Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ილონ მასკი Neuralink-ის აღმასრულებელ შივონ ზილისისთან მესამე შვილის შეძენას ადასტურებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Bloomberg-ის ცნობების თანახმად, საზოგადოების ნაწილისგან მალულად, ილონ მასკს კიდევ ერთი შვილი მისი ერთ-ერთი კომპანიის, Neuralink-ის აღმასრულებელთან, შივონ ზილისისთან, მიმდინარე წლის დასაწყისში შეეძინა.

მილიარდერმა ინფორმაცია Page Six-თან უკვე დაადასტურა და გამოცემას განუცხადა, რომ ბავშვი საიდუმლო არ ყოფილა მათი ახლობლებისთვის.

"რაც შეეხება "ფარული მამის" სტატუსს, ეს ასევე მცდარია, - აღნიშნა მასკმა, - ყველა ჩვენმა მეგობარმა და ოჯახის წევრმა იცის ამის შესახებ. ის ფაქტი, რომ ინფორმაცია პრესრელიზში არ გამჟღავნებულა (რაც უცნაურიც კი იქნებოდა), არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფაქტი საიდუმლო იყო".

ილონ მასკს Neuralink-ის ხელმძღვანელთან 2021 წელს ტყუპი შეეძინა, რაც სასამართლო დოკუმენტებით მოწმდება. ცნობების თანახმად ირკვევა, რომ მასკმა და ზილისმა შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს, შვილებს მამის გვარი ჰქონოდათ, დედის გვარი კი მეორე სახელი ყოფილიყო მათთვის.

ჯერჯერობით გაურკვეველია, სულ რამდენი შვილი ჰყავს მასკს, მაგრამ ამ დროისთვის, საზოგადოება მის 12 შვილს იცნობს. ექვსი მათგანის დედა ავტორი ჯასტინ მასკია, სამი მათგანის - მუსიკოსი გრაიმსი, ხოლო დანარჩენი სამის კი - ზილისი.

მასკი ნეიროტექნოლოგიური კომპანია Neuralink-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. მასთან ერთად მილიარდერი სხვა ცნობილ ბრენდებსაც ფლობს, მათ შორისაა: ელექტრომანქანების მწარმოებელი კომპანია Tesla და კოსმოსური ხომალდების შემქმნელი კომპანია - SpaceX.

მასკის მეთორმეტე შვილის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც The Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, მილიარდერი, თავის ერთ-ერთი კომპანია SpaceX-ში, მისდამი დაქვემდებარებული ქალებისადმი არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულეს.

სასამართლო მოხსენებების თანახმად, SpaceX-ის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მასკი იმაში დაადანაშაულა, რომ მას არაერთხელ სთხოვდა შვილების გაჩენას. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც თანამშრომელმა უარი თქვა მასკის შეთავაზებაზე, საპასუხოდ მილიარდერმა ხელფასის გაზრდაზე უარი განუცხადა. გამოცემა იტყობინება, რომ თანამშრომელმა საბოლოოდ დატოვა კომპანია და სამსახურიდან წასვლის საკომპენსაციოდ 1 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.

წლების განმავლობაში მასკი საჯაროდ საუბრობდა თავის შეხედულებებზე შობადობის შემცირების რისკების შესახებ და ხშირად აღნიშნავდა, რომ ეს საკითხი ცივილიზაციის ყველაზე დიდ საფრთხედ მიაჩნია. მან საკუთარ მეგობრებსაც მოუწოდა, ჰყავდეთ უფრო მეტი შვილი. მას შემდეგ კი, რაც Business Insider-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ზილისთან ტყუპი შეეძინა, მასკმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა, რომ იგი ყველაფერს აკეთებს, რათა შობადობის კრიზისს დაეხმაროს.

აღსანიშნავია, რომ მასკი არ არის ერთადერთი მაგნატი ტექნოლოგიების სფეროში, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა სურს კაცობრიობის გადარჩენაში. მსგავსმა იდეოლოგიამ შეიპყრო რამდენიმე ძლევამოსილი ფიგურაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ შეუძლიათ, ე.წ. გენეტიკურად აღმატებული შთამომავლების წარმოქმნით წინააღმდეგობა გაუწიონ შობადობის შემცირების რისკებს.

ცნობისთვის, ზილისმა და მასკმა მედიის კომენტარს დაუყოვნებლივ არ უპასუხეს.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი