Get All Access for $5/mo

ილონ მასკი ადამიანების მთვარეზე გაგზავნას 2024 წლამდე გეგმავს მასკის SpaceX-ს სულ ცოტა დარჩა პილოტირებადი კოსმოსური ხომალდის - Starship-ის სუბორბიტალური ტესტირების დაწყებამდე

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გრძელდება მილიონერების რბოლა კოსმოსში და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა თავისი ქსელის მომხმარებლების შეკითხვას უპასუხა იმის თაობაზე, მზად იყო თუ არა მისი Starship ადამიანების მთვარეზე გადასაყვანად 2024 წლისთვის (სხვადასხვა შეფერხებების მიუხედავად).

"სავარაუდოდ, ეს უფრო ადრეც მოხდება", – უპასუხა ანტრეპრენერმა.

მასკის კომპანიას სულ უფრო ცოტა დრო რჩება Starship-ის სუბორბიტალური ტესტირების დაწყებამდე, კოსმოსური ხომალდი ობიექტებსა და ადამიანებს მთვარესა და მარსზე გადაიყვანს. მილიარდერმა Twitter- ზე ისიც დაპოსტა, რომ Starship-ის პირველი ორბიტული პლატფორმა "რამდენიმე კვირაში" უნდა ყოფილიყო მზად გასაფრენად, მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოების ნებართვას ელოდა.

უკან ვიყურები, კოსმოსურ ხომალდს, SN-8-ს ვიხსენებ და იმაზე ვფიქრობ, რამდენად დიდ პროგრესს მიაღწია SpaceX-მა! მოედანი თითქმის დასრულებულია და სულ მალე ზემძიმე რაკეტის და SN-20-ის ტესტირება დაიწყება, აღმაფრთოვანებელია იმის დანახვა თუ როგორ იქმნება ისტორია ასეთი სწრაფი ტემპით!

SpaceX თავისი Starship SN15-ის პროტოტიპით მაისში წარმატებით გაფრინდა და დაეშვა დედამიწაზე. ეს მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც მასკი კოსმოსური მისიების განხორციელებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მოხდა.

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

5 მანტრა თქვენი ცხოვრების მყისიერად გაუმჯობესებისთვის

ხშირად ჩვენს წარმატებას ჩვენი რწმენა, ღირებულებები და სიტყვები განსაზღვრავს. მაგრამ, რით უნდა დავიწყოთ? გთავაზობთ 5 მანტრას, რომლებიც მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის, თუ მათ ნამდვილად დაუჯერებთ და გამოიყენებთ