ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და ბანკის მხარდაჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, სკოლიდან ერთმა მასწავლებელმა დაარეგისტრიროს სკოლა ამ ბმულზე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული მასწავლებელი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის კოორდინატორი გახდება.
სკოლების რეგისტრაცია 29 თებერვალს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
სკოლის დარეგისტრირების შემდეგ, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საკუთარი სკოლის მასწავლებლებისგან მიიღონ.
ოლიმპიადა რამდენიმე რაუნდად ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. სკოლის რაუნდს თბილისის სკოლები დაწერენ თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო რეგიონის სკოლები ადგილზე სკოლებში. ეროვნული ტური კი ყველა მონაწილესთვის ფიზიკურ ფორმატში გაიმართება თავისუფალ უნივერსიტეტში, რომელიც ოლიმპიადის მხარდამჭერია.
ოლიმპიადის ფარგლებში 10 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში საერთაშორისო რაუნდში ასპარეზობისთვის მოემზადებიან. წელს საერთაშორისო ტური საბერძნეთში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს პროექტში მონაწილე ქვეყნების გამარჯვებულები შეეჯიბრებიან.
"საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ფინანსურ განათლებას ენიჭება - გვინდა, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ამ სფეროთი დაინტერესებას, მათში ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებას და განვითარებას. ამიტომ, ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის მიერ ორგანიზებული ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერები ვართ. პირველად ოლიმპიადა შარშან გაიმართა, რომელშიც 200 სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, საერთაშორისო რაუნდში კი საქართველოს წარმომადგენლებმა ჯამური რეიტინგით 20 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილი დაიკავეს. რაც ახალბედა მონაწილისათვის ძალიან კარგი შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ წელს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ჩვენს საერთაშორისო რეიტინგს", - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია INEV-ის მანდატით და Economic Fundamentals Initiative-თან პარტნიორობით კეთდება.