Black Friday Sale! 50% Off All Access

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში IDEAFEST კონკურსი დასრულდა გამარჯვებულია Elven Technologies

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, ჰენლის ბიზნესის სკოლასთან პარტნიორობით Ideafest კონკურსი ჩაატარა, გამარჯვებული სტარტაპია Elven Technologies, რომელმაც 1000 ფუნტი მოიპოვა.

Elven Technologies ქმნის პერსონალური უსაფრთხოების მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას. სტარტაპის დამფუძნებლის თქმით მათი მიზანი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საშუალებით ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვაა.

"მომდევნო 6 წლის განმავლობაში ჩვენ ვაწყობთ სრულიად ახალი თაობის კოსმოსურ კოსტუმს, რომელიც ადამიანს წაიყვანს მთვარეზე, მარსზე და ღია კოსმოსში. ახალი თაობის კოსმოსური კოსტუმის შესაქმნელად საჭიროა რამდენიმე ძირეული ტექნოლოგიის ინოვაცია, და მოითხოვს დიდ თანხებსა და დროს. შესაბამისად ჩვენ ავირჩიეთ ალტერნატიული გზა - სათითაოდ შევქმნათ ინოვაციური ტექნოლოგიები კოსმოსტური კოსტუმისთვის და მათი გაერთიანებით მივიღოთ სხვადასხვა ტიპის პერსონალური უსაფრთხოების პროდუქტები. ეს მოიტანს მუდმივ შემოსავალს და საშუალებას მოგვცემს მუშაობა გავაგრძელოთ კოსმოსური კოსტუმის შექმნაზე.

ჩვენ შევქმენით კოსმოსური კოსტუმის ორი ინოვაციური ტექნოლოგია:

  • ნაჭრების ცეცხლგაუმტარი კომბინაცია;
  • სხეულის გაგრილების სისტემა

ამ ორი ტექნოლოგიის გაერთიანებით ჩვენ ვქმნით მეხანძრის ინოვაციურ ცეცხლგაუმტარ უნიფორმას, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური გაგრილების სისტემით. ჩვენი უნიფორმა 30 წუთის განმავლობაში უძლებს მაღალი ტემპერატურის ალს, ბაზარზე არსებული კოსტუმები იგივე პირობებში ძლებს 8 წამის განმავლობაში.

ასეთი ხანმოკლე დაცვის მქონე უნიფორმების გამო, მეხანძრეებს უწევთ ცეცხლის ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაქრობა, რაც ახანგრძლივებს ალმოდებული შენობის ევაკუაციის დროს და მაღალი რისკის ქვეშ აყენებს როგორც მეხანძრეთა, ასევე შენობაში მყოფ ადამიანებს.

ამჟამად ჩვენ ვასრულებთ მუშაობას პირველ სრულ კოსტუმზე, რის შემდეგადაც ვგეგმავთ ლაბორატორიულ და საველე ტესტირებას, რომელიც არსებული გეგმით უნდა დაიწყოს 2021 წლის დასაწყისში."- ვამეხ ხერხეულიძე, Elven Technologies თანადამფუძნებელი.

IDEAFEST ის კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგების უნივერსიტეტმა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა "შემოქმედებითი ნაპერწკალის" ფარგლებში, Henley-ის ბიზნეს სკოლასთან პარტნიორობით ჩაატარა.

IDEAFEST კონკურსში 50-მდე სტარტაპი იღებდა მონაწილეობას.

IDEAFEST კონკურსის მონაწილე 15 სტარტაპი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სახელით, საერთაშორისო კონკურსში BIG IDEA CHALLEGE-ში მიიღებენ მონაწილეობას.

ტექნოლოგიების მიმართულებით: Elven Technologies, Phubber, Beauty Lab, Safe Way, Villam, Tripify.

კრეატიული ინდუსტრია: MUZA, Why not Gallery, Ninimo.

სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება: Ringo, Bebia, Zerobully, Kodala, Zero Effect, Chini.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან