Mambu სფეის ინთერნეიშენალთან წარმატებული თანამშრომლობის ქეისს აქვეყნებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საერთაშორისო ფინტექ კომპანია, Mambu სფეის ინტერნეიშენალთან თანამშრომლობის შესახებ ქეისს აქვეყნებს, რაც იმას ნიშნავს რომ ეს პარტნიორობა განსაკუთრებული წარმატება იყო ორივე კომპანიისთვის. Mambu ბანკებს, ფინტექებს და სხვა ფინანსურ ოგანიზაციებს ღრუბლოვან სისტემაზე (cloud based) დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. სფეის ინთერნეიშენალის ციფრული საბანკო პლატფორმა საქართველოსა და უზბეკეთში სრულად გადავიდა Mambu-ს სერვისზე.
ამ ინოვაციის დანერგვით სფეის ინთერნეიშენალი უფრო სწრაფად, მაქსიმალური დაცვით და ეფექტურად ემსახურება მომხმარებლებს ორივე ქვეყანაში.
სფეისი 2018 წლიდან საქართველოში, ხოლო 2020 წლიდან უზბეკეთში, თიბისი უზბეკეთის სახელით ქმნის ციფრულ ბანკს და უკვე 3 მილიონამდე მომხმარებლს ფარავს. უზბეკეთში ოპერირების დაწყებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, გუნდს შეექმნა არსებულ საბანკო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. ის არ იყო მორგებული API მიდგომაზე, არ ჰქონდა მოქნილობა პრუდუქტის კონფიგურაციებთან და შესაბამისად ართულებდა პროცესს.
სფეის ინთერნეიშენალისთვის Mambu-ზე მიგრაციის მთავარი მიზანი სტაბილურობის მიღწევა, პლატფორმის ტექნოლოგიური გაუმჯობესება, მოქნილობის გაზრდა და შეფერხების მინიმუმამდე დაყვანა იყო. მომხმარებლების სწრაფ ზრდასთან და პროდუქტის განვითარებასთან ერთად გამოწყვევა საბანკო სისტემა იყო რომელიც გუნდს შესაძლებლობას მისცემდა უწყვეტად მიეწოდებინა მომხმარებლებისთვის სერვისი. ასევე, მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და უზბეკეთის საბანკო პლატფორმების ერთიან სისტემაში მოქცევა და ერთიანი ტექნოლოგიით მართვა.
"ტექნოლოგიური გადაწყვეტის შერჩევის შემდეგ, მთავარ გამოწვევა მონაცემთა მიგრაციასთან იყო დაკავშირებული, რაც ძირითადად დიდ რესურსს მოითხოვს და შეფერხების საფრთხეს ზრდის. თუმცა სფეის ინთერნეიშენალის გუნდმა მოიფიქრა გამოსავალი, რომელმაც საშაუალება მოგვცა დაგვენერგა ღრუბლოვანი სისტემა და დაგვემიგრირებინა მონაცემები უმოკლედ დროში. მიუხედავად იმისა, რომ გადასვლის პროცესისთვის მზადებას სამი თვე დასჭირდა პროცესმა ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩაიარა" ამბობს სფეის ინთერნეიშენალის CPO გიორგი კაპანაძე.
"გარდა მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა, ღრუბლოვან სისტემაზე გადასვლამ გააუმჯობესა პროდუქტის განვითარების პროცესი და სფეის ინთერნეიშენალის გუნდს შესაძლებლობა მისცა შეექმნა თანმიმდევრული და სწრაფად მასშტაბირებადი სერვისები ორივე ქვეყანაში." - ნიკა ქურდიანი, სფეის ინთერნეიშენალის გენერეალური დირექტორი.
სფეის ინთერნეიშენალი თიბისი ჯგუფის შვილობილი ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ციფრულ ბანკს ქმნის საქართველოსა და უზბეკეთში თიბისი უზბეკეთის ბრენდის ქვეშ. ის წარმოდგენილია მხოლოდ აპლიკაციის სახით და არ აქვს ტრადიცული ფილიალები.
სფეის ინთერნეიშენალის გუნდი ყოველდღიურად მუშაობს და ავითარებს აპლიკაციას, ცენტრალურად საქართველოდან. საბანკო პლატფორმა მომხმარებელს საცალო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის სესხებს, შემნახველ პროდუქტს და გადახდის ბარათებს სთავაზობს.
Mambu არის გერმანული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომლის სათაო ოფისიც ამსტერდამშია. ის მომხმარებელებს სრულად ღრუბლოვან თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილ საბანკო სისტემას (core banking system) სთავაზობს. Mambu 250-ზე მეტი მომხმარებლით 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მისი პარტნიორების სიაში არიან ნეობანკები მაგალითად Solarisbank და N26, ასევე დიდი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Banco Santander და Check24.