მარკ ზაკერბერგი: Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის 10 საუკეთესო გამონათქვამი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Fortune

Facebook-ის თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი მარკ ზაკერბერგი წარმატების მწვერვალზეა. მართალია, ქონებით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, მაგრამ როგორც თანამშრომლებთან განაცხადა, მიაჩნია, რომ მილიარდერობას სინამდვილეში არავინ იმსახურებს.

მსგავსი სტატია: 22 უცნაური რამ, რაც არ იცით მარკ ზაკერბერგის შესახებ

წინამდებარე სტატიაში ამ ტექნოლოგიური სფეროს ანტრეპრენერის ყველაზე საინტერესო აზრებია შეკრებილი, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა კონფერენციაზე, გამოსვლებსა და თუ ინტერვიუს დროს აქვს გამოთქმული. ისინი რაიმე განსაკუთრებული წესით ან ქრონოლოგიურად არ არის დალაგებული. იხილეთ და დატკბით მისი უჩვეულო აზრებით.

1. "სწრაფად იარეთ წინ და გზად ყველაფერი გაანადგურეთ. თუ ყველაფერს არ ანადგურებთ, ჩანს, საკმარისი სიჩქარით არ მიდიხართ". (ოქტომბერი, 2009 წელი)

2. "ჩემს კარიერას დღეს რომ ვიწყებდე, ყველაფერს სრულიად განსხვავებულად გავაკეთებდი. მაშინ არაფერი ვიცოდი. სილიკონის ველზე თავისდაუნებურად გიჩნდება შეგრძნება, რომ ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა იყო. დღეს რომ ვიწყებდე, უსათუოდ ბოსტონში დავრჩებოდი. სილიკონის ველზე ხანმოკლე გამარჯვებებზე აქვთ გამახვილებული ყურადღება და ეს ნამდვილად მაფიქრებს". (ოქტომბერი, 2011 წელი)

3. "სრულიად ნათლად მახსოვს, როგორ მივირთმევდი ჩემს მეგობრებთან ერთად პიცას, Facebook-ის პირველი ვერსიის გახსნიდან ერთი თუ ორი დღის შემდეგ. მაშინ ვფიქრობდი: იცით, ვიღაცამ მთელი მსოფლიოსთვის უნდა შექმნას ასეთი სერვისი, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ სწორედ ჩვენ ვიქნებოდით ის ადამიანები. მგონი, ყველაფერი ასე იმიტომ მოხდა, რომ ყველაზე მეტად მის შექმნაზე ჩვენ ვზრუნავდით". (იანვარი, 2014 წელი)

4. "მთავარი ის კი არ არის, რა გვინდა ადამიანების შესახებ ვიცოდეთ, არამედ ის, თუ რისი თქმა სურთ ადამიანებს საკუთარ თავზე". (ნოემბერი, 2011 წელი)

5. "ყველაზე დიდ რისკზე წასვლა − გარისკვაზე საერთოდ უარის თქმაა. სამყაროში, რომელშიც თვალის დახამხამებაში იცვლება ყველაფერი, ერთადერთი სტრატეგია, რომელიც წარუმატებლობის გარანტიას იძლევა, რისკზე უარის თქმაა". (ოქტომბერი, 2011 წელი)

6. "მისიის შექმნა და ბიზნესის შექმნა, ერთად, ხელიხელჩაკიდებულები დაიარებიან. ნამდვილად სიმართლეა ის, რომ ერთი მთავარი საკითხი ყოველთვის იწვევდა ჩემს აღფრთოვანებას − დარწმუნებულები ვიყავით, რომ რასაც ვაკეთებდით, ჩვენი მისია იყო. ამასთან ერთად, ვფიქრობ, თავიდანვე სრულიად ჯანსაღი წარმოდგენა გვქონდა იმაზე, რომ ერთდროულად, ერთზეც უნდა გვემუშავა და მეორეზეც". (სექტემბერი, 2012 წელი)

7. "ჰაკერული მიდგომა ნიშნავს, რომ რაღაც განუწყვეტლივ უნდა გააუმჯობესო და გაიმეორო. ჰაკერები დარწმუნებულები არიან, რომ რაღაც შესაძლოა ყოველთვის გაცილებით უკეთესი იყოს და ამქვეყნად არაფერია სრულყოფილი". (თებერვალი, 2012 წელი)

8. "ადამიანი შესაძლოა უზომოდ ჭკვიანი იყოს ან ისეთი უნარები ჰქონდეს, რომელთა გამოყენებასაც ყველგან შეძლებს, მაგრამ თუ საკუთარი თავის რწმენა არ აქვს, გულდასმით ვერ იმუშავებს და მთელ თავის უნარებს ვერ გამოავლენს". (ოქტომბერი, 2005 წელი)

მსგავსი სტატია: თქვენი ანტრეპრენერული აზროვნების განვითარების 10 გზა

9. "მხოლოდ ის კი არ მინდა, Facebook-ი ამერიკული კომპანია იყოს და ამერიკული ღირებულებები მთელ მსოფლიოში გაავრცელოს... ჩემი აზრით, მთავარია, კომპანია ნამდვილად აქცევდეს ყურადღებას სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ასპექტებს და იმასაც ითვალისწინებდეს, სინამდვილეში როგორ აზროვნებენ ადამიანები". (ივნისი, 2011 წელი)

10. "მხოლოდ კომპანიის შექმნა ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა. ადამიანების უმრავლესობა არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ამას. ფიქრობენ, თითქოს არ ვზრუნავ იმაზე, რომ შემოსავალი ან მოგება მქონდეს; ან რაიმე სხვა ამდაგვარი არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია, ისეთი კომპანია მქონდეს, რომელიც ნამდვილად დიდ ცვლილებებს გამოიწვევს მთელ სამყაროში". (თებერვალი, 2011 წელი)

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია