GCMC-ის ორგანიზებით, 3 ნოემბერს ბათუმში სამშენებლო სექტორის B2B ღონისძიება გაიმართება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის (GCMC) ორგანიზებით, GIZ-სა და გერმანიის მთავრობის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო რუმსში, 3 ნოემბერს სამშენებლო სექტორის B2B ღონისძიება გაიმართება. მისი მიზანი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა, ადგილობრივი ბაზრის განვითარება და იმპორტდამოკიდებულების შემცირებაა.
ღონისძიება იმართება GNARE-ს (საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია) პარტნიორობით და FIABCI Georgia-სა და ICCA-ის მხარდაჭერით.
,,ჩვენი ქვეყანა სამშენებლო მასალების კუთხით დიდწილად იმპორტზე არის დამოკიდებული. თუმცა ბოლო პერიოდში წარმოების ხარისხი, მრავალფეროვნება და მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გვინდა, რომ იმპორტდამოკიდებულება ჩანაცვლდეს და ადგილობრივმა წარმოებამ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს სამშენებლო სექტორში.
ღონისძიება ხელს შეუწყობს ადგილობრივ წარმოებასა და სამშენებლო სექტორს შორის ბიზნეს კავშირების გამყარებას. კლასტერის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ გაყიდვების ხელშეწყობაა, როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ქვეყნის გარეთ და ეს B2B ღონისძიება სექტორს სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება. აჭარის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და საინტერესო მიმართულებაა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი პირველი B2B ღონისძიება ბათუმში ჩაგვეტარებინა." - აცხადებს GCMC-ის მენეჯერი მარიამ ცაიშვილი Entrepreneur-თან საუბრისას.
ღონისძიებაში მონაწილეობით დაინტერესებულ კომპანიებს (როგორც მასალების მწარმოებელ ასევე სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებს) ჯერ კიდევ შეუძლიათ მიმართონ ორგანიზატორებს მისამართზე: tsaishvilim@gmail.com და რეგისტრაციისთვის მიაწოდონ კომპანიის დასახელება და სფერო.
ფორუმი ორი ნაწილისგან შედგება:
I. სადისკუსიო პანელი - სამშენებლო დეველოპერული სექტორის/სამშენებლო მასალების წარმოების სექტორის მიმოხილვა და პროგნოზები.
II. კომპანიების პრეზენტაციები და B2B შეხვედრები მასალების მწარმოებლებსა და სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებს შორის.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ბანკი, GIZ, GNARE, ICCA, FIABCI Georgia, Entrepreneur, Business Insider Georgia, BMG, Prospect.