ეთოს ფერმა ''კოკორინა'' - ფერმაში რეალიზებული ანტრეპრენერული ოცნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი

სულ ახლახან, ქართულ სატელევიზიო სივრცეში, საქართველოს პირველ არხზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ "შარქ თენქ საქართველო" გამოჩნდა. ამ შოუს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, უკვე 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. 2001 წელს, იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსებული პროექტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დამწყებ თუ უკვე აქტიურ სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა მიეცეთ ე.წ. "შარქებისგან". ისინი ისმენენ ბიზნესიდეის პრეზენტაციას, სვამენ მათთვის საინტერესო ბიზნესშეკითხვებს და თუ პროექტი მოეწონებათ, კომპანიის გარკვეული პროცენტული წილის სანაცვლოდ, ანტრეპრენერის მიერ მოთხოვნილ თანხას აფინანსებენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ პროექტით არაერთი ახალი ბიზნესი თუ ანტრეპრენერი აღმოაჩინეს. იმის მიუხედავად, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენს ქვეყანაშიც დაინახეს ე.წ. "შარქები" და მათი ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალება 2021 წლიდან საქართველოს პირველი არხის მეშვეობით, ჩვენც შეგვიძლია.

აღსანიშნავია, რომ "შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa − ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რომელიც პროექტში გამარჯვებულებს თავიანთი ბიზნესის ეფექტურად მართვისა და გამარტივების მიზნით, სთავაზობს Visa-ს ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას. Visa-ს სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს − როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალასა და მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებასა და მათთვის პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული ინიციატივებით. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქ თენქ საქართველო" − საქართველოს პირველი არხის გადაცემა, რომელიც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის ღია კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია.

ეთერ კაპანაძე სწორედ "შარქ თენქ საქართველოს" მონაწილეა, რომლის იდეითაც, ბიზნესმენი მენი ბენიში დაინტერესდა. 30%-იანი წილის სანაცვლოდ მიღებული 150 000 ლარით, ეთო გეგმავს, აწარმოოს იხვის პაშტეტი, რომელიც დღეს საქართველოში არ იწარმოება, შეიძინოს შესაბოლი აპარატი, რათა ბაზარზე შებოლილი იხვი გამოჩნდეს, გადაამუშაოს ბუმბული, შექმნას ნატურალური ბუმბულის ბალიშები და ასევე შეიძინოს კონსერვის დანადგარი, რათა ნატურალური პროდუქტი თავისივე ფერმაში აწარმოოს. "ჩვენი ბიზნესი განვითარების ეტაპზეა, გვყავს 700-მდე ფრინველი, რომელსაც გავამრავლებთ და მეტად შევძლებთ მოთხოვნების დაკმაყოფილებას", ამბობს ეთერ კაპანაძე, "შარქ თენქ საქართველოს" მონაწილე Entrepreneur-თან საუბრისას.

ეთერი ოთხი შვილის დედაა, პროფესიით კერამიკოსი. წლებია საჯარო სამსახურში მუშაობს, მაგრამ მის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო, ამ ეტაპზე არის ის, რომ აქვს საკუთარი ფერმა – ეთოს ფერმა "კოკორინა". 2 წლის წინ სპონტანურად გაჩენილი იდეით, ეთერი დღეს თავის ოჯახის წევრებთან ერთად, საკუთარი ეზოს რესურსის გამოყენებით, ქმნის იხვებისგან ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქციას, ჰყავს მუდმივი მომხმარებელი და რამდენიმე ონლაინმაღაზიას, კაფესა თუ რესტორნებს თავისი ნატურალური პროდუქტით ამარაგებს.

"შარქ თენქმა" მოგვცა საშუალება, მეტ ადამიანს გაეგო ფერმის შესახებ. ასევე, გამოცდილება იმისა, თუ როგორ უნდა წარადგინო საკუთარი საქმიანობა. შევიძინეთ საუკეთესო პარტნიორი და მეგობარი". ეთოს ფერმა "კოკორინას" 30%-იანი წილის მფლობელი მენი ბენიში გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეთოს ბიზნესით სხვა შარქები ვერ დაინტერესდნენ, მენი არ შეუშინდა ამ გამოწვევას, პერსპექტივა დაინახა ამ ბიზნესში და ეთოს მოთხოვნილ 50 000 ლარზე სამჯერ მეტი დააბანდა. იმის გამო, რომ მენი ძალიან დაინტერესდა ამ ბიზნესით, მოთხოვნილი თანხა და პროცენტული წილი ერთმანეთთან თანხვედრაში არ იყო, ამიტომ მან შეცვალა ინიციატივა – 3-ჯერ გაზარდა მოთხოვნილი თანხა და პროცენტული წილიც.

"ამ პროექტმა საშუალება მისცა ჩემნაირ დამწყებ ბიზნესმენებს განახორციელონ დიდი გეგმები და ქართული პროდუქციით გააძლიერონ ბაზარი". ეთომ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა თავის თავს, რომ რაღაც უფრო მეტად შეუძლია. 2 წლის წინ, სესხად აღებული თანხით შეძენილი იხვებით, დღეს ის წარმატების გზაზე უკვე მენი ბენიშთან ერთად მიაბიჯებს. მისი ეს გაბედული ნაბიჯი დიდი წინსვლა აღმოჩნდა, შეიძინა გამოცდილი პარტნიორი და იმაზე მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ელოდა.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია