უძრავი ქონების სპეციალისტი სანან სანანი საქართველოს ეკონომიკის მომავალზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სანან სანანი

სანანი მხოლოდ 25 წლისაა, და მისი აზრით, საქართველოს ეკონომიკა განვითარებისა და აყვავებისკენ მიდის. მან და მისმა მენტორებმა, მათ შორის, მამამ, 50-წლიანი გამოცდილებით ბიზნესში, და ბიძამ, იწინასწარმეტყველეს, რომ ამ პატარა ქვეყანას გასაოცარი პერსპექტივები აქვს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ზრდის პიკი 2015 წლიდან 2035 წლამდეა მოსალოდნელი. შესაძლოა, ეს საინტერესო მოსაზრებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ მათთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

სანანების ოჯახი ყოველთვის იქ გახლდათ, სადაც ასეთივე პერსპექტივა იყო მოსალოდნელი − კვიპროსში, ვენასა და ფლორიდაში. მოდით, ნურც დუბაის დავივიწყებთ − ადგილს, სადაც მხოლოდ უდაბნო და ცხელი ამინდი დაგხვდებათ. სამივე ქალაქს თავისი დროის უდიდესი ეკონომიკა აქვს: ვენა − ბიზნესცენტრია ევროპის შუაგულში, დუბაი − სპარსეთის ყურის მარგალიტი, მას მხოლოდ ნიუ იორკს, ლონდონსა და ჰონკონგს თუ შეადარებთ. და ფლორიდა − ამერიკის შეერთებული შტატების უძრავი ქონების ბაზრის ყველაზე ცხელი წერტილი. არც ისე ცუდი მოლოდინია, არა? რას იტყვით?

საქართველოს ბევრი აქვს შესათავაზებელი − უძრავი ქონებით დაწყებული, ღვინის წარმოებითა და ეკოტურიზმით დამთავრებული. ჩვენ უფრო მეტი ყურადღება უძრავ ქონებაზე გვაქვს გამახვილებული, მაგრამ რაც შეეხება ღვინის წარმოებასა და ეკოტურიზმს, საქართველოში ზრდის სრულიად წარმოუდგენელი სივრცეა, ხოლო უძრავი ქონების სფეროში, ქვეყნის მთავრობის მოქნილი რეგულაციების წყალობით − გასაოცარი ზრდა.

2014 წლის შემდეგ საერთაშორისო ინვესტიციები 400 პროცენტზე მეტითაც კი გაიზარდა. სანანის პროგნოზით, საქართველოს მთელი შიდა პროდუქტის ზრდა განსაცვიფრებელ $35 მილიარდამდე მიაღწევს (ამჟამად 17.80 მილიონია). ზრდის ასეთ ტემპზე ამ რეგიონის არცერთ სხვა ქვეყანას და მთელ მსოფლიოში ძალიან ცოტას თუ შეუძლია იმედის დამყარება.

ქვეყანაში საერთაშორისო კაპიტალის მოდინება მხოლოდ ერთის მაუწყებელი იქნება − უფრო და უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და მეტი ადამიანი ჩამოვა ქვეყანაში. ტურიზმი წელიწადში მილიონობით ადამიანს მოიზიდავს და უძრავ ქონებასაც განუზომელი ზრდა ექნება. უძრავი ქონების იჯარით აღებაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთხოვნა იქნება და ვინც ამ სფეროში განახორციელებს ინვესტირებას, ანაზღაურებადობის უზარმაზარ კოეფიციენტს (ROI) უნდა ელოდეს.

მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის საინტერესო გაკვეთილია, თუ როგორ ახერხებს საქართველო ასე მარტივად ადაპტირებას, შეცვლასა და განვითარებას. ამ ეტაპზე წარმატების მთავარი ფაქტორებია სახელმწიფო პოლიტიკა, მოქნილი საბანკო სისტემა, ინტერნეტთან წვდომა დაბალ ფასად და ბიზნეს წარმოების სიმარტივე.

სანანის აზრით, საქართველოში ზრდის შემდეგი მთავარი მიმართულებებია:

  • საცხოვრებელი უძრავი ქონება (განსაკუთრებით, საიჯარო ფართი და ბიზნესმოდული AirBnB)
  • სასტუმროები და სხვა სახის ტურისტული მომსახურება
  • ინდუსტრიული უძრავი ქონება (დიდი სფერო ინვესტიციებისთვის)
  • ღვინის ინდუსტრია
  • მთავარი ინდუსტრიები (როგორებიცაა სურსათის წარმოება და შეფუთვა)
  • ინფრასტრუქტურა (ქვეყანა ისე სწრაფად იზრდება! გზებისა და შენობების ფუნდამენტური განახლება იქნება აუცილებელი)

დასკვნები სანანის ვარაუდებიდან:

ამ სამი პუნქტით არის გამოხატული, თუ როგორ ესახება სანანს საქართველოს მომავალი:

  1. მთლიანი შიდა პროდუქტი, სავარაუდოდ, ათ წელიწადში გაორმაგდება.
  2. ზრდისა და ინვესტიციების ანაზღაურებადობის კოეფიციენტის (ROI) ყველაზე პოტენციური სფერო, უძრავი ქონებაა.
  3. საქართველოს ბიზნესი ცხელი წერტილი გახდება აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ამ ქვეყნების ფარგლებს გარეთ.

თუ მეტის გაგება გსურთ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, შემდეგი სტატია წაიკითხეთ: უძრავ ქონებაში ინვესტირების შესაძლებლობები საქართველოში (Real Estate Investment Opportunities in Georgia).

სანან სანანი ახალგაზრდა, ჭკვიანი ბიზნესმენია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და უნიკალური მიდგომით გამოირჩევა ბიზნესის მიმართ. სანანი ევრაზიელია, მის ოჯახს პროფესიული გამოცდილება აქვს, ნახევარ საუკუნეზე მეტია უძრავი ქონების სექტორში საქმიანობენ − ვენის უმშვენიერესი რაიონებით დაწყებული, დუბაის რეგიონული ცენტრით დამთავრებული. ამჟამად სანანი მთელი ოჯახური ბიზნესის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია, რომელსაც ახლახან შეძენილი თბილისის შტაბბინიდან მართავს.

სანანი ირანში (სპარსეთში)1994 წელს დაიბადა. მისი ოჯახი საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა, ამიტომ დაწყებითი და საშუალო განათლება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიიღო. დიპლომი თვით მისმა უმაღლესობამ − შეიხმა მოჰამედ ბენ რაშიდ ალ მაკტუმმა, დუბაის მმართველმა გადასცა. 20 წლისამ ამერიკული უნივერსიტეტი დაამთავრა ბიზნესადმინისტრირების განხრით და პოპულარულ ადამიანებთან ერთად დაიწყო თავისი ბიზნესი, რომლებსაც სხვადასხვა გამოცდილება ჰქონდათ − ახლო აღმოსავლეთში კორპორაციების მსხვილ მფლობელთაგან დაწყებული, საუკეთესო ამერიკელი რეპერებითა და მუსიკოსებით დამთავრებული. ასე დაიწყო გეომეტრიული პროგრესიით ზრდა მისი მდიდარი, წარმატებული ანტრეპრენერების, ბიზნესმენებისა და სოციალური მედიის ყველაზე ცნობილი პერსონების ქსელმა.

წარმატების შემდეგ ეტაპზე, ახალი შესაძლებლობებისა და კავშირების ძიებაში, ევროპული ტურნე დაიწყო. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ახალ, განვითარებად ეკონომიკებზე მთელი ყურადღების გამახვილება. ყველა ახალი ბაზრის ფრონტზე საქართველია და ამიტომ არ აღმოჩნდა მისთვის ძნელი ქვეყნის დედაქალაქ თბილისში საკუთარი ბაზის შექმნა. როგორც კი ქვეყანაში ეკონომიკური ბუმი დაიწყო, სანანმა მის ყველაზე აქტიურ სექტორში − უძრავ ქონებაში გადაინაცვლა. იგი ბაზარზე ინვესტორის როლში გამოჩნდა და ამჟამად თბილისის ყველაზე სტრატეგიულ და ყველაზე პრესტიჟულ ადგილებში ფლობს უძრავ ქონებას.

მისი კომპანია Sterling Property Advisors, მსხვილ საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფებისგან შედგება, რომლებიც საქართველოში ბიზნესის წარმოებითა და უძრავი ქონებით არიან დაინტერესებულნი. ამჟამად კომპანია აქტიურად საქმიანობს საკუთრების შეძენის, მისი განახლებისა და მართვის სფეროებში თბილისში. რას აკეთებს სანანი საქართველოში 2020 წელს? მისი მთავარი ამოცანაა, ბაზარი ახალგაზრდა, ჟინით აღსავსე ინვესტორებს გააცნოს, რომლებიც საიმედო პლატფორმას ეძებენ თავისი ბიზნესის დასაწყებად და საკუთარი მიზნების მისაღწევად. გაცილებით მეტი გამოცდილების მქონე ანტრეპრენერებისა და კომპანიების მფლობელთათვის, Sterling-ს საიმედო კავშირები აქვს მსხვილ სამშენებლო კომპანიებთან და ამაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო შესაძლებლობები არსად მოიპოვება მთელ ევროპასა და აზიაში. სანან სანანის მიდგომა ბიზნესისადმი უახლოეს წლებში ასეთია: B2B კავშირებისა და ქსელების შექმნის ვარსკვლავური რეკორდი ონლაინ ყოფნასთან ერთად.

გაიგეთ მეტი სანან სანანის შესახებ მისი ვებგვერდიდან, ან სოციალურ მედიაში მოძებნეთ, სახელით Sanan Sanani.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ