"მეტრო ჰოლდინგის" ერთ-ერთმა შვილობილმა კომპანიამ პენიტენციურ დაწესებულებას საჩუქრები გადასცა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სოციალური პასუხსიმგებლობის ფარგლებში "მეტრო ჰოლდინგის" ერთ-ერთმა
შვილობილმა კომპანიამ პენიტენციურ დაწესებულებას საჩუქრად
გადასცა ჩოგბურთის მაგიდები და საჭადრაკო დაფები. ჰოლდინგი ხაზს უზვამს მისი დამფუძნებლის გალიფ ოზთურქის წვლილს მოცემულ საქველმოქმედო
ღონისძიებაში, რომლის ინიციატორიც თავად გახლდათ. აღნიშნული აქტივობის
მიზანია პენიტენციური დაწესებულებების ბენეფიციარებისთვის ჯანსაღი
ცხოვრების წესის სტიმულირება და მათი ყოველდღიურობის გამრავალფეროვნება.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი ტიპის ღონისძიება კიდევ
არაერთხელ განხორციელდება. მეტიც, ჰოლდინგის მხრიდან, სამომავლოდ
დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების ფონდის
გამდიდრებაში ხელშეწყობა.