Black Friday Sale! 50% Off All Access

BTU-ში კიბერ ჰაკათონი სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის დასრულდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰა­კა­თო­ნი ჩა­ტარ­და. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, ჯგუ­ფუ­რად იმუ­შა­ვეს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის გარ­შე­მო შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მის შექ­მნა­ზე.

პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ჟი­უ­რის წევ­რებ­მა შე­ა­ფა­სეს:

"კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვებ­ი და მიღ­წე­ვები დღეს ახალ­გაზ­რდე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ დიდ როლს თა­მა­შობს, სწო­რედ ამი­ტომ, მათი ჩარ­თვა მსგავს პრო­ექ­ტებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა ახ­ლე­ბუ­რად გა­ი­აზ­რონ ის რის­კე­ბი და ფაქ­ტო­რე­ბი, რაც დღეს ჩვენ ირ­გვლივ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბობს",- გა­ნა­ცხა­და BTU-ს ლექ­ტორ­მა და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის CYSEC-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ან­დრო გო­ცი­რი­ძემ.

"დღეს, კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი ნაკ­ლე­ბად არი­ან ჩარ­თუ­ლი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ამ სფე­რო­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბით კი ხელს ვუ­წყობთ მათ და­ინ­ტე­რე­სე­ბას და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბებ­ში კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას",- აღ­ნიშ­ნა BTU-ს ლექ­ტორ­მა და ინ­ტერ­ნე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ლადო სვა­ნა­ძემ.

"ჰა­კა­თო­ნის მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის ნი­ჭი­ე­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პოვ­ნა, რომ­ლე­ბიც სა­მო­მავ­ლოდ წარ­მა­ტე­ბით და­საქმდე­ბი­ან ციფ­რულ და ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­დუსტრი­ა­ში",- გა­ნა­ცხა­და სტარ­ტაპ ბი­უ­როს და ენ­ჯელ ინ­ვეს­ტო­რე­ბის ქსე­ლის "აქ­სე­ლი"-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა.

ჰა­კა­თო­ნის გა­მარ­ჯვე­ბულ­მა გუნ­დმა წარ­მო­ად­გი­ნა მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. აპ­ლი­კა­ცი­ა­ში სხვა­დას­ხვა მარ­ტი­ვად აღ­საქ­მე­ლი აუ­დიო, ვი­დეო და ბეჭ­დუ­რი რე­სურ­სე­ბი გა­ზი­არ­დე­ბა.
BTU-ში გა­მარ­თუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს გუნ­დმა წა­რად­გი­ნა აპ­ლი­კა­ცი­ის დემო ვერ­სია.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ელე­ნე წე­რე­თე­ლი ამ­ჟა­მად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლობს და სა­მო­მავ­ლოდ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას სწო­რედ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებს:

"მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით კი სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა, გა­ვიღ­რმა­ვო რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი, ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა", - აღ­ნიშ­ნა მან.

კი­ბერ ჰა­კა­თო­ნი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ჟან მო­ნეს პრო­ექ­ტის "ევ­რო­კავ­ში­რის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა" (PEU-C-E) ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა.

მისი დას­რუ­ლე­ბი­სას, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის დამ­ადას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცა, ხოლო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის წევ­რებ­მა ტრე­ნინ­გე­ბის და გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის ვა­უ­ჩე­რე­ბი მი­ი­ღეს.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, ევ­რო­პუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კე­ბი­ს გა­ზი­ა­რე­ბა და ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში, სტუ­დენ­ტებ­ში, მას­წავ­ლებ­ლებ­ში, მშობ­ლებ­ში, პრო­ფე­სო­რებ­ში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რებ­სა და მო­წყვლად ჯგუ­ფებ­ში უსაფრ­თხო ინ­ტერ­ნე­ტის, კი­ბერ­ჰი­გი­ე­ნი­სა და კი­ბე­რე­თი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

კომპანია "რემოდელი" ნებისმიერი სირთულის სარემონტო სამუშაოების სრულ პაკეტს გთავაზობთ

განაახლე ნებისმიერი ფართი სწრაფად და მარტივად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე