Get All Access for $5/mo

ProductTank Tbilisi ბრუნდება! საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გლობალური შეხვედრების სერია - ProductTank Tbilisi – პარასკევს, 27 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გვპირდება.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

პროდუქტ მოძრაობაში, რომელიც 200-ზე მეტ ქალაქს აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Tbilisi Startup Bureau უკვე თითქმის 2 წელია აქტიურადაა ჩართული და სისტემატიურად უწევს ორგანიზებას ProductTank Tbilisi-ის შეხვედრებს. ღონისძიება მასპინძლობს პროდუქტ მენეჯერებს, სტარტაპ დამფუძნებლებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია პროდუქტ მენეჯმენტით.

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება - პლატფორმა Zoom-ისა და Facebook Live Stream-ის გამოყენებით. დასწრება კი, როგორც ყოველთვის, ყველა მსურველისთვის ამჯერადაც თავისუფალია, თუმცა საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას შემდეგ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi

27 ნოემბრის ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა UX კვლევას შეეხება და ამ თემასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დაგროვილ გამოცდილებას ტრადიციულად 2 მომხსენებელი გაგვიზიარებს:

  • თამუნა წიკლაური, Adjarabet-ის UX Researcher, ისაუბრებს მომხმარებელთა გავლენაზე პროდუქტების განვითარების პროცესში.
  • გუა ტაბიძე, Adjarabet-ის Product Owner, დაგვაფიქრებს, თუ როგორ შეიძლება იყოს ორგანიზებული პროდუქტის აღმოჩენის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ხმისა და ჰიპოთეზის ვალიდაციას.

ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს Intrro-ს მთავარი UX დიზაინერი - მარიამ ხუნძაყიშვილი.

პროექტის პარტნიორია აჭარაბეთი (Adjarabet.com)

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: Linkedin -სა და Facebook-ზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

"კრისტალ ჯგუფი" ბაკურიანში "ეკოფესტ 2024-ის" ოქროს სპონსორია

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სადაგი" უკვე მეორე წელია, დასუფთავების აქციას მართავს დაბა ბაკურიანში

სოციალური მედია

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი

ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს