კროკობეთი ჰაიდენჰაიმის რეგიონალური პარტნიორია!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იტალიურ კლუბ ნაპოლისთან წარმატებული პარტნიორობის შემდეგ, კომპანია კროკობეთი ევროპის ტოპ ჩემპიონატის კიდევ ერთ საფეხბურთო კლუბთან იწყებს თანამშრომლობას.

ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმში ტრანსფერი და ბუნდესლიგაში თამაში კიდევ ერთი სასიხარულო და მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ფეხბურთისთვის.

კროკობეთი, როგორც ქართული სპორტის და ქართველი სპორტსმენების მხარდამჭერი, გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ ჰაიდენჰაიმის რეგიონალური სპონსორი გახდა და მომავალი წლების განმავლობაში გუნდთან ერთად უამრავ საინტერესო პროექტსა და სიახლეზე იმუშავებს. სპორტული პორტალი Croco.ge, რომელიც გერმანული კლუბის მედია პარტნიორი იქნება საქართველოში, გულშემატკივარს საინტერესო და ექსკლუზიურ მასალას შესთავაზებს.

გერმანულ კლუბთან თანამშრომლობა კროკობეთისთვის ნაპოლისთან წარმატებული გამოცდილების გაგრძელებაა.

კროკობეთი წლების განმავლობაში არაერთი ქართული სპორტული გუნდისა და სპორტსმენის სპონსორი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჰაიდენჰაიმთან გაფორმებული ხელშეკრულებით კი ეს ტრადიცია გრძელდება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი