ბოთლში ჩამოსხმული ელეგანტურობა – The Glenlivet Founder's Reserve მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკოჩი, The Glenlivet, უამრავ რესტორანსა თუ ბარში იკავებს საპატიო ადგილს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკოჩი, The Glenlivet, უამრავ რესტორანსა თუ ბარში იკავებს საპატიო ადგილს. ოფიციალურად 1824 წელს დაარსებულ ამ დისტილერიას, საინტერესო ისტორიასთან ერთად გამორჩეული პროდუქტებიც აქვს. ერთ-ერთი მათგანია The Glenlivet Founder's Reserve – ვისკი, რომელიც კრისტალურად სუფთა მთის წყლითაა დამზადებული და ისეთივე გლუვი, ხილის არომატები დაჰყვება, როგორიც იმ სასმელს, პირველად რომ მწარმოებელმა სპილენძის ჭურჭელში ჩამოასხა.
The Glenlivet Founder's Reserve – უნიკალური გამოხატულება
ეს ოქროსფერი შეფერილობის ვისკი უნიკალურად შექმნილი გემოთი გამოირჩევა. პირველი, რაც ყურადღებას იქცევს, მისი სურნელია – ხილის მძაფრი ნოტები და ყვითელი ქიშმიშის ნელსურნელება. მას შემდეგ, როცა პირველ ყლუპს გასინჯავთ, ამ სურნელს უკვე გემოვნური არომატებიც ემატება. ნედლი მუხის ტანინებსა და ქერს მსუბუქად გასდევს ტორფის არომატი. სადღაც უფრო ღრმად კი აშკარად იგრძნობა ყვითელი ქიშმიშის, წითელი ვაშლისა და ატმის გემოები.
აღნიშნული მრავალფეროვნება ვისკის მოყვარულებს გამორჩეულ და სენსორულ გამოცდილებას სთავაზობს. მისი მოტკბო-მომწარო გემო კარგად მუშაობს ყინულთან ერთად და ყველაზე პრეტენზიულ ვისკის ოსტატსაც კი კმაყოფილს დატოვებს.
დამზადება და მომწიფების პროცესი
The Glenlivet Founder's Reserve შოტლანდიაში, იმავე ტექნიკის გამოყენებით მზადდება, რამაც The Glenlivet ყველაზე ცნობილი გახადა მთელ მსოფლიოში. ბრენდი გამორჩეულია დაძველების პროცესის ხანგრძლივობით, ხოლო მის დასაყენებლად მტკნარ წყალსა და საუკეთესო ქერის ალაოს იყენებენ.
თავდაპირველი მასა სპილენძის ჭურჭელში ისხმება. შემდეგ ვისკი ტრადიციულ მუხის კასრებში თავსდება და დაძველების პროცესსაც აქ იწყებს. ამის მერე იგი გადააქვთ ამერიკული ტიპის კასრებში. ამ კასრებს საგულდაგულოდ არჩევენ, რათა ახალი იყოს და მანამდე მათში ვისკი არ ჰქონდეთ დაყენებული. ეს ტექნიკა თავისებურ მახასიათებლებს ანიჭებს ვისკის. ამ კასრების შერჩევითი გამოყენება იძლევა გლუვ, კრემისებრ სიტკბოს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ვისკის დელიკატურ არომატს და ხილის რთულ ტონებს.
The Glenlivet Founder's Reserve, როგორც დახვეწილი ვახშმის ნაწილი
იქიდან გამომდინარე, რომ The Glenlivet Founder's Reserve მსუბუქი ვისკია, მას კერძებსაც შესაბამისს ურჩევენ. მას ძირითადად სტარტერებთან ერთად მიართმევენ სტუმრებს. ყინულთან ან ცოტა წყალთან გაზავებული მსხლისა და ციტრუსის ნოტები იდეალურად ერწყმის მსუბუქ საკვებს, თუმცა იგი მთლიანი ვახშმის შემადგენელი ნაწილიც შეიძლება გახდეს.
როგორც ყველა სასმელს, The Glenlivet Founder's Reserve-საც სჭირდება სწორი პროდუქტების შერჩევა. ის განსაკუთრებით ზღვის პროდუქტებს უხდება და ხშირად მიირთმევენ შებოლილ ორაგულთან, ნაღებში მომზადებულ კრაბთან და კრევეტებთან ერთად. თუ ზღვის პროდუქტების მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ ეს ვისკი შებოლილი ხორცის ნაჭრებს ან ბრუსკეტებს მიატანოთ. ამ დროს გემო ხდება ბალანსირებული და უფრო მდიდარი, თქვენი ვახშამი კი უფრო სასიამოვნო.
The Glenlivet-ის მემკვიდრეობა
მემკვიდრეობა, რომელიც დამფუძნებელმა, ჯორჯ სმიტმა დატოვა, დღემდე ინარჩუნებს იმ ნიშას, რომელიც ორი საუკუნის წინ შეიქმნა. დღეს Glenlivet მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ვისკიდ მიიჩნევა და მისი პროდუქციის მიმოხილვებში უარყოფით შეფასებას თითქმის ვერსად შევხდებით. პირველი ერთალაოიანი ლიცენზირებული ვისკი – ეს მწარმოებლის სავიზიტო ნიშაა.
ბრენდი ცდილობს, თანამედროვე მიდგომებთან და ახალ ბრენდირებასთან ერთად, არ დაივიწყოს ის მნიშვნელოვანი მიდგომა, რამაც დასაწყისში ეს ვისკი გამორჩეულად აქცია. მაგალითად, თავად ჯორჯ სმიტის მიერ დაპროექტებული სპილენძის ჭურჭელი გამოხდის დროს ყველაზე დელიკატურ ეთერებს იჭერს, რომელიც შემდეგ უკვე მზა პროდუქტს მიმზიდველ არომატს ანიჭებს. ამას გარდა, 1860-იანი წლებისთვის Glenlivet ცნობილი იყო იმით, რომ აწარმოებდა სპირტს "ანანასის" ნოტით, რაც მტკიცებულებაა იმისა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა იმ დროს გავრცელებულ მძიმე და მკვრივ სტილებს. ის, რომ დღეს ვისკის ბევრი მოყვარულისთვის პირველ ადგილზე მსუბუქი და არომატული ნოტები დგას, სწორედ ამ მიდგომის დამსახურებაა – Glenlivet-მა შექმნა სტილი ვისკის დამზადებაში.
The Glenlivet – ვისკი, რომელიც ვისკის ისტორიის შექმნის ნაწილად იქცა
The Glenlivet ის ბრენდია, რომელმაც არა მხოლოდ საკუთარი იდენტობა, არამედ ზოგადად, ვისკის, როგორც პოპულარული სასმლის ნიშა შექმნა და მას პოპულარიზაცია გაუწია. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მოწინავე ადგილებზე გაამყაროს თავისი პოზიცია – საუკუნოვანი ისტორია, საკუთარი სტილი, პროდუქტის ასორტიმენტი, ბრენდინგი და, რაც ყველაზე მთავარია, თაობიდან თაობას გადაცემული მემკვიდრეობა. მან შოტლანდიაში შექმნა ერთგვარი ვისკის კუნძული, რომელმაც გზა გაუხსნა სხვა წარმოებებს და დღეს ეს ტერიტორია ვისკის დამზადების სავანედ ითვლება მსოფლიოში.
წყარო: მარკეტერი