პირველად საქართველოში - "ვიანი" ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტს გამართავს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
14-15 ოქტომბერს "ვიანი" საქართველოში ჯანმრთელობაზე ზრუნვის პირველ სამიტს გამართავს. კომპანია, რომლის მისიაც ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის განვითარებაა თანამშრომლების, მომხმარებლების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საქართველოში ორდღიან ღონისძიებას უმასპინძლებს და ჯანმრთელობაზე ზრუნვით დაინტერესებულ პირებს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი სტრატეგიული პროექტები სწორედ მისიასთან თანხვედრაში იგეგმება, პირველი ასეთი პროექტი კი ჯანმრთელობაზე ზრუნვის სამიტი იქნება.
"სამიტი არის მრავალფეროვანი ღონისძიება, რომლის მთავარი დანიშნულებაც ფიზიკურ, მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა, რადგან სრულფასოვანი, სავსე ცხოვრებისთვის აუცილებელია ყოველდღიური, მარტივი ჩვევების ცვლილება", - ამბობენ "ვიანში".
ორი დღის განმავლობაში 1000-მდე მონაწილე აღნიშნულ სამიტზე ჯანმრთელობით დაინტერესებულ თანამოაზრეებს შეხვდება, ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობაზე ინოვაციურ ხედვებს მოისმენს; წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების სესიებს, პრეზენტაციებს, სამედიცინო კონფერენციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებსა თუ მასტერკლასებს დაესწრება და აღმოაჩენს უნიკალურ ინფორმაციას, რომელიც ჰარმონიული ყოველდღიურობის შექმნაში დაეხმარება.
2023 წელს სამიტი ორ ძირითად მიმართულებას გააერთიანებს - ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კეთილდღეობა და კლინიკური მედიცინა. ამ უკანასკნელის კონფერენციები დახურულ ფორმატში, მხოლოდ დარგის სპეციალისტებისთვის წარიმართება.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კეთილდღეობა — ამ მიმართულების ფარგლებში აქცენტები მენტალურ ჯანმრთელობაზე, ნუტრიციასა და სწორ კვებაზე, აქტიურ ცხოვრების წესსა და მის გავლენაზე გაკეთდება. პირველად ქართული აუდიტორიისთვის ონლაინლექციებს ჩაატარებენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები, როგორებიც არიან:
- ნეირომეცნიერი რობერტ საპოლსკი;
- ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერი მერი ჰელენ იმორდინო იანგი;
- Google [X]-ის ყოფილი CEO და ავტორი მო გაუდატი;
სამიტს ეწვევა ბუნებრივი ცხოვრების წესის ქოუჩი ტონი რიდლი. დამატებით, უცხოელ სპიკერებთან ერთად, სამიტზე შეხვდებით დარგის ადგილობრივ პროფესიონალებს.
რაც შეეხება კლინიკურ მედიცინას - კონფერენციის ეს ნაწილი თემატური სესიებით დაიყოფა - ონკოლოგიის, პედიატრიის, ინფექციის მართვის, ნეიროქირურგიისა და რეანიმატოლოგიის მიმართულებით. საქართველოს, ისრაელის, იაპონიის, შვეიცარიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბელგიის, რუმინეთის, სერბეთისა და ლიეტუვას წამყვანი ექსპერტები უახლეს სამედიცინო მიღწევებსა და ინოვაციებს გააცნობენ დამსწრე საზოგადოებას და სამუშაო შეხვედრებს გამართავენ დარგის სპეციალისტებთან.
სამიტს სტამბა და Rooms Hotels Lab უმასპინძლებენ. ღონისძიების გენერალური სპონსორი და მთავარი თანამოაზრეა Solo, ხოლო პარტნიორები არიან: USAID, M² და Imedi L.
სამიტზე მეტ ინფორმაციას იხილავთ აქ https://bit.ly/3PpyRW8
ბილეთების შესაძენად მიჰყევით ბმულს http://tkt.ge/VianHealthcareSummit