Get All Access for $5/mo

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად "ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნუცა სურგულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა, ფრანგმა შეფმა, გაბრიელ მაგუბმა, "ბალანსი" იმ ადამიანებისთვის შექმნეს, ვისაც ქაოცურ ყოველდღიურობასა და გადატვირთულ სამუშაო გრაფიკში ჯანსაღ კვებაზე ზრუნვისთვის დრო არ რჩებათ. სახელიც სწორედ აქედან გამომდინარე შეარჩიეს - მათი სტარტაპი ადამიანებს ბალანსის დაცვაში ეხმარება.

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული და გათვლილია იმაზე, რომ ადამიანმა საჭირო რაოდენობის ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთიერებები მიიღოს.

"ეს არის კვების რაციონი, რომელიც ჩვენი სხეულისთვის საჭირო ნივთიერებებს შეიცავს, დათვლილია კალორაჟი და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობასთან ერთად, ძალიან სასარგებლოა დიეტების დროს. ასეთ პერიოდში, როგორც წესი, ორგანიზმი იფიტება და კარგავს მინერალებს, "ბალანსის" რაციონი კი სწორედ ამ ვიტამინების თუ მინერალების დღიურ დოზას შეიცავს", - ამბობს ნუცა სურგულაძე.

Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, რომ თავის დროზე ამ ბიზნესის წამოწყება საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო და თავადაც აცნობიერებდა, რომ რისკზეც კი მიდიოდა. ნუცას თქმით, ამ ყველაფერს ნებისმიერი სახის ბიზნესსაქმიანობა მოიცავს. თუმცა მისგან, როგორც ყველანაირად გამოუცდელი სტარტაპერისგან, "ბალანსის" დაწყება კიდევ უფრო მეტ სიმამაცეს მოითხოვდა.

"ვფიქრობ, რომ ღირდა იმ რისკად, იმ ყველა გათენებულ ღამედ, რა შედეგიც მიიღო საბოლოოდ "ბალანსმა" მომცა წელიწად-ნახევრის შემდეგ".

ნუცა იხსენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც დადგა, ულუფების მომზადება იყო. "ბალანსის" ყოველდღიური რაციონები დილის რვა საათზე იგზავნება ადრესატებთან - ეს კი ნიშნავს, რომ საკვები დილით, ძალიან ადრე უნდა გამზადდეს.

თავდაპირველი გრაფიკით ნუცა და მისი ბიზნესპარტნიორი ყოველდღე გვიანობამდე მუშაობდნენ, შემდეგ კი დილის 4 საათზე მეორე დღისთვის იწყებდნენ მზადებას. მსგავსი რეჟიმი კი ძალიან დამღლელი იყო. ნუცა ამბობს, რომ დროის მენეჯმენტი გამოცდილებასთან ერთად მოვიდა - ახლა უფრო ადრე თავისუფლდებიან ყოველდღიურად და დილასაც შედარებით მოგვიანებით, 6 საათზე იწყებენ მუშაობას.

"ბალანსზე" მუშაობს 15-მდე ადამიანი, მაგრამ მალე ახალ ფილიალს ვხსნით და დასაქმებულთა რიცხვიც გაორმაგდება", - გვიყვება ნუცა სურგულაძე.

პირადი გამოცდილებით დამწყებ ანტრეპრენერებსა და მენეჯერებს ურჩევს, რომ მომხმარებელთან ყოველთვის ღია და პირადი კომუნიკაცია ჰქონდეთ, რათა ყველა დეტალი, მათი უკუკავშირი მაქსიმალურად სწორად გაიგონ.

ნუცა ამბობს, რომ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს მისი ბიზნესის თითოეული რგოლი. როგორც გვიხსნის, მისთვის წარმოუდგენელიც კია, რომელიმე ასპექტში ვერ ერკვეოდეს და წარმოებაში რაიმე გაუგებარი იყოს.

"ჩემთვის თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ასპექტში ვყოფილიყავი გარკვეული, იქნებოდა ეს ბუღალტერია, სამზარეულო, მიტანის სერვისი, ტექნოლოგიები თუ პროგრამები. აბსოლუტურად ყველაფერი თავადაც ვისწავლე. ახლაც, მაგალითად, ყავის დამზადებას ვსწავლობ. მჯერა, რომ შენი გუნდის თითოეული წევრისთვის უნდა შეგეძლოს იმის სწვალება, რასაც შემდეგ მისგან ელი", - ამბობს ნუცა.

"ბალანსის" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მთავარი, რაც ნებისმიერ და მათ შორის, მის გუნდს ყოველდღიურ მოტივციას აძლევს, არის მომხმარებელი და მის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. ნუცას თქმით, ის თავადაც ყოველთვის 100%-ით არის ჩართული საქმეში და ეს მისი გუნდისთვის ერთგვარი სიგნალია, რომ დანებების დრო არ არის.

სამომავლო გეგმებში, პირველ რიგში, გაფართოება შედის. აქამდე კომპანია მხოლოდ მიტანის სერვისს სთავაზობდა დაინტერესებულ პირებს. თუმცა მალე "ბალანსი" პირველ ფილიალს ხსნის. სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ჭავჭავაძის გამზირზე, 22 ნომერში მდებარე ობიექტი მალე უმასპინძლებს მომხმარებლებს.

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

Business News

რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი დამაჯერებელი იყოთ, ვიდრე დიდი იდეა გქონდეთ

ბევრ ანტრეპრენერს შესანიშნავი იდეები აქვს, მაგრამ მხოლოდ წარმატებულებმა იციან, როგორ გაყიდონ ისინი