ახალი პერსპექტივები და ინოვაციები: "კერხერი" მომხმარებელს პრემიუმ ხაზს სთავაზობს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გერმანული ბრენდი, რომელიც წლებია ასოცირდება ტექნოლოგიურ ინოვაციებთან, ახალ ეტაპზე გადადის – 22 ნოემბერს "კერხერმა" საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრულიად ახალი, პრემიუმ ხაზი წარადგინა.
ეს ხაზი განსაკუთრებულია არა მხოლოდ ინოვაციური ტექნოლოგიებით, არამედ ბრენდის დამფუძნებლის, ალფრედ კერხერის ხელწერით, რაც ხარისხის, საიმედოობისა და ესთეტიკის ნიშანია."პრემიუმ ხაზი არის ბრენდის ერთგული მომხმარებლების მოთხოვნების პასუხი, ჩვენთვის მთავარი მიზანი მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, რაც გულისხმობს პრემიუმ ხარისხსა და თანამედროვე დიზაინს. ეს პროდუქცია განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს თანამედროვე დიზაინისა და ფუნქციურობის იდეალურ ბალანსს", – ამბობს ნიკოლოზ ბათირაშვილი, "კერხერის" გენერალური დირექტორი.
პრემიუმ ხაზი გამოირჩევა მინიმალისტური დიზაინით, მაღალი ხარისხის მასალითა და უახლესი ფუნქციებით. ასორტიმენტში შედის ექვსი პროდუქტი, მათ შორის მინის საწმენდი, ორთქლის აპარატი, მტვერსასრუტი და ჰაერის გამწმენდი. ამ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინმაღაზიაში (www.karchershop.ge), ისე "კერხერის" პარტნიორი "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიებში.
"თანამედროვე მომხმარებელი ეძებს არა მხოლოდ ფუნქციურობას, არამედ ესთეტიკურ ელფერს, კომფორტსა და მდგრადობას, – განმარტავს ნიკოლოზი, - პრემიუმ ხაზის კონცეფცია სწორედ ამ საჭიროებებზე დაყრდნობით შეიქმნა".
პროდუქციის სიახლეებს შორის არის ფერის ცვლილებაც – "კერხერი"ს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც ადრე ტრადიციულად ყვითელი იყო, ახლა თეთრი ფერით იქნება წარმოდგენილი. ამ სიახლემ უკვე მიიპყრო მომხმარებელთა ყურადღება.
"კერხერისთვის" ფერის ცვლილება მომხმარებლის არჩევანის გათვალისწინებით განხორციელდა. "თეთრი ასოცირდება სიმარტივესა და მინიმალიზმთან. ჩვენ ვუსმენთ მომხმარებლის სურვილებს და, შესაბამისად, ვასრულებთ მათ მოთხოვნებს", – დასძენს ნიკოლოზი Entrepreneur-თან ინტერვიუში.
ბრენდი კვლავ ინარჩუნებს თავის განმასხვავებელ ყვითელ ფერს საკომუნიკაციო ელემენტებში და არ აპირებს ლოგოს ან ბრენდის სხვა იდენტიფიცირებადი მახასიათებლების შეცვლას.
პრემიუმ ხაზის წარმოებაში "კერხერი" იყენებს ეკოლოგიურად სუფთა მასალებს და კიდევ უფრო ამცირებს ნახშირბადის ნაკვალევს.
"ჩვენი პროდუქტები არა მხოლოდ ამცირებს ენერგიისა და წყლის მოხმარებას, არამედ მომხმარებელს ეკონომიურ და ეკოლოგიურ არჩევანს სთავაზობს", – აღნიშნავს ნიკოლოზ ბათირაშვილი.
მიმდინარე შავი პარასკევის აქცია, რომელიც გრძელდება 1 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო, მხოლოდ ონლაინმაღაზიაში - 2 დეკემბრის ჩათვლით, განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, პრემიუმ ტექნიკა ფასდაკლებით შეიძინონ.
"ჩვენი მომხმარებლებისთვის 2025 წელი განსაკუთრებული იქნება, რადგან "კერხერი" 90 წლის იუბილეს აღნიშნავს, – გვამცნობს კომპანიის გენერალური დირექტორი, - ეს იქნება ახალი დასაწყისი ინოვაციებისა და სიურპრიზების გზაზე".