3 გამორჩეული და წარმატებული ავტორი, რომელთა ფილოსოფია სამყაროს ცვლის საქართველო 6 ივნისს მაიკლ ვირარდის უმასპინძლებს. ბიზნესსამიტი წინანდალში, სასტუმრო "რადისონ ქოლექშენში" ჩატარდება.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როცა მოტივაციაზე, წარმატებასა და ბიზნესზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მაიკლ ვირარდით უნდა დავიწყოთ, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტორი, ტრენერი და სპიკერია.
მაიკლის ტრენინგები მთელ მსოფლიოში 50 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. 2016 წელს ბერლინში, 5th HR Minds Forum-ზე მისი გამოსვლა "The Circle of Trust" საუკეთესოდ იქნა აღიარებული.
ამჟამად მესამე წიგნზე მუშაობს, რომელიც საკომუნიკაციო უნარებსა და პრეზენტაციებს შეეხება. ორ უნივერსიტეტში, University College London-ი და University of Lausanne-ი, მოწვეული ლექტორის სტატუსით მუშაობს.
მისი სემინარებისა და რჩევების საშუალებით ადამიანები ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და წარმატების მიღწევას შეძლებენ.
მაიკლი ასევე არაერთი ბესტსელერის ავტორია. მისი ორი წიგნის ("Positive Impact" და "Crisis? Let's Beat it!"), ასევე მენტორული პროგრამების და კურსის, სახელწოდებით "Stand Up, Stand Out", საშუალებით იგი ადამიანებთან კომუნიკაციას ამყარებს, მათ საკუთარ გატაცებებს და ცხოვრებისეულ მოწოდებებს უზიარებს. ეხმარება, გაიაზრონ საკუთარი პოტენციალი.
საქართველო რიგით 25-ე ქვეყანაა, რომელიც მაიკლ ვირარდის უმასპინძლებს. ბიზნესსამიტი 6 ივნისს წინანდალში, სასტუმრო
"რადისონ ქოლექშენში" ჩატარდება.
"ყველა წარმატებული ადამიანი დიდი მეოცნებეა", - ამბობს ბრაიან ტრეისი. ამერიკელი მწერალი და სამოტივაციო სპიკერი, რომელიც 40-ზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორისაა ბესტსელერები: "იშოვე ის, რისი ღირსიც ხარ", "შეჭამე ბაყაყი!", "არანაირი გამართლება! თვითდისციპლინის ძალა და მიღწევების ფსიქოლოგია".
2015 წელს ბრაიანი საქართველოს ესტუმრა და მასტერკლასი ჩაატარა. სემინარი გაყიდვების სფეროს ეხებოდა და მას უამრავი ადამიანი დაესწრო. ბრაიანის მთავარი საქმიანობა ლიდერობას, გაყიდვებს, წარმატების ფსიქოლოგიას, სტრატეგიის სწორად დასახვას, კრეატიული უნარების განვითარებასა და თვითშეფასების ამაღლებას ეხება.
ამჟამად ტრეისი Brian Tracy International-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია. 2003 წელს კი ბრაიანი პოლიტიკური საქმიანობითაც იყო დაკავებული.
"გადაწყვიტე, რა იქნება შენი უმთავრესი მიზანი და მუდმივად იმუშავე მის მიღწევაზე!"
"მენტორის ყოლა საკმარისი არ არის, თუ მისი მოსმენა არ შეგიძლიათ", - მართლაც, ცვლილებები გააზრების შედეგად იწყება. ცვლილებების გარეშე კი წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ფილოსოფოსები, ანტრეპრენერები და სპიკერები იმ ცოდნას გვიზიარებენ, რისი გამოყენებაც თავად უნდა ვისწავლოთ.
"ბედნიერება შემთხვევითობა არ არის, ეს არჩევანია", - ჯიმ რონი მიიჩნევდა, რომ დისციპლინა და ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება მოტივაციაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მოტივაციისგან განსხვავებით დისციპლინა არ უფერულდება და მუდმივ განვითარებას გვაიძულებს.
მნიშვნელობა არ აქვს, შედეგი დადებითია თუ უარყოფითი, შრომა და წინსვლა მაინც გრძელდება.
სწორედ ამ შთამაგონებელი ფრაზებით გაითქვა სახელი ჯიმ რონმა, გარდა მისი ბიზნესსაქმიანობისა, რადგან რონის ფილოსოფია უამრავი ადამიანის ცხოვრების მამოძრავებელი მოტივი გახდა.
"ან თქვენ გაუსწრებთ დროს, ან დრო გაგისწრებთ თქვენ!"