Bene Group - გულიდან წამოსული იდეების წარმატების გზა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

10 წლის წინ ქართულ ბიზნეს სივრცეში ახალა უკვე ყველასთვის ცნობილი ბენე ჯგუფი გამოჩნდა, რომელმაც თავისი მრავალპროფილური საქმიანობითა თუ პროექტებით, მომსახურების, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკურ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოიტანა.

"ბენე ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი გოგლიძე გვიზიარებს კომპანიის წარმატების ისტორიას განსხვავებული მრავალფეროვანი ისტორიებითა და მოტივებით. მთავარი რაზეც ის თავად აკეთებს აქცენტს არასტანდარტული კორპორატიული კულტურის შექმნის იდეა და განვითარება იყო, რასაც საქმის და ადამიანური ურთიერთობების სიყვარული ედო საფუძვლად.

"მჯერა, რომ ადამიანების ცხოვრებაში ალბათ არაფერი არსებობს ურთიერთობებზე ღირებული, სწორედ ამან მოგვიყვანა დღემდე, საკმაოდ მცირე ინვესტიციითა და შემადგენლობით დავიწყეთ და დღეს უკვე ჰოლდინგური ტიპის ჯგუფი ვართ.

მე გიორგი გოგლიძე ვარ ბენე ჯგუფის დამფუძნებელი დირექტორი და რაც ალბათ ყველაზე მეტად მეამაყება მეც და იმ ადამიანებს ვინც ბენე ჯგუფის შექმნაში მართლა მთელი ენერგია და გული ჩადო არის ის, რომ ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, სირთულეც ბევრი იყო და წარმატებაც".

ბენე ჯგუფი ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და მისი ძირითადი საქმიანობა ლოგისტიკაა,თუმცა საერთაშორისო გადაზიდვების გარდა ბენე ჯგუფი ტრანსპორტისა და მომსახურების სექტორშიც აქტიურად არის ჩართული,კომპანია ბენე ექსკლუზივის სახელით,რომელიც 2017 წლიდან პრემიუმ მომსახურებას მოგვიანებით კი თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში მომსახურების სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ლოგისტიკის მიმართულებით,კომპანიამ არა ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა. მათ შორის 2021 წელს გაჩნდა ბაზარზე ახალი აპლიკაცია Translive რომლის მთავარი იდეაც ლოგისტიკის გაციფრულება იყო. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ბენე ჯგუფმა უკვე დაასრულა ერთი საბაჟო საწყობის მშენებლობა,რომელიც უკვე სრული დატვირთვით მუშაობს, მეორე კი მშენებლობის პროცესშია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გვიზიარებს სამომავლოდ დამატებით ახალი საწყობების მშენებლობა იგეგმება ფოთსა და თბილისში.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს არა მარტო გარშემომყოფ ადამიანებს, არამედ ძალიან დიდ ბრენდებს სჯერათ ჩვენი წარმატების, სწორედ რითაც დავიწყე საუბარი და ამ ყველაფერში მართლა დიდ ენერგიას ვდებთ, რომ შევინარჩუნოთ ნდობა პირდაპირი კომუნიკაციით ჩვენს პარტნიორ ბრენდებთან. როდესაც ვსაუბრობთ განსხვავებული კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებაზე სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ სტანდარტები არ გვაქვს არ გვიყვარს თავად ვქმნით სტანდარტებს ისეთს, რაც ჩვენს ყოველდღიურობას არ ამძიმებს პირიქით განსხვავებულს ხდის და ვფიქრობ, ეს განწყობა ჩვენს სამუშაო სივრცეშიც ჩანს, რაშიც ასევე ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვიყავით ჩართული. იგივე შემიძლია გითხრათ შიდა სამზარეულოზეც ვცდილობთ, რომ ჩარჩოებში არ მოვაქციოთ ჩვენთან დასაქმებული ადამიანები პირიქით ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ეს ასეა, ვქმნით გარემოს სადაც შესაძლებლობები და თავისუფლება ყოველთვის არის. ერთია შექმნა რაღაც და ალბათ არანაკლებ რთულია, რომ შეინარჩუნო ის და ისევ ადამიანებამდე მივდივართ ვინც თავის წილ პასუხისმგებლობას ყოველ დღე, პირნათლად და დიდი სიყვარულით ასრულებს, ჩვენ ჩვენი მხრივ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ჩართული ვიყოთ ყველა პროცესში, 24 საათის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს პარტნიორებთან და გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურების დონე, რასაც ადასტურებს ის პროექტები რომლებზეც ლოგისტიკური მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.

პირველ რიგში ეს არის ციფრული მიმართულება Translive - აპლიკაცია, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია ლოგისტიკის გაციფრულებაზე და ყველა სხვა გამარტივებულ პროცესთან ერთად სივრცეა, რომელიც გადამზიდს აკავშირებს დამკვეთთან, გარდა ამისა გასულ წელს ძალიან მოკლე დროში დავამატეთ ახალი A კლასის საბაჟო საწყობი, რომელიც WMS სისტემებით არის აღჭურვილი, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მეორე საწყობის მშენებლობა თბილისის გეზთან. სამომავლოდ კი დამატებით ახალი საწყობების მშენებლობა დაგეგმილია ფოთსა და თბილისში. მაქსიმალურად ვცდილობთ ლოგისტიკური ჰაბის განვითარების იდეაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები,დასაქმების ადგილები და მოვაქციოთ ყველა სერვისი ერთ სივრცეში,რაც ბუნებრივია ამარტივებს ლოგისტიკურ პროცესებს.

რაც შეეხება ბენე ექსკლუზივს ეს ჩვენი გულიდან წამოსული ბიზნესია, რომელსაც დღეს უკვე ისეთ ღონისძიებებსა და სასტუმრო სივრცეებში შეხვდებით, სადაც ხარისხია პირველ რიგში პრიორიტეტი, თუმცა ბენე ჯგუფის მრავალპროფილურობა განსაკუთრებით კარგად გამოიხატება პროექტებში, რომლებსაც კომპანია ბიზნეს ივენთების B2B შეხვედრებს მიმართულებით ახორციელებს.

Networking Georgia, Mercedes-Benz Business Week Georgia, Distribution and Logistics Forum 2020, "მოიარე ქვეყანა" ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი. სულ ბოლოს კი რაც მინდა გითხრათ არის ის რომ, როცა რაღაც ახალს იწყებ ყველა ერთდროულად შენს იდეას არ დაუჭერს მხარს და ალბათ ეს არის ყველაზე რთული პერიოდი, რომ ამ დროს შენ მაინც გჯეროდეს,მაინც მიყვებოდე შენს პირველად ოცნებებს და თუ ეგ პერიოდი გადალახე მერე ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება. ჩვენ ბენე ჯგუფის გუნდს სწორედ ეს გვაერთიანებს, რომ გვჯერა და მივყვებით ჩვენს ოცნებებს და ჩნდება ახალი გზები ახალი შესაძლებლობები და ჩვენ ყველა ერთად ვიზრდებით ამ გზაზე,ვსწავლობთ რაღაც ახალს და არავითარ შემთხვევაში არ გვაშინებს გამოწვევები. ჩვენ თავად ვქმნით შესაძლებლობებს და რა თქმა უნდა ვაზიარებთ ამ შესაძლებლობებს". - გიორგი გოგლიძე, ბენე ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია