Get All Access for $5/mo

PSG-მ ერთ კვირაში მესის მილიონზე მეტი მაისური გაყიდა! ფრანგულ კლუბს უკვე აქვს მილიონზე მეტი შეკვეთა, როგორც თავის მაღაზიებში, ასევე ონლაინ

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული სიახლე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დახურვა კი არა, ლიონელ მესის გადასვლა იყო პარი სენ-ჟერმენში ბარსელონადან, სადაც წლების განმავლობაში წარმატებით თამაშობდა და გუნდის მთავარი თილისმაც გახლდათ.

არგენტინელი ფეხბურთელის მიერ კონტრაქტის ხელმოწერამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ფეხბურთის სამყაროში და უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, პარი სენ ჟერმენის შემოსავლებში. პარიზის სხვადასხვა მედია საშუალებების ცნობით, სულ რაღაც 24 საათში გაიყიდა პირველი ეტაპისთვის დამზადებული გუნდის მაისურები არგენტინელის გვარითა და ნომრით - 30.

ვებგვერდის, Olé-ს თანახმად, ფრანგულ კლუბს უკვე აქვს მილიონზე მეტი შეკვეთა, როგორც თავის მაღაზიებში, ისე ონლაინ. მაისურის ფასი 115 -დან 165 ევრომდე მერყეობს. თუ ამ ფასებს გავითვალისწინებთ, გამოვა, რომ მესის მაისურებმა მხოლოდ სამ დღეში $ 100,000,000 მოიტანეს.

ესპანური გაზეთი Cope იუწყება, რომ მხოლოდ პირველ 7 წუთში, მესის 150 ათასზე მეტი მაისური გაიყიდა. მართალია ამ მოგების უმეტესი ნაწილი სპორტულ კომპანიას Nike-ს გადაეცემა, ლეო მესი კი ერთ სეზონში 41 მილიონ დოლარს მიიღებს, აშკარაა, რომ ამ გაყიდვებით მან თავის ხელფასზე მეტი მოიტანა.

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

სიახლეები

"კრისტალ ჯგუფი" ბაკურიანში "ეკოფესტ 2024-ის" ოქროს სპონსორია

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სადაგი" უკვე მეორე წელია, დასუფთავების აქციას მართავს დაბა ბაკურიანში

სიახლეები

Wolt+ კვირეული - ზაფხულის დღესასწაული იწყება!

ნანატრი ზაფხული უკვე ჩვენთანაა და Wolt+ გამომწერებისთვის ის საოცარი ამბებით იწყება

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მარკეტინგი

10 მარკეტინგული შედევრი

იმისათვის, რომ მარკეტინგული ძალისხმევა ეფექტური იყოს, სულაც არაა საჭირო ისტორია შეცვალოს