GITA-ს საგრანტო პროგრამის "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულები სამეგრელოს რეგიონში ცნობილია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულები სამეგრელოს რეგიონში გამოვლინდნენ. შვიდი გამარჯვებული პროექტიდან ორმა მოიპოვა 50 000 ლარი ჯიტასა და USAID-გან, ერთს 25 000 ლარს გადასცემს USAID, ხოლო დანარჩენ 4 სტარტაპს დააფინანსებს ჯიტა.
გამარჯვებული პროექტები:
Bnollar - სოციალური ქსელი NFT მარკეტფლეისისათვის, რომელიც მომხმარებელს დაიცავს თაღლითობისა და პირადი მონაცემების გასაჯაროებისგან და ამავდროულად განავითარებს NFT ინდუსტრიას.
Eye2Eye -Eye2Eye აპარატის მასიური წარმოება, რაც სტრაბიზმის ანუ სიელმის და ამბლიოპიის გლობალურ შემცირებას განაპირობებს.
ArgoFly - შესაძლებლობა ფერმერებისთვის, გაზარდონ მოსავლის ხარისხი და რაოდენობა აგრო-დრონების საშუალებით.
სფიქიზი - პროექტის მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს ინგლისური ენის შესწავლის სწრაფი და ეფექტური გზა ფონეტიკური მსგავსებისა და ინტერაქტიული სავარჯიშოების გამოყენებით.
ნილოსი - პროექტის მიზანია, შეიქმნას C2C ბიზნეს მოდელით მომუშავე ვებგვერდი და აპლიკაცია, რომელიც მისცემს მომხმარებელს წვდომას ნატურალურ პროდუქტებზე და ფერმერებს ხელს შეუწყობს ნატურალური პროდუქციის რეალიზებაში
ჩელა - ციფრული აგრომარკეტის მიზანია, გაამარტივოს აგროპროდუეტების მიწოდების ჯაჭვი, გახადოს პროდუქცია ხელმისაწვდომი და შეამციროს მიწოდების დაანხარჯები.
Nutri Genius - პროექტის მიზანია მოსახლეობის საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ზოგადი ნუტრიციოლოგიური პრინციპების გავრცელებითა და პერსონალიზირებული კვების რაციონის შეთავაზებით.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან თანამშრომლობით, საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს ზუგდიდის, წალენჯიხის, ონისა და მესტიის მუნიციპალიტეტებიდან ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დამატებითი რესურსები პროექტების განხორციელებისთვის.
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ითანამშრომლებს სამი სხვადასხვა მიმართულებით. ეს მიმართულებებია: 1) პრე-აქსელერაციის პროგრამები სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. 2) ტექნოლოგიური კვირეულები კასპში, გორში, მესტიასა და ზუგდიდში, 3) რეგიონალური საგრანტო პროგრამების კომპონენტი. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს და ადგილობრივ მეწარმეებს, შექმნან იდეიდან პროდუქტი, განახორციელონ სტარტაპ პროექტები, რაც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემების მოსახლეობას მიეცემა საშუალება, შეისწავლოს ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული წყაროების მოძიების მეთოდები და შექმნას დინამიური ცვლილებების მიმართ მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 15 მაისიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 15 მაისიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებებს აფასებდა კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით, შერჩეულმა
სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა: ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. "ფიჩინგს". საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე www.grants.gov.ge.