Get All Access for $5/mo

Competento - ქართული წარმოების პრემიუმ ხარისხის საკვები კომპანიონი ცხოველებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Competento ოთხფეხა მეგობრების განსხვავებული ჯიშებისთვის შექმნილი პრემიუმ ხარისხის საკვების ბრენდია, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე კვირაა რაც გამოჩნდა.

პროდუქტები კომპანია ნუტრიმაქსის მიერ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში მზადდება. კომპანიას ცხოველთა საკვების წარმოების 15-წლიანი გამოცდილება აქვს. საწარმო, რომელშიც კომპანიონი ცხოველებისთვის მშრალი საკვები იწარმოება, 2023 წელს გაიხსნა. მისი წლიური წარმადობა 25 000 ტონამდეა.

კომპანიონი ცხოველების მიმართულების ბრენდების ხელმძღვანელი, გიორგი გვასალია ამბობს, რომ Competento-ს გამოჩენამდე კომპანიამ მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო და გარდატეხაც მოახდინა საქართველოს ბაზარზე.

"დღეისათვის ბაზარზე Competento-ს გარდა კომპანიონი ცხოველებისთვის ნუტრიმაქსის 4 ბრენდია წარმოდგენილი - Winny, Simpo, Skippy, Franky. პროდუქტების ფართო ასორტიმენტი მორგებულია სხვადასხვა საჭიროების მქონე მომხმარებელზე.

ყოველთვიურად ჩვენ მიერ წარმოებული 350 ტონამდე ძაღლისა და კატის საკვები იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დაახლოებით 25 000 ძაღლი და 20 000 კატა ნუტრიმაქსის პროდუქტებით იკვებება".

კომპეტენტო პრემიუმ ხაზის ბრენდია, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითა და გამორჩეული გემოვნური თვისებებით. საკვები განკუთვნილია სხვადასხვა ზომისა და ასაკის ძაღლებისა და კატებისთვის და უმაღლესი სტანდარტების დაცვით იწარმოება.

პროდუქტების შექმნაზე 150-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი ზრუნავს. საკვები თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დაცვით მზადდება და ბაზარზე გამოჩენამდე ნუტრიმაქსის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში მკაცრ კონტროლს გადის.

კომპანიონი ცხოველის ყოლა უდიდესი პასუხისმგებლობაა და გადაწყვეტილების მიღებამდე დიდ დაფიქრებას მოითხოვს. უნდა გავიაზროთ, რომ ოჯახს ახალი წევრი ემატება და მის კეთილდღეობაზე ზრუნვას შესაბამისი დრო და ფინანსური რესურსი სჭირდება.

"სამწუხაროდ, მრავლადაა შემთხვევა, როდესაც შინაური ცხოველები გაუაზრებლად აჰყავთ ან სხვას ჩუქნიან. ეს ხშირად სრულდება იმით, რომ ადამიანებს მათთან ურთიერთობა ჰბეზრდებათ, ან ხვდებიან, რომ ამ პასუხისმგებლობისთვის მზად არ არიან და ცხოველებს გარეთ, ბედის ანაბარა ტოვებენ.

კომპეტენტოს გზა კომპანიონი ცხოველების მშობლების სწორი და კომპეტენტური ცოდნითა და ინფორმაციით მომარაგებაა, რაც მათ ოთხფეხა მეგობრების გააზრებულ სიყვარულსა და მათზე ისე ზრუნვაში დაეხმარება, მართლა როგორც საჭიროა".

კომპეტენტო სწორი შემეცნებითი კონტენტით, საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და აქტივობებით შეეცდება ცნობიერების დონის ამაღლებას, კომპეტენტური ცოდნის გავრცელებასა და ძაღლებისა და კატების მოვლაში ადამიანების დახმარებას.

კომპეტენტოს ვებგვერდი შემეცნებითი ინფორმაციით დატვირთული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არხია, რომელიც ადამიანებს კომპანიონ ცხოველებთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, გარდა ამ საშუალებისა, ვცდილობთ ინდუსტრიაში ჩართული სხვა რგოლებისა და არხების საშუალებითაც გავავრცელოთ სწორი ინფორმაცია და ადამიანებს კომპეტენტურ მშობლებად გადაქცევაში დავეხმაროთ.

საკვების მიმართულებით კომპეტენტო მშრალ საკვებში სხვა მოთხოვნადი პროდუქტების დამატებაზეც მუშაობს. ასორტიმენტის გამრავალფეროვნებისთვის სველი საკვების დამატებაც იგეგმება.

"როგორც ჩვენი სხვა ბრენდები, კომპეტენტოც სულ მალე ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე ქვეყანაში და როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე იარსებებს იმისთვის, რომ შინაური ცხოველების მშობლებს კომპანიონებზე სწორი ზრუნვა და სიყვარული ასწავლოს".

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?