Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ინვესტიციის საუკეთესო შესაძლებლობა ბათუმში - არქის მულტიფუნქციური აპარტოტელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი ბათუმი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. ეს ზღვისპირა კურორტი ტურიზმის მიმართულებით ძალიან განვითარდა, ამას ხელი შეუწყო ინფრასტრუქტურის სრულყოფილად განვითარებამ და ბევრი საერთაშრისო ღონისძიების გამართვამაც. შედეგად ბათუმი საცხოვრებლად თუ დასასვენებლად პრესტიჟულ ქალაქად იქცა, უამრავი ადამიანი გადადის დედაქალაქიდან და უცხოელებიც ხშირად ირჩევენ საცხოვრებლად. დიდი მოთხოვნისა და საზოგადოებაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, გიამბოთ ევროპული სტანდარტის აპარტოტელის შესახებ, რომელსაც ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი ბათუმში რამადა ენკორთან პარტნიორობით აშენებს.

არქის მულტიფუნქციური და ევროპული სტანდარტის აპარტოტელი

არქი რამადა ბათუმი მულტიფუნქციური აპარტოტელია, რომელსაც ლიდერი დეველოპერული კომპანია პრესტიჟულ ზღვისპირა კურორტ ბათუმში, ზღვიდან 150 მეტრში აშენებს. არქის ბინები ბათუმში ამ აპარტოტელში სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდება. პროექტი ბათუმის საუკეთესო ადგილას, ახალ ბულვარში, ინასარიძის ქუჩაზე შენდება. არქი რამადა ბათუმში ბინის მეპატრონეებსა და დამსვენებლებს დახვდებათ აპარტამენტები ზღვის ულამაზესი ხედებითა და სრული კომფორტი. პროექტის მულტიფუნქციურობა მის სრულყოფილ ინფრასტრუქტურაში მდგომარეობს, რაც მოიცავს: ლობისა და კონსიერჟის მომსახურებას, მრავალფეროვან რესტორანს, ლაუნჯსა და ბარს, საკონფერენციო ოთახებს, საბავშო სივრცეს, სამორინეს, აუზს, ფიტნეს დარბაზსა და სპა ზონას, ავტოსადგომს. აპარტოტელის მაღალი ხარისხის გარანტი არის ისიც, რომ პროექტის მშენებლობაში არქის პარტნიორი საერთაშორისო კომპანია რამადა ენკორია ვინდჰემისგან.

არქი რამადა ბათუმი, როგორც საუკეთესო ინვესტიცია

არქი რამადა ბათუმი სრულყოფილი დასვენების გარდა ინვესტირების შესაძლებლობაა. არქი თავად უზრუნველყოფს აპარტამენტების გაქირავებას, რაც ნიშნავს, რომ ბინის მფლობელს დამატებითი შემოსავლის მისაღებად არ დასჭირდება დამქირავებლის მოძიება და გაქირავებაზე ზრუნვა. საქართველოს მოსახლეობაში არქი ნდობას ნამდვილად იმსახურებს, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ 20 აპრილს "დიდი ფასდაკლების დღეზე" მხოლოდ ერთ დღეში არქის ახალ პროექტში 150 ბინა გაიყიდა. ხოლო ვინდჰემთან პარტნიორობა აპარტოტელს ინვესტირებისთვის კიდევ უფრო იდეალურს ხდის, რადგან საერთაშორისო კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს და ტურისტები ენდობიან.

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ რამადა ენკორთან ვთანამშრომლობთ. რამადა ენკორი მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ქსელ ვინდჰემის ბრენდია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული ტურისტები დასასვენებლად არქი რამადა ბათუმს აირჩევენ. რამადას მსოფლიო მასშტაბით 900-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს და მისი სახელი მაღალ ხარისხთან, ბევრ წარმატებულ პროექტთან ასოცირდება. არქი კი ქართველ მომხმარებელში იწვევს ნდობას, ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი და რამადას გამოცდილებით ადგილობრივ თუ უცხოელ მომხმარებელს შევთავაზებთ ისეთ აპარტოტელს, რომელიც სრულყოფილად დასვენების და ინვესტირების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება". - არქის მარკეტინგის დირექტორი ელენე ბარათაშვილი.

როგორია არქი რამადა ბათუმში აპარტამენტის შეძენის პირობები

არქისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში აპარტამენტის შეძენა დასასვენებლად თუ ინვესტიციის გასაკეთებლად ყველასთვის შესაძლებელი და მარტივი გახადოს. არქი ბათუმში აპარტამენტის შეძენის მსურველებს გადახდის საუკეთესო პირობებს სთავაზობს: არანაირი პირველადი შენატანი, 12 წლამდე განვადება, მომხმარებელზე მორგებული გადახდის გრაფიკი. არქის პერსონალური მრჩევლები ყველა მომხმარებელს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და ყველანაირი ბიუროკრატიის გარეშე აპარტამენტის შეძენაში დაეხმარებიან. ხოლო მათ, ვისაც აპარტამენტის შეძენა ერთიანი გადახდით სურთ ლიდერი დეველოპერული კომპანია სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია