Winestory.ge – გაიცანით განსაკუთრებული ისტორიის მქონე მეღვინეები და მარნები "გვსურს, რაც შეიძლება მეტი მცირე მეღვინე გავაცნოთ საზოგადოებას"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი

საქართველოს პირველ არხზე სულ ახლახან გამოჩნდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ "შარქ თენქ საქართველო" და ადგილობრივ სატელევიზიო სივრცეში სტარტაპებითა და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოზიდვის უნიკალური შესაძლებლობა შექმნა. ამ შოუს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, უკვე 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. პროექტი 2001 წელს, იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსდა და მისი მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინვესტორები ისმენენ ანტრეპრენერების პრეზენტაციებს, სვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხას სთავაზობენ კონკურსანტებს. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს დაუჭირა მხარი, გამხდარიყვნენ მეწარმეები ან გაეფართოებინათ არსებული ბიზნესი. ეს შესაძლებლობა და გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი კი ქართველ ანტრეპრენერებს 2021 წლიდან მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ "შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa − ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რომელიც პროექტში გამარჯვებულებს თავიანთი ბიზნესის ეფექტურად მართვისა და გამარტივების მიზნით, სთავაზობს Visa-ს ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას. Visa-ს სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს − როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალასა და მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებასა და მათთვის პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული ინიციატივებით. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქ თენქ საქართველო" − საქართველოს პირველი არხის გადაცემა, რომელიც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის ღია კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია.

პროექტის მეექვსე სატელევიზიო გადაცემის ერთ-ერთი გამარჯვებული ვერიკო გურული გახდა, რომელმაც მეღვინეთა ციფრული პლატფორმა Winestory.ge-ის განვითარებისთვის, მენი ბენიშისგან და ნუცა აბრამიშვილისგან 70 000 ლარის ინვესტიცია კომპანიის 30%-ის სანაცვლოდ მიიღო.

Winestory ქართული ონლაინპლატფორმაა, რომელიც ქმნის ახალ, უნიკალურ შესაძლებლობებს მცირე და საშუალო მეღვინეებისთვის. პლატფორმა არ არის მხოლოდ სავაჭრო სივრცე, სადაც მეღვინეები ერთმანეთს უკავშირდებიან, არამედ საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს მეღვინეებს, გაზარდონ საკუთარი ცნობადობა და აითვისონ ციფრული არხები.

Entrepreneur-თან საუბარში ვერიკო გურულმა პროექტში მონაწილეობის მნიშვნელობა შეაფასა და ახსენა, რომ მსგავსი ტიპის საერთაშორისო მასშტაბის პროექტში მონაწილეობა არა მხოლოდ ინვესტიციითაა საინტერესო, არამედ - საიმედო ბიზნესპარტნიორის მოძიებითაც.

"პროექტის რეზიუმე სულ ბოლო ეტაპზე შევავსე. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი არ მქონდა, მონაწილეობა მაინც ვცადე და ამ გადმოსახედიდან, ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი და მოვხვდი პირველ ნაკადში − საერთაშორისო პროექტში საინტერესო გამოცდილებით. მონაწილეობამ აბსოლუტურად ახალი პერსპექტივა გაგვიხსნა: ცნობადობაც მეტ-ნაკლებად მოგვემატა, რადგან ამჯერად ჩვენი პლატფორმა სატელევიზიო შოუს ნაწილი გახდა".

ვერიკო გურულისთვის ღვინო ქმნის ისტორიას. Winestory-ის წამოწყებაც სწორედ ამას მოიაზრებს: როგორც წესი, ადამიანები ვაგემოვნებთ ღვინოს, მაგრამ ნაკლებად თუ ვაკვირდებით, რამხელა ისტორია დგას ღვინის ბოთლის უკან. ეს პლატფორმა კი გვაძლევს საშუალებას, არა მხოლოდ შევიძინოთ ღვინო, არამედ გავიცნოთ ამ პროდუქტის შემოქმედი ხალხი და მათი ნაამბობი. აქედან გამომდინარე, როგორც ვერიკომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა "შარქებისგან", არამედ იმ ადამიანებთან პარტნიორობა, ვისაც იდენტური ღირებულებები აქვს.

"ველოდებოდი, რომ აუცილებლად ვიპოვიდი გამოცდილ ბიზნესმენს და არა მხოლოდ ფინანსურ მხარდამჭერს. ვფიქრობ, სანდო ბიზნესპარტნიორი უფრო მეტად შემიწყობდა ხელს, განმევითარებინა ბიზნესი. რა თქმა უნდა, როდესაც ინვესტირების შესახებ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია დაფინანსება, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ღირებულებებსა და ბიზნესის წარმატებაზე, მნიშვნელოვანია როგორი და რამდენად გამოცდილი ადამიანი შეგხვდება. მიხარია, რომ მე ნამდვილად კარგი პარტნიორები შევიძინე პროექტში".

ფოტო: ვერიკო Winestory-ს თანადამფუძნებლებთან ერთად

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პროექტში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ვერიკოს სურს საზოგადოებას გააცნოს რაც შეიძლება მეტი მცირე მეღვინე შორეული სოფლებიდან, რომელთა ღვინის ხარისხიც საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

"წინასაახალწლო პერიოდში ძალიან ბევრი მოსამზადებელი სამუშაო გვაქვს, რადგან სწორედ ამ დროისთვის უამრავი ადამიანი ყიდულობს ღვინოს, როგორც საჩუქარს. რაც შეეხება უფრო გრძელვადიან მიზანს, გვსურს, მაქსიმალურად გავფართოვდეთ და საცალო გაყიდვებიდან გადავიდეთ ღვინის ტირაჟირებაზე. გვაქვს სურვილი, აღმოვაჩინოთ რაც შეიძლება მეტი მცირე მეღვინე ყველაზე შორეული სოფლებიდან და საზოგადოებას გავაცნოთ მათი ღვინო, რომლის ხარისხიც საერთაშორისო სტანდარტს უტოლდება", − განმარტავს ვერიკო გურული.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია