ბრიტანული ინვესტიცია ქართულ IT კომპანიაში: Apollo 11-ისა და Centigen Soft UK-ის სინერგია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ქართული კომპანია Apollo 11-ისთვის 2020 წელი გამორჩეული სიახლით დასრულდა. დეკემბრის თვეში მასსა და Centigen Soft UK-ის შორის მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი, რის შედეგადაც Centigen Soft UK, კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდა.

Apollo 11-ის გაგონებაზე ალბათ ყველას 1969 წელს მთვარეზე გაშვებული პირველი მისია გვახსენდება, თუმცა როგორც ჩანს ამ სიმბოლურ ფრაზას საკუთარი თავი გასულ საუკუნეში არ ამოუწურავს. 21-ე საუკუნეში ამ სახელწოდებისა და გლობალური მისიის მქონე კომპანიას კვლავაც შეხვდებით, თანაც საქართველოში. მის მიზანს კი თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში, პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობითა და ციფრული გადაწყვეტებით არაერთი კომპანიისა და ორგანიზაციის მხარდაჭერა წარმოადგენს. Apollo 11-ს საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირების უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. საქართველოს ფარგლებს მიღმა მისი მრავალფეროვანი და ოპერატიული სერვისით კი ევროპისა და ამერიკის არაერთი საშუალო და მსხვილი ზომის კომპანია სარგებლობს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია, როდესაც 100% ქართული ინტელექტუალური რესურსით შექმნილ კომპანიაში, ბრიტანული ინვესტიცია ხორციელდება, რაც საერთაშორისო ბაზარზე, ქართული ინტელექტუალური რესურსის ექსპორტს, კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გახდის შესაძლებელს.

"Centigen Soft UK ბრიტანეთში მოღვაწე წამყვანი IT (information technology) საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე არსებულ საშუალო და მსხვილი ზომის კორპორაციებს ციფრულ ტრანსფორმაციაში ეხმარება. Centigen Soft UK ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI), IoT-სა და მანქანური სწავლების (Machine Learning) გამოყენებით ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის დანერგვასა და განვითარებაზე. Centigen Soft UK-ისა და Apollo 11-ის სინერგიას უმნიშვნელოვანესი როლი ექნება კომპანიების მომავალ წარმატებაში. ერთი მხრივ Centigen-ის მრავალწლიანი გამოცდილება IT საკონსულტაციო სფეროში და მეორე მხრივ Apollo 11-ის ძლიერი და გამოცდილი IT დეველოპერების გუნდი არის იდეალური სინთეზი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან მოთამაშეებად ჩამოყალიბდნენ" , - ამბობს ირაკლი სვანიძე, Apollo 11-ის მმართველი პარტნიორი.

კომპანიას რამდენიმეწლიანი მუშაობით, IT სფეროში არსებული საჭიროებებისა და აქტუალური მოთხოვნების შესახებ სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა, რაც უკვე კიდევ უფრო მასშტაბურად უნდა გამოიყენოს.

"ჩვენი მიზანია, საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილებით კონსულტაცია გავუწიოთ და დავეხმაროთ სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს, რათა მარტივად და სირთულეების გარეშე შეძლონ უკეთესი ბიზნეს მოდელის შემუშავება. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამ სფეროში გამოუცდელობით გადადგმული თითოეული არასწორი ნაბიჯი დიდ დანაკარგებთანაა დაკავშირებული. Apollo 11-თან გაერთიანება კი Centigen Soft UK-ისთვის დამატებითი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის ტოლფასია. Apollo 11-ის გუნდთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობისა და წარმატებით განხორციელებული არაერთი პროექტის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ Centigen Soft UK-ი Apollo 11-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი გამხდარიყო. Apollo 11-ის გუნდს აქვს ის ცოდნა, გამოცდილება და მენეჯმენტის ხარისხი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს", - გვეუბნება ბერდია ყამარაული, Centigen Soft UK-ის წარმომადგენელი.

რამდენიმეწლიანი პარტნიორობის შემდეგ Centigen Soft UK-ისგან მიღებულმა თანამშრომლობის ამ შეთავაზებამ კი გუნდის ყველა წევრი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ კომპანიას, საკუთარ ისტორიაში ახალი თავის წერა უნდა დაეწყო.

"ჩვენს კომპანიაში დაგროვებული გამოცდილება არის Apollo 11-ის ის უნიკალური აქტივი და რესურსი, რომელიც ამ წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა. ამ შეთანხმების შედეგად Apollo11 ქართული კომპანიიდან გარდაიქმნა საერთაშორისო კომპანიად, რაც საშუალებას გვაძლევს ქართული ინტელექტურლური რესურსი უფრო ფართო მასშტაბებებით იყოს წარმოდგენილი საერთასორისო ბაზარზე. ვთვლით, რომ სწორი გზით ვვითარდებით და კომპანიის დაარსებიდან 3 წლის თავზე ამ მასშტაბებზე გასვლა მნიშვნელოვანი წინ გადადმული ნაბიჯია!", - ირაკლი სვანიძე.

ამ წარმატების შემდეგ Apollo 11-ის მორიგ ნაბიჯს გლობალურ ბაზარზე პოზიციების გამყარება და Centigen Soft UK-სთან ერთად კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებზე მუშაობა წარმოადგენს. ასევე, იგეგმება პროდუქტების ნაკრების საერთაშორისო ბაზრისთვის გამოშვება, რისთვისაც მნიშვნელოვანი აქტივობები უკვე დაწყებულია და ის ბაზარზე ხელმისაწვდომი 2021 წლიდან გახდება. ინოვაციებისა და სიახლეებისკენ სწრაფვით კი Apollo 11-ის მისია დედამიწაზე კვლავაც გრძელდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი