მეგაფასდაკლებები და მეგაპრიზები "კარფურში" ფრანგული ბრენდი საქართველოში ოპერირების მე-12 წელს აღნიშნავს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"კარფურის" ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია "მაჯიდ ალ ფუტაიმი" წარმოადგენს, ქვეყანაში ოპერირების მე-12 წელს აღნიშნავს. ჩვენ საშუალება მოგვეცა, "კარფურ საქართველოს" გენერალურ დირექტორს, ჟერომ აკელს, გავსაუბრებოდით.
"კარფურის" იუბილე
12 წლის იუბილესთან დაკავშირებით "კარფური" საქართველოში სადღესასწაულო ღონისძიებების სერიას მასპინძლობს.
"მოხარულები ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენს მომხმარებლებთან ერთად აღვნიშნავთ.
საიუბილეო ზეიმის აღსანიშნავად, 60%-მდე ფასდაკლება ათასზე მეტი სახეობის პროდუქტზე იმოქმედებს, მათ შორის საკვებზე, ელექტრონიკასა და საყოფაცხოვრებო საქონელზე. ეს არის ჩვენი გზა, გამოვხატოთ მადლიერება იმ ერთგული მხარდაჭერისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მივიღეთ.
ასევე, ვათამაშებთ 12 ავტომობილს - Kia Stonic-ს, ყველა მომხმარებელს ყოველ 50 ლარის შენაძენზე თითო ბილეთი და მოგების შანსი გადაეცემა. გამარჯვებულები 5 და 19 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით გამოვლინდებიან", - აღნიშნავს აკელი.
როგორც აკელი ამბობს, ერთთვიანი ზეიმი სპეციალურ აქციებსა და სიურპრიზებსაც მოიცავს.
"გვაქვს ექსკლუზიური შეთავაზებები და, ამასთანავე, ბევრი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი. დეტალები ეტაპობრივად გახდება ცნობილი ჩვენი სოციალური მედიის არხებით. ერთგულ მომხმარებლებს მოვუწოდებთ, თვალყური გვადევნონ".
წარმატების 12 წელი
Carrefour Georgia-ს 12 წლის იუბილესთან ერთად, აკელმა კომპანიის განვითარებაზეც ისაუბრა.
"ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოში "კარფური" მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ადგილობრივ ეკონომიკასთან ჩვენს ადაპტაციას ასახავს და ადგილობრივი საზოგადოების წინაშე ჩვენს ერთგულებას გამოხატავს.
ჩვენ გავაფართოეთ ქსელი საკვანძო ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი და სხვა. ეს გაფართოება ასახავს ჩვენს ვალდებულებას, მოვემსახუროთ მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და რეგიონულ საჭიროებებს მოვერგოთ. ამ მიმართულებით ზრდის გაგრძელებას სამომავლოდაც ვაპირებთ".
Back to School კამპანია
საიუბილეო ზეიმის დაწყებამდე, Carrefour Georgia-მ Back to School კამპანია განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, სასკოლოდ ყველა პროდუქტის შეძენა ერთ სივრცეში იყო შესაძლებელი. გარდა ფასდაკლებებისა, კამპანის მსვლელობისას "კარფურის" პატარა მომხმარებლებისთვის ჭადრაკისა და ხატვის ჩემპიონატებიც გაიმართა. კამპანია ბავშვების დაჯილდოებით დაგვირგვინდა.
გაფართოება და შესაძლებლობები
მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღის აღნიშვნის მიუხედავად, Carrefour Georgia არ აპირებს გაჩერებას და აგრძელებს აქტიურ მუშაობას სამომავლო ზრდისთვის.
"რეგიონებში გაფართოების შესაძლებლობებს მუდმივად ვეძებთ. ჩვენი მიზანია, არსებული მოთხოვნილების საპასუხოდ საქართველოს მასშტაბით სერვისებისა და შეთავაზებების მიწოდება გავზარდოთ".
გზა ფრენჩაიზინგისკენ
Carrefour-ის ფრენჩაიზის გახსნით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიას ვებსაიტზე მიმართონ. აკელი Carrefour-ის ბრენდის ღირებულებებსა და კომერციულ სტრატეგიასთან შესაბამისობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
"პოტენციურ ადგილებსა და ფრენჩაიზებს ყურადღებით ვაფასებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ინვესტირებისა და წარმატებისთვის ისინი ჩვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ".
Carrefour Georgia-სთვის მნიშვნელოვანია, ანტრეპრენერი, რომელთანაც ითანამშრომლებს, მოტივირებული და წარმატებაზე ორიენტირებული ინდივიდი იყოს. საკუთარი ხედვა სხვა კომპანიებსა და თავის თანამშრომლებს გაუზიაროს.
აღსანიშნავია, რომ Carrefour Georgia პარტნიორ ფრენჩაიზს ფართო და ყოვლისმომცველი ტრენინგებითა და ოპერაციული მხარდაჭერით ყველა ეტაპზე უზრუნველყოს.
"მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ფრენჩაიზის პარტნიორებთან, რათა მათ საჭირო დახმარება შევთავაზოთ და წარმატების მიღწევაში ხელი შევუწყოთ. ეს მოიცავს წვდომას ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტზე, სარეკლამო მასალებზე, მუდმივ კომერციულ და ოპერაციულ მხარდაჭერაზე".
მომავლის ხედვა
ინტერვიუს ბოლოს ჟერომ აკელი Carrefour Georgia-ს პოზიციას გამოხატავს.
"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ 12 წლის განმავლობაში გვაჩვენეს".
ამასთანავე, მომავალზე საუბრისას იგი ხაზს უსვამს ახალი კადრების მუდმივ საჭიროებას. კომპანია მზადაა, განვითარების საშუალება მისცეს არა მარტო მოქმედ თანამშრომლებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საცალო ვაჭრობის მიმართულებით მუშაობა ან ბიზნესის განვითარება აინტერესებს".