Sponsored Content

Brunch by Gastronome – Gastronome Group-ის ახალი პროექტი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პრემიუმ მაღაზიებისა და რესტორნების ქსელი "გასტრონომი" 2019 წლიდან აქტიურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანი საქართველოში პრემიუმხარისხის კვების პროდუქტების მოხმარების კულტურის დამკვიდრება, გასტრონომიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა.

Brunch by Gastronome კომპანიის ახალი პროექტი და ქვებრენდია, რომელიც მომხმარებლებს ექსკლუზიურად "გასტრონომის" პროდუქციით შექმნილ Take awayმენიუს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ თითოეული მენიუ ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის საგულდაგულოდაა შერჩეული.

სხვადასხვა სახის სალათა, სენდვიჩები, პუდინგები, ცოცხალი ხილის წვენები, ვიტამინ-შოთები, არომატული ყავა, რომელიც სპეციალურად Specialty-ჯგუფიდანაა შერჩეული და La Marzocco-ს ყავის აპარატით მზადდება − ყველაფერი ეს შეგიძლია Brunch by Gastronome-ის მენიუში იხილოთ და დააგემოვნოთ.

ამ უნიკალური მენიუს შეძენა კი ამჟამად "გასტრონომის" სამ ფილიალშია შესაძლებელი: ბელიაშვილზე, ვაჟა-ფშაველასა და აბაშიძეზე. გარდა ამისა, პროდუქციის გამოძახება Wolt-ზეც შეგიძლიათ.

მისამართები:
ვაჟა-ფშაველას გამზ. 22
ი. აბაშიძის ქ. 65/67
ა. ბელიაშვილის ქ. 27