Sponsored Content

კრიპტო ბირჟა WhiteBIT-მა თავისი ბლოკჩეინი გამოუშვა WhiteBIT-მა თავისი ბლოკჩეინი - WB Network გაუშვა, რაც კომპანიის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ამა წლის აგვისტოში, კრიპტო ბირჟა WhiteBIT-მა თავისი ბლოკჩეინი - WB Network გაუშვა, რაც კომპანიის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია. პროექტის მიზანი საზოგადოებაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიმღებლობის უფრო მეტად გაზრდაა. ახალი ქსელის გამოშვება მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის უპირატესობებს, მათ შორის: სწრაფ კრიპტო ტრანზაქციებს , შემცირებულ საკომისიოებსა და სრულად გამჭვირვალე ეკოსისტემაში ინოვაციურ ფუნქციონალებს სთავაზობს.

WhiteBIT-ის ეკოსისტემის განვითარებაში WB Network უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს. კომპანიის გუნდი აქტიურად მიჰყვება განვითარების ერთწლიან გეგმას, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა, ჯერ ბირჟის ტოკენი - WhiteBIT ტოკენი (WBT) გამოუშვეს, ჩაატარეს ქსელის testnet და retrodrop, საბოლოოდ კი შექმნეს WB Network ბლოკჩეინი.

პროექტის უმთავრესი მიზანი რეალურ ეკონომიკაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის აქტიურად ინტეგრაციაა. ამ მიზნის მისაღწევად, WhiteBIT-ის გუნდმა არაერთი წამახალისებელი პროგრამა შექმნა, მათ შორის, საკომისიოებისა და პრიზების განაწილების სისტემა, ამბიციური პროექტებისთვის გრანტების მოპოვების შესაძლებლობა და მრავალი სხვა.

სატესტო ქსელისა და retrodrop-ის (ბლოკჩეინის დატესტვისთვის მომხმარებლების დაჯილდოების სისტემა) არსებობამ WB Network-ის განვითარებაში ქომუნითის როლს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. Retrodrop-ის ფარგლებში, მომხმარებლებს Zealy-ის პლატფორმაზე სხვადასხვა დავალებები უნდა შეესრულებინათ. ამასთან, პრიზების გადაცემისას ყურადღება მიექცა ბირჟაზე ანგარიშის აქტივობებს, მაგალითად, WhiteBIT-ის პროდუქტების გამოყენებას, ანგარიშის ხანდაზმულობას, მიღებულ NFT-ებს და რა თქმა უნდა, დაჰოლდილი WBT-ების რაოდენობას. მონაწილეებს შორის 100 000 WBT განაწილდა. ამ დროისათვის, მომხმარებლებს თავიანთი პრიზების მიღება უკვე შეუძლიათ.

ახლადშექმნილი ბლოკჩეინი Proof-of-Authority (PoA) კონსენსუსის ალგორითმზე მუშაობს. PoA-ის მიხედვით, ბლოკების შექმნისას ვალიდატორების როლს სანდო ნოდები ასრულებენ, რაც ინფრასტრუქტურის სტაბილურობისა და დაცულობის გარანტია. WB Network აგებულია Geth-ზე (Go-Ethereum), ხოლო მისი ბლოკჩეინის ქოინი WhiteBIT ქოინია (WBT). რადგანაც აქტივს უკვე თავისი ბლოკჩეინი აქვს, ამიერიდან მისი დასახელება - "ტოკენი" ქოინით შეიცვლება. WB Network-მა, ბლოკჩეინის გაშვებამდე, წამყვანი კიბერუსაფრთხოების კომპანიის - Hacken-ის აუდიტი წარმატებით გაიარა.

WB Network-ის გაშვებასთან ერთად, მომხმარებლებს მისი ახალი ფუნქციონალებით სარგებლობის შესაძლებლობაც მიეცათ. მათ შორისაა WB Soul ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებლებს, პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე, ბლოკჩეინზე თავიანთი იდენტობის "შექმნის" საშუალებას სთავაზობს. ამისთვის, Soul ატრიბუტებისა და Soulbound ტოკენების (SBT) გამოყენებაა საჭირო. თითოეული SBT კონკრეტულ მისამართსაა მიმაგრებული, ამიტომაც, მათი გადატანა ან გაყიდვა შეუძლებელია. შესაბამისად, ტოკენები WB Soul-თან დაკავშირებულ უნიკალურ მიღწევებსა და სტატუსს ასახავენ.

WB Soul ეკოსისტემა მომხმარებლებს სხვადასხვა ინიციატივებს სთავაზობს. მაგალითად, SoulDrop, რომელიც ახალი ბლოკჩეინით დაინტერესებულ ადამიანებს კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. SoulDrop - WB Network-ის საკომისიოსა და ფონდის გადანაწილების პროგრამაა. ამ მიზნით შეიქმნა სმარტ კონტრაქტი, რომელიც Soul-ზე იმ მომხმარებლების ჯილდოებს დააგროვებს, რომლებიც WBT-ს ჰოლდავენ.

ამ და სხვა პროგრამების განსახორციელებლად, Tron-ის ქსელზე განთავსებული WBT-ების ნაწილი დავწვით და სანაცვლოდ, იმავე რაოდენობის აქტივები WB Network-ზე დავმინთეთ. აღნიშნულ პროცესზე მეტი დეტალის გასაგებად გაეცანით WB Network Whitepaper-ს.

WhiteBIT ქოინის ფლობის უპირატესობები ამით არ სრულდება. ბირჟის ვებ-გვერდზე უკვე WhiteBIT Launchpad-ის დამაანონსებელი გვერდიც გამოჩნდა. აქ შესაბამისი დონის WBT-ების ჰოლდერებს, შესაძლებლობა აქვთ, ბაზარზე შემოსვლამდე, ახალ კრიპტო პროექტებს გაეცნონ, მიიღონ მონაწილეობა ბირჟაზე მათი დალისთვისა და შეძენის პროცესში.

ვოლოდიმირ ნოსოვი, WhiteBIT-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს: "ბირჟის შექმნის დღიდან შევთანხმდით, რომ ნებისმიერ დასახულ მიზანს უმაღლეს დონეზე შევასრულებდით. ოთხი წლის შემდეგ კი შევქმენით ჩვენი ბლოკჩეინი - WB Network, რომელიც წარმატებით გაეშვა. გუნდის იდეა იყო რომ ამბიციური ბლოკჩეინის დეველოპერებისთვისა და კრიპტო ენთუზიასტებისთვის შეგვექმნა მდგრადი ინფრასტრუქტურა, რომელიც კრიპტო ქომუნითის საუკეთესო სერვისებს მიაწვდიდა და ახალი იდეების განხორციელებას შეუწყობდა ხელს. WhiteBIT-ის მომხმარებლებისთვის ეს არის ბირჟის გამოყენებისა და დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიებთან ურთიერთობის ახალი შესაძლებლობა. ჩვენთვის კი, ეს ყველაფერი, უფრო მეტად ფართომასშტაბიანი პროდუქტებისა და სერვისების შექმნის გზაა."

WB Network-ის შექმნა WhiteBIT-ისა და მთელი კრიპტო ქომუნითისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. იგი დაბალანსებული და თავსებადი ეკოსისტემაა, რომელიც ახალი ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას დაუდებს სათავეს.

WhiteBIT ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟაა, რომელიც 2018 წელს, უკრაინაში დაარსდა. დღესდღეობით, კომპანია 1000-ზე მეტ სპეციალისტს აერთიანებს. აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი საშუალო დღიური სავაჭრო მოცულობა 2.5 მლრდ. აშშ დოლარს აღემატება. ბირჟას, ამჟამად, მსოფლიო მასშტაბით, 4 მლნ.-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. კომპანია უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, საფეხბურთო კლუბ ბარსელონას, Lifecell-ის, FACEIT-ისა და უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტის "კიევ-მოჰილა აკადემიის" პარტნიორია. WhiteBIT-ის მიზანი საზოგადოებაში, მსოფლიო მასშტაბით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიმღებლობის გაზრდაა.