მულტიფუნქციური მეგაპროექტი - პირველი ცათამბჯენი და ყველაზე დიდი ეზო გლდანში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წლის ბოლოს ყველა განვლილ თვეებს აჯამებს. გადავხედავთ 12 თვის განმავლობაში ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს, ვფიქრობთ, რა გვასწავლა ამ წელმა და ამ გაკვეთილებით მომდევნო წლისთვის ვემზადებით.
თამარა კანთელაძე
Inn Development Gldani, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
Inn Development Gldani არის მასშტაბური პროექტი, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს გლდანში, ვეკუას 11დ ნომერში, 25 000 კვ. მ. ტერიტორიაზე. მას, ფაქტობრივად, რაიონში ცენტრალური მდებარეობა აქვს და, მაგალითად, ახმეტელის მეტროდან არის სულ რაღაც 2 წუთის სავალზე. პროექტი მოიცავს 4 საცხოვრებელ ბლოკს თავისი კომერციული შენობა-ნაგებობებითა და რეკრეაციული ზონით, რომელსაც ეთმობა 20 000 კვადრატული მეტრი სრული ფართობიდან.
მინდა ხაზი გავუსვა ეზოსა და რეკრეაციულ ნაწილს - გამწვანება, ბუნებასთან სიახლოვე თანამედროვე ცხოვრების სტილის გამო ხშირად გვაკლია ქალაქის მცხოვრებლებს. ამ პროექტში გათვალისწინებულია უმაღლესი სტანდარტებით მოწყობილი ზონა, სადაც იქნება ბილიკები, საბავშვო მოედნები, მოსასვენებელი კუთხეები. "ინ დეველოპმენტ გლდანის" ბინადრებს აღარ დასჭირდებათ გარშემო სკვერებისა თუ პარკების ძიება - ჩვენს პროექტში ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს იქნება გლდანში პირველი ცათამბჯენები - 32-სართულიანი კორპუსები. "ინ დეველოპმენტ გლდანზე" იმუშავა დავით გოგიჩაიშვილმა და მისმა არიქტექტურულმა გუნდმა - "ჰაუს არტის" პროექტი გახლავთ.
არის თანამედროვე ვიზუალის პროექტი, რომელიც 21-ე საუკუნის ადამიანის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებელ ადგილას ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი იყოს ხელმისაწვდომი და პროექტი სწორედ ამას სთავაზობს მომავალ ბინადრებს. პირველი ორი სართული დათმობილი იქნება კომერციული ფართებისთვის, სადაც იქნება ყველაფერი წარმოდგენილი, რაც შეიძლება ყოველდღიურობაში დაგვჭირდეს - ბანკები, მარკეტები, აფთიაქები და ა.შ. მნიშვნელოვანია პარკირების საკითხიც - პროექტში გათვალისწინებულია ორდონიანი მიწისქვეშა საპარკინგე ზონები.
ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქალაქის ამ ნაწილისთვისაც. გლდანში ეს პირველი ცათამბჯენების პროექტია და ამ უბნისთვის მსგავსი მასშტაბის პროექტი, ცხადია, ურბანული განვითარების თვალსაზრისითაც საინტერესოა. რაც მთავარია, მშენებლობა სრულად თანამედროვე სტანდარტებით მიმდინარეობს. პროექტი 2028 წლის ბოლოს სრულდება და არ მიმდინარეობს ეტაპობრივად - ყველა შენობაზე მუშაობა ერთიანად დაიწყო და ერთადაც ჩაბარდება.
მნიშვნელოვანი დეტალი არის პროექტის დაზღვევა. როცა იწყებ ამხელა მშენებლობას და გამოგაქვს გასაყიდად, მნიშვნელოვანია, გყავდეს პარტნიორი ბანკი. მთავარი გამოწვევა სწორედ ბანკის ჩართულობა იყო, რათა გასაყიდად უკვე დაზღვეული პროექტი გაგვეტანა. მოგეხსენებათ, უძრავი ქონების შეძენა თანხებთან არის დაკავშირებული და ადამიანი რომ იძენს ქონებას, უნდა იყოს მშვიდად და ჰქონდეს გარანტია, რომ მის მიერ გადახდილი თანხები არ დაიკარგება. ჩვენი პარტნიორი გახლავთ "საქართველოს ბანკი" და ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ, რომ სწორედ ეს ბანკი ყოფილიყო ჩვენი პარტნიორი.
ჩვენ მუდმივად ვხვეწთ გადახდის პირობებს. პროექტი 2028 წლის ბოლომდე გრძელდება, ამიტომ შიდა განვადების პერიოდიც ასე გვაქვს აღებული. ჩვენს მომხმარებელს არ სჭირდება პირველადი შენატანი - ჯამური თანხის 50%-ს ვანაწილებთ შიდა განვადების თვეებზე, ხოლო დანარჩენს ჩვენი მომავალი ბინადარი მისი არჩევანის მიხედვით გადაიხდის. ჩვენი მხრიდან პარტნიორი ბანკი მომავალ ბინადრებს გამარტივებულ ჩექინით სთავაზობს სესხებს.
ჯერჯერობით მხოლოდ ნახევარი წელი შეგვიძლია შევაფასოთ - გაყიდვები 2024 წლის ივნისში დავიწყეთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საოცრად აქტიური წელი იყო. მოსახლეობის მხრიდან მოლოდინი იყო ამ ლოკაციაზე და როგორც კი გაყიდვები დავიწყეთ, მომხმარებელს ჰქონდა სწრაფი რეაგირება და აქტივობა ძალიან მაღალი იყო. პროექტის ამოქმედებიდან 6 თვეში ბინების 45%, თითქმის ნახევარი, გაიყიდა. ვნახოთ, როგორი იქნება 2025 წელი - ჩვენ ძალიან დადებითი მოლოდინები გვაქვს. თუ ვიხელმძღვანელებთ არსებული სტატისტიკით, გვაქვს მოლოდინი, რომ პროექტი 2025 წლის ბოლომდე სრულად გაიყიდება და ჩვენი გეგმაც სწორედ ესაა.
პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი იმ ადამიანებს, ვინც ნდობა გამოგვიცხადეს და ჩვენთან შეიძინეს მათი მომავალი საცხოვრებელი. პოტენციურ მომხმარებელს კი ვურჩევდი, გააკეთონ დროული არჩევანი - პირველ რიგში, გაყიდვების ტემპიდან გამომდინარე. თანაც, უნდა გვახსოვდეს, რომ მშენებლობის საწყის ეტაპზე ღირებულება ყოველთვის უფრო ლოიალური და ხელმისაწვდომია, დასრულების შემდეგ კი იზრდება ხოლმე, დაახლოებით 15-30%-ით.
"ინ დეველოპმენტ გლდანი" იქნება პროექტი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე ადამიანის, ოჯახის საჭიროებებს. აქ ბინადრებს მათივე ეზოში, კორპუსშივე ექნებათ ყველა ის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რაც ყოველდღიურობაში შეიძლება დაგვჭირდეს - იქნება ეს ბანკი, აფთიაქი, სუპერმარკეტი თუ სხვა. გარდა ამისა, პროექტს აქვს უნიკალური მდებარეობა, ახლოსაა ყველა მნიშვნელოვან ობიექტთან - საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რაიონში მდებარე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან.