Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წარმატებული და პასუხისმგებლიანი ანგელოზ ინვესტირების ხელშეწყობა 1999 წლიდან EBAN-ის იდენტობას განსაზღვრავს და ჩვენი ყოველი ნაბიჯი სწორედ ამ მისიის შესრულებას ემსახურება. ჩვენი ასოციაციის მთავარი ღირებულება საინვესტიციო და სამეწარმეო ეკოსისტემაში მრავალფეროვნების წახალისებაა.
უახლესი პანევროპული ანგარიში ცხადყოფს, რომ მიუხედავად მუდმივი ძალისხმევისა, ევროპაში, ანგელოზ ინვესტირებაში ქალების პროცენტული წილი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დაახლოებით, 10%-ზეა სტაგნირებული. მიუხედავად იმისა, რომ ქალების მართული სტარტაპები წარმატების უფრო მაღალ მაჩვენებელს ავლენენ, ისინი მაინც წარმოადგენენ მთლიანი საინვესტიციო კაპიტალის მხოლოდ 1%-ს.
იმის გათვალისწინებით, რომ გენდერულად დაბალანსებული საზოგადოების უპირატესობებს არაერთი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს და გენდერული თანასწორობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ერთ-ერთს წარმოადგენს, EBAN იღებს ვალდებულებას, ქალების წარმომადგენლობა ჩვენს ეკოსისტემაში გასამმაგდეს. ამისთვის ანგელოზ საინვესტიციო საზოგადოებას მოვუწოდებთ, გადადგან ნაბიჯები შემდეგი სამი მიმართულებით:
ევროპაში ქალ ანგელოზ ინვესტორთა რიცხვის 3-ჯერ გაზრდა
ჩვენ ვიმუშავებთ ბიზნეს ანგელოზების ქსელებთან ევროპის მასშტაბით, რათა ქალი წევრების საშუალო მაჩვენებელმა 2030 წლისთვის 30%-ს მიაღწიოს. მხარს დავუჭერთ, შთავაგონებთ, გავაძლიერებთ და ცნობიერებას გავუზრდით ჩვენს ქსელებსა და წევრებს მეტი ინკლუზიურობის მისაღწევად და გავაერთიანებთ ძალებს არსებულ ინიციატივებთან, რათა მივწვდეთ უფრო ფართო საზოგადოებასაც.
ინვესტიციების რაოდენობის გაზრდა ქალ მეწარმეებში
ჩვენ მოვუწოდებთ ცალკეულ ანგელოზებსა და მთლიანად ადრეული ეტაპის საინვესტიციო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ გენდერულად მეტად დაბალანსებული, მდგრადი და ინოვაციური პორტფელების შექმნას, 2030 წლისთვის თავიანთი კაპიტალის მინიმუმ 30%-ის ინვესტირებით ქალთა მიერ მართულ სტარტაპებში.
ქალ მეწარმეებში მეტ ინვესტირებას შეუძლია მოიტანოს დამატებითი სარგებელი და მისცეს მეტი შესაძლებლობა მომავალი თაობის ქალ ბიზნეს ანგელოზებს.
ბორდებში ქალების რაოდენობის გაზრდა
EBAN-ს ქალის ხელმძღვანელობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და მის საბჭოშიც ქალები საშუალოზე მაღალიპროცენტულობით არიან წარმოდგენილები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას საკუთარ ორგანიზაციაში, გავაძლიერებთ ჩვენს წევრებს, რომ მათაც გაზარდონ ინკლუზიურობის მაჩვენებელი და შთავაგონებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ გაზარდონ გენდერული მრავალფეროვნება საკუთარ პორტფელებში, კომპანიების საბჭოებსა და სტრატეგიულ კომიტეტებში.
ამ მანიფესტით, EBAN იღებს ინიციატივას, შექმნას გენდერულად ინკლუზიური ევროპული საინვესტიციო და ინოვაციების ეკოსისტემა, რაც მას უფრო ძლიერს, ჯანსაღს, სამართლიანსა და მდგრადს გახდის.
ვიწვევთ ორგანიზაციებს ჩვენს ქსელსა და მის ფარგლებს გარეთ, რომ შემოგვიერთდნენ ამ უმნიშვნელოვანეს წამოწყებაში: მოაწერეთ ხელი ამ მანიფესტს, რათა გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა და მზაობა, რომ შეიტანთ მნიშვნელოვან ცვლილებებს თქვენს ორგანიზაციასა და საზოგადოებაში ყველა ჩვენგანის სასიკეთოდ:
"Axel-ი, მთელი მისი გუნდით, სრულად იზიარებს EBAN-ის ხედვებს გენდერულად ინკლუზიური საინვესტიციო და ინოვაციური ეკოსისტემების შესახებ. საქართველოში, სფეროს განვითარებასთან ერთად, იმატებს ქალ დამფუძნებელთა რაოდენობა კომპანიებში, ქალ ინვესტორთა რაოდენობა - ქსელებში, ქალთა რაოდენობა კომპანიათა საბჭოებში. ამ პროცესს, ბუნებრივია, სჭირდება წახალისება ჩვენი მსგავსი ორგანიზაციების მხრიდან. სწორედ ამის შედეგებს ვხედავთ Axel-ში ყოველდღიურად - იზრდება ქალის მიერ მართული სტარტაპების მომართვიანობა, ჩვენს ყოველთვიურ საინვესტიციო შეხვედრებზე იმატებს როგორც ქალ დამფუძნებელთა, ისე ქალ ინვესტორთა რიცხვი." - ირო ცაგარეიშვილი, აქსელის მმართველი დირექტორი.
Driving successful and responsible angel investing has been at the heart of EBAN's identity since 1999, a mission we try to serve with every action. As a core value of our association, we promote diversity within the investment and entrepreneurship ecosystem.
The most recent pan European report indicates that in spite of ongoing efforts, the percentage of women in Europe within the angel investment asset class has been stagnant at about 10% over the last decade. Despite the demonstrated higher success rate of women led startups, these still represent around 1% of the overall capital invested.
Supported by scientific research which shows the benefits of a more gender inclusive community and considering the fact that Gender Equality is one of the 17 United Nations Sustainable Development Goals, EBAN commits to triple the representation of women in our ecosystem by calling on the angel investment community to act in these three areas:
Increasing the number of women angel investors in Europe by 3x
We will work with Business Angel Networks across Europe to reach an average of 30% women network members by 2030. We will support, inspire, empower, and educate our networks and members for more inclusivity while also joining forces with existing initiatives to leverage the efforts within the larger community.
Increasing the number of investments in Female Entrepreneurs
We encourage individual angels and the entire early-stage investment community to pledge their support to build more gender-balanced, more resilient, and more innovative portfolios by investing at least 30% of their capital into female-led startups by 2030. Investing more in women entrepreneurs has the additional benefit of enabling the next generation of women business angels.
Increasing the number of Women on Boards
EBAN has a long history of female leadership and an above-average number of women holding board positions. We will continue on this path for our own organisation, empower our members in their commitment to increase inclusion, and inspire our community to increase gender diversity in the boards and strategic committees of their portfolio companies.
With this Manifesto, EBAN is taking the lead in creating a gender inclusive European early-stage investment and innovation ecosystem, thus making it stronger, healthier, more prosperous, more equitable, and more sustainable.
We invite organisations within our network and beyond to join this crucial endeavour: Sign this Manifesto here to show your support and pledge to make considerable changes within your own organisation and community to the benefit of us all
"At Axel, along with our entire team, we fully share EBAN's vision of gender-inclusive investment and innovation ecosystems. In Georgia, along with the development of the field, the number of female founders in companies, the number of female investors - in networks, and the number of women in company boards is increasing. We believe that this process needs encouragement from organizations like ours. And we see the results of this every day at Axel - the number of female-led startups is increasing, the number of both female founders and female investors is increasing at our monthly investment meetings and we are proud of that." - Iro Tsagareishvili, Managing Director of Axel.