Get All Access for $5/mo

ანონიმური მოქალაქეები "რუსული კანონის" მხარდამჭერ დეპუტატებს OpenSea-ზე მონებად ყიდიან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო კრიპტობაზრის ყველაზე პოპულარულ პლატფორმა OpenSea-ზე "რუსული კანონის" ("გამჭვირვალობის შესახებ კანონის") მხარდამჭერი დეპუტატები NFT-ის საშუალების მონებად იყიდებიან.

პროექტის "ბრძოლა მორდორის წინააღმდეგ: ქართული საგა" ავტორები ანონიმური მოქალაქეები არიან და ამბობენ, რომ მოღალატე დეპუტატების გარდა, ყიდიან "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, დმაფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს.

მორდორი ჯონ ტოლკინის ლიტერატურულ სამყაროში ბოროტების სამეფოა და ის ხშირად გამოიყენება ტირანული, ავტოკრატიული მმართველობების აღსაწერად თანამედროვეობაში.

Mona Bidza - The Symbol of Betrayal and Slavery - ლეონარდო და ვინჩის შედევრის, მონა ლიზას სახის ნაცვლად ჩარჩოში "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა სახეებია ჩასმული და თითოეული მათგანის ღირებულება 83-300 MATIC-მდე მერყეობს.

პროექტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ გმირი ქართველები გაერთიანებულნი არიან ბნელი სამეფოს წინააღმდეგ და მამაცად იბრძვიან თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე