საუბრები წარმატებაზე Chivas Regal-თან ერთად - ახალი გადაცემა ქართულ სატელევიზიო სივრცეში მიუხედავად იმისა, რომ წარმატება ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის სხვადასხვანაირად ითარგმნება, Chivas ის პრემიალური გემოა, რომელიც ყველა განსხვავებულ ხედვასა და წარმატებას უხდება.

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Chivas Regal-ის სახელი ნოვატორ, გაბედულ და წარმატებულ ადამიანებთან ასოცირდება. როდესაც მე-19 საუკუნეში Chivas Regal-ის კონცენფცია იქმნებოდა, ძმებ ჯეიმს და ჯონ ჩივასებს, ღრმად სწამდათ, რომ როგორც ვისკის, ისე რეალური ცხოვრების შემთხვევაში, წარმატება მრავალფეროვნებაში გამოიხატებოდა. მრავალფეროვნება კი, თავის მხრივ, სხვადასხვა ნარევითა და განსხვავებული კომბინაციით მიიღება. ეს ცნობილი უძველესი ტრადიციული ვისკი მრავალფეროვანი ალაოს, ფერადი, მბზინავი, თბილი ქარვის, ველური მწვანილისა და სხვა უნიკალური ინგრედიენტების ნაზავს წარმოადგენს, რაც განსაკუთრებულ არომატს სძენს მას. გლობალური ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით 150-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და საქართველოში მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი პრემიალური ალკოჰოლური სასმელების სადისტრიბუციო კომპანია, GD Alco-ს ბრენდ მენეჯერი, გიორგი იმერლიშვილი, გახლავთ. გიორგი, როგორც ჯგუფის ბრენდ მენეჯერი, მუშაობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებზე, როგორიცაა: ჯეიმსონი, აბსოლუტი, მარტინი, ბაკარდი, მარტელი და სხვა. იგი ზემოთჩამოთვლილი ბრენდების მარკეტინგს საქართველოს ბაზარზე ხელმძღვანელობს და ზრუნავს როგორც საერთაშორისო იმიჯის, ასევე - გაყიდვების ხელშეწყობის მიმართულებით.

საქართველოს ბაზარზე Chivas Regal-ის პოპულარიზაციის მიზნით, ახალი გადაცემა "ბარი" გამოჩნდა. გადაცემა, რომელიც გიორგი ისაკაძისა და გიორგი იმერლიშვილის საერთო ძალისხმევით შეიქმნა, სატელევიზიო სივრცეში აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც 12-წლიანი დაძველების ვისკისთან ერთად მსმენელს წარმატების ისტორიებს უზიარებენ. გიორგი იმერლიშვილისთვის ინსპირაცია სწორედ Chivas-ის სწორი პოზიციონირება და მისი წარმატებასთან დაკავშირება გახლდათ. შესაბამისად, "ბარის" ყველა გადაცემის შინაარსი წარმატებაზე საუბარს ეთმობა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატება ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის სხვადასხვანაირად ითარგმნება, Chivas ის პრემიალური გემოა, რომელიც ყველა განსხვავებულ ხედვასა და წარმატებას უხდება.

"საუბრები წარმატებაზე" - სწორედ ამას მოიაზრებს გადაცემის სლოგანი და მთავარი კონცეფცია. სასაუბრო სფერო და თემატიკა კი, თავის მხრივ, შეუზღუდავია. გადაცემის სტუმრები ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც წამყვან კომპანიებს ხელმძღვანელობენ, ქმნიან უნიკალურ პროდუქტებს და ზოგადად, ფლობენ წარმატების გასაღებს სხვადასხვა პროფესიაში. ამ დრომდე უკვე 5 გადაცემა ჩაიწერა, რომელსაც დავით გოგიჩაიშვილი, თემურ ჭყონია, პაატა ღაძაძე, ნიკოლოზ გამყრელიძე, ვაკო თურნავა, გიორგი ჩუგოშვილი, თინათინ რუხაძე და თინათინ სტამბოლიშვილი სტუმრობდნენ. რაც შეეხება სამომავლო განვითარების ხედვას, პროექტის ფარგლებში, Chivas-ის არომატულ ვისკისთან ერთად, 11 გადაცემის ჩაწერა და 22 წარმატებული სტუმრისგან ბევრად მეტი საინტერესო ისტორიის მოსმენა იგეგმება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

ძმები წვერის მოვლის ინდუსტრიიდან და არა მხოლოდ...

მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების პირველი ადგილობრივი მწარმოებელი უკვე სამი წელია ქართულ ბაზარზე უკონკურენტოდ საქმიანობს