Sponsored Content

Chotto Matte და Beefbar - პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდის რესტორნები თბილისში, Central Park Towers-ში გაიხსნება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გასტრონომიული თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის, სადაც უნიკალურ კერძებს, საინტერესო გემოებსა და მრავალფეროვან კვების ობიექტებს შეხვდებით. 2025 წლიდან თბილისს პრემიუმ კლასის საერთაშორისო რესტორნებიც შეუერთდება - Chotto Matte-ი და Beefbar-ი მეგა რეზორტ Central Park Towers-ში განთავსდება. განსაკუთრებული კულინარიული თავგადასავლების შესაქმნელად, მხარეებს შორის ექსკლუზიურ შეთანხმებებს ხელი ლონდონსა და მონაკოში მოეწერა.

Central Park Towers-ი "ორბისა" და "ბლოკის" ერთობლივი პროექტია, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. სასტუმრო კომპლექსი მსოფლიოს წამყვან პრემიუმ კლასის ბრენდებსა და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებულ პენტჰაუსებს გააერთიანებს.

Beefbar

Beefbar მონაკოში შექმნილი ბრენდია, რომელიც უწყვეტად განაგრძობს განვითარებას საერთაშორისო მასშტაბით. სენ-ტროპეს, ნიუ-იორკის, მიკონოსის, მილანის, პარიზის, ჰონკონგისა და სხვა გამორჩეული ქალაქების შემდეგ, პირველად აღმოსავლეთ ევროპაში, თბილისში Beefbar-ის რესტორანი გაიხსნება.

ბრენდი, რომელიც გამოჩენისთანავე ჰიტად იქცა, ცნობილმა იტალიელ-ბრიტანელმა კრეატიულმა რესტორატორმა და პრემიალური ხორცპროდუქტების ექსკლუზიურმა იმპორტიორმა, რიკარდო ჟირაუდიმ დააარსა. უნიკალური კოსმოპოლიტური კონცეფციით, არაორდინალური საავტორო მენიუთი და გლამურული არქიტექტურული გადაწყვეტებით Beefbar-ი გასტრონომიული სამყაროს ტრადიციებს არღვევს და გურმანებს სრულიად ახალ შეგრძნებებსა და გამოცდილებებს სთავაზობს.

Beefbar-ი არ არის მხოლოდ რესტორანი, ეს არის ბრენდი, რომელიც რამდენიმე სახის კონცეფციას აერთიანებს. საქართველოში არსებული რესტორანი Le Petit Beefbar-ის კონცეფციით იმუშავებს, იგი რიკარდო ჟირაუდის შემოქმედების ნაყოფია, როგორც ბისტრო სამზარეულოს კოდების ხელახალი ინტერპრეტაცია, გარკვეული კოსმოპოლიტური და თანამედროვე შტრიხებით. Le Petit Beefbar-ი ძირითად აქცენტს სპეციალიზებულ ხორცზე აკეთებს, როგორიცაა Wagyu, Black Angus-ი და Kobe beef-ი, მენიუს ასევე ავსებს "ბრასერებით შთაგონებული რეცეპტები".

Beefbar-ი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გამორჩეულ, კომფორტულ და ელეგანტურ სარესტორნო სივრცეებს ქმნის უმაღლესი კლასის სასტუმროებში.

Chotto Matte − THE NIKKEI EXPERIENCE STARTS HERE

Chotto Matte-ის პირველი ფილიალი ლონდონში, სოჰოში ცნობილმა რესტორატორმა, კურტ ზდესარმა 2013 წელს გახსნა. მას შემდეგ რესტორანი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს წამყვან ქალაქებში. ლონდონის, სან ფრანცისკოს, მაიამისა და ტორონტოს შემდეგ Chotto Matte-ი სტუმრებს Central Park Towers-ში, რიგით მე-10 ლოკაციაზე უმასპინძლებს.

ბრენდის რესტორნებში წარმოდგენილია იაპონურ-პერუული ავთენტური სამზარეულოს საუკეთესო მიქსი - ნიკეი. რესტორნის ინოვაციური მენიუ ნიკეის სამზარეულოს ტრადიციებს აგრძელებს და ექსკლუზიურ საავტორო კერძებს გვთავაზობს, რომლებიც ჯანსაღი, ახალთახალი პროდუქტებით იქმნება. აღსანიშნავია, რომ იაპონურ-პერუულ სამზარეულოებს ძალიან რთული და კომპლექსური რეცეპტები აქვთ. შესაბამისად, მათი შექმნა ან გამეორება დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.

Chotto Matte-ი სასტუმრო კომპლექსის ბოლო ორ სართულზე 140 000 კვ.მ. ფართობზე განთავსდება, საიდანაც თბილისის 360-გრადუსიანი პანორამული ხედი გადაიშლება.

"Central Park Towers-ი საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში რევოლუციურ ცვლილებას მოახდენს და დანერგავს სრულიად ახალ სტანდარტს. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, რომ Chotto Matte-ი იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ტრანსფორმაციულ პროექტში", - აცხადებს Chotto Matte- დამფუძნებელი, კურტ ზდესარი.

სასტუმრო კომპლექსის 42-სართულიანი ნაგებობა ბრენდის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, შექმნან ვრცელი F&B შეთავაზებები სხვადასხვა საფასო კატეგორიითა და სამზარეულოთი. პროექტის ერთ-ერთი ხედვაა, ვიზიტორებს განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილება შესთავაზოს, რომელიც ხანგრძლივ მოგონებებს ტოვებს.

რა უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის Central Park Towers-ი რეგიონში?

საინტერესო კონცეფციისა და სერვისების შეთავაზებით, Central Park Towers-ი თბილისს მსოფლიოს წამყვანი ქალაქების - ლონდონის, პარიზისა და მილანის გვერდით დააყენებს.

მეგა რეზორტში დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu-ს გახსნა. გარდა ამისა, განთავსდება საქართველოში პირველი მაღალი კლასის ბრენდების სავაჭრო მოლი და ყველაზე დიდი კაზინო. ამავე სივრცეში იქნება ინტეგრირებული რეგიონში ყველაზე მასშტაბური ივენთ ჰოლი.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე უმასპინძლებს როგორც საქმიან, ისე სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს. კომპლექსში ასევე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი, პრემიუმ კლასის ღია და დახურული აუზებით და ესთეტიკური მედიცინის ცენტრით. Central Park Towers-ში თავმოყრილი იქნება Fine Dining-ის პრემიუმ რესტორნები. თაუერის ბოლო სართულზე კი განთავსდება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუსები.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მეგა რეზორტში არსებული საერთაშორისო ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს საინვესტიციო ნომრებიც შეიძინონ.