Get All Access for $5/mo

ერთი ანტრეპრენერის დასვენების დღე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

დღეს კვირაა.

დილით მაინც ადრე გამეღვიძა.

რატომღაც, ფიქრი დავიწყე შეცდომებზე.

აუ, იმას ეს რატომ ვუთხარი.

ესე ხომ არ ჯობდა მოვქცეულიყავი?

აი ამას რატომ დავურეკე, იმისთვის დამერეკა…

რა ტყუილად ველაპრაკე ამას.

რისთვის შევხვდი იმას?

ეს მაინც არ გამოვიდა და რატომ ვქენი?

და ის რომ მინდოდა მექნა რატომ არ ვქენი?!

ეს რომ ეხლა ასე ვთქვი, იმან რა იფიქრა?

რაც ძალი და ღონე მქონდა ვხარშე მთელი კვირის მოვლენები გონებაში.

ნაშუდღევს დედაენის ბაღში შევიკრიბეთ მეგობრები.

ბავშვებით.

თინა ინტროვერტია. 4 წლის.

ჰმ, რა პრბლემაა.. ვუყვარვარ მე ინტროვერტებს. ვუთხარი ჩემი ''დეზებით'' მამამისს და თინას წეროების თამაში შევთავაზე.

არ ვიცი, მაგრამ მასწავლეო.

გეფიცებით ზუსტად ისე გამიხარდა, იმ წამს ნობელით რომ დავეჯილდოვებინე.

-თინა, აი ესე დაიჭირე ხელები, და მორიგეობით ვამბობთ, წეროები, მიფრინავენ, სად, შორს, რამდენი, რამდენსაც იტყვი, მერე ვითვლით და თუ ხელი ხელს ვერ მოხვა ესეიგი მოიგე.

მიდი აბა.. თინამ ხუთიო, ერთი, ორი სამი, ოთხი, და ხუთი, აი თინა წააგე.

მოდი, ეხლა ნამდვილი თამაშით ვითამაშოთ…

თინამ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.

-მამამისო! მოდი აქ, შემეშველე, შემეშალა… ღმერთო, ეს როგორ შემეშალაა…

-შეანსი აღარ გაქვს, შემდეგზე თუ არ ემახსოვრება კარგია. - მითხრა მამამისმა და ….

-ლამპიონები რატომ არ ინთება?

-7 საათზე აინთებაო კახამ…

-7 ზე რატომ? ზაფხულია?

-ასე რატომ ბნელა?

- ნუ გეშინიათ ბავშვებს, ლუკა, ელი, მეთი, სანდრო სად ხართ, აინთება მალე, ნახეთ ფანარები გვაქვს, ნახეთ რა მაგარია…

-აანთებს ეხლა ეს შუქს თუ ვაგინოთ გადახდილი გადასახადების ოდენობა?

-უხ ბიჭო არადა, აი რომ მახსენდება რაც მე ამ წელს გადასახადები ვიხადე, ხომ არის ღირსი ეხლა……

შევწუხდი.

ტაქსი გამოვიძახე და სახლში წამოვედი.

ყველა არ შემდგარი გარიგება მეპატარავება.

ყველა წარუმატებელი სვლა მეპატარება.

ყველა მარცხი მეპარატება.

ყველა მერი მეპატარავება.

მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, შემდეგ კვირაში შევძლებ ისე ცხოვრებას რომ ბავშვების მოსაწონი ვიყო?

და აი შენ, ჩვეულებრივმა მოქალაქემ, ბავშვებისთვის რა გააკეთე გასულ კვირას და რას გააკეთებ ამ კვირაში?

დღეს ხომ ორშაბათია?

თქვენი არ ვიცი და მე, მარტო იმით ვიძინებ და ვიღვიძებ - აბა, მე დღეს ვინ ბავშვს რა ვარგე?
მაკო ქავთარაძე

Spy Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე