დემნა გვასალია და Balenciaga ''სიმფსონების'' ახალ ეპიზოდში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Balenciaga-მ 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისთვის ლეგენდარულ სერიალ The Simpsons-თან ითანამშრომლა და სპეციალური, 10 წუთიანი ეპიზოდი მოამზადა, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე აჩვენეს.
ეპიზოდის ერთ-ერთი მთავარი გმირი დემნა გვასალიაა, რომელიც სპრინგფილდში მიფრინავს. გვასალიამ განაცხადა, რომ "სიმფსონებს" 10 წლიდან უყურებს და სერიალის დიდი თაყვანისმცემელი იყო. სწორედ ის დაუკავშირდა "სიმფსონების" პროდიუსერს, მეთ გროუნინგს და თანამშრომლობა შესთავაზა. ერთ-ერთ ეპიზოდში დემნა აღნიშნავს რომ ის საბჭოთა კავშირში დაიბადა.