებისთვის ის საოცარი ამბებით იწყება

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მარკეტინგი

10 მარკეტინგული შედევრი

იმისათვის, რომ მარკეტინგული ძალისხმევა ეფექტური იყოს, სულაც არაა საჭირო ისტორია შეცვალოს