Microsoft-ის წლის პარტნიორ კომპანია SMART business Georgia-თან მუშაობის უპირატესობები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეისათვის სწრაფ და მუდმივად განვითარებად ბიზნეს გარემოში ტექნოლოგია წარმატების აუცილებელი კომპონენტია. ბიზნესის სპეციფიკიდან და ინდუსტრიიდან გამომდინარე ტექნოლოგიური მოთხოვნები სხვადასხვაა - ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები, მონაცემთა ანალიტიკა ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება. დამოუკიდებლად მუშაობის, უამრავი დროისა და ენერგიის დახარჯვის ნაცვლად შეგიძლიათ გამოცდილ პარტნიორს მიმართოთ, რომელიც თქვენს უნიკალურ საჭიროებას შესაბამის გადაწყვეტილებას მოარგებს და მისი განხორციელების გზებსაც შემოგთავაზებთ.
სწორედ ასეთი კომპანიაა Microsoft-ის მრავალწლიანი პარტნიორი საქართველოში SMART business Georgia, რომელთან თანამშრომლობაც მრავალ უპირატესობას გთავაზობთ.
ექსპერტიზა და გამოცდილება
SMART business-ს აქვს 15 წლიანი გამოცდილება უმაღლესი დონის სერვისის უმოკლეს დროში უზრუნველყოფისთვის. კომპანიაში მუშაობს Microsoft-ის სერტიფიცირებული 314 პროფესიონალი, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს გაციფრულების სხვადასხვა ტიპის პროექტები 750 მომხმარებლისთვის მსოფლიოს 65 ქვეყანაში.
უახლესი გადაწყვეტილებები
თქვენი ორგანიზაციის პროდუქტიულობის ზრდისთვის Microsoft-ის 2023 წლის პარტნიორი SMART business Georgia გთავაზობთ უახლეს გადაწტვეტილებებს, რომლებიც გაამარტივებს პროცესებს და მოიპოვებს უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში. მათ შორისაა:
SMART Accounting - საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ბიზნესის წარმოებისთვის SMART business Georgia-ს გუნდმა შექმნა Microsoft Dynamics 365-ის სისტემის ლოკალიზაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად დანერგოთ სისტემის ფინანსური მოდულები, სრულყოფილად განახორციელოთ ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო აღრიცხვის ამოცანები, გაითვალისწინოთ საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტები, დაბეგვრის სპეციფიკა და დაარეგულიროთ ბეჭდვითი ფორმების რეგლამენტის უზრუნველყოფის პაკეტი ქართულ ენაზე. სისტემა თავის მხრივ ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის პორტალთან- rs.ge-თან.
SMART Payroll - Microsoft Dynamics 365 Business Central-ის ბაზაზე არსებული HR და სახელფასო აღრიცხვის გადაწყვეტილება სრულად ადაპტირებულია ადგილობრივ საგადასახადო კოდექსთან.
SMART CRM - კომპლექსური პლატფორმა გაყიდვებისთვის B2B, B2C, მარკეტინგის და მომხმარებელთა მომსახურების სეგმენტებში, რომელიც გაძლერებულია Microsoft Power Platform-ით.
SMART WMS - კომპლექსური გადაწყვეტილება საწყობის პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციისთვის, რომელიც დაფუძნებულია Microsoft Dynamics 365 Business Central-ზე.
Demand Forecast - მანქანური სწავლების და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე დაფუძნებული მოთხოვნის პროგნოზის სისტემა.
პერსონალიზებული გადაწყვეტილებები
თუ მზა გადაწვეტილება ვერ პასუხობს თქვენს ბიზნეს მოთხოვნებს, SMART business Georgia-ს დახმარებით შესაძლებელია მზა გადაწყვეტილების პერსონალიზაცია.
უწყვეტი მხარდაჭერა
კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება იმპლემენტაციით. SMART business Georgia დაგეხმარებათ შეიმუშაოთ როუდმეფი თქვენი IT ინიციატივებისთვის, რაც უზრუნველყოფს, ტექნოლოგიური ინვესტიციების თანხვედრას თქვენს გრძელვადიან ბიზნეს მიზნებთან. მუდმივი მხარდაჭერა, თქვენი IT სისტემების შეუფერხებლად მუშაობა,
ხარვეზების მინიმუმამდე დაყვანა და ნებისმიერი პრობლემის დაუყონებლივ მოგვარება, იმსახურებს მომხმარებელთა კმაყოფილებას, რაც კომპანიის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
თუ გსურთ Microsoft-ის ტექნოლოგიების მაქსიმალური პოტენციალით გამოყენება, დაუკავშირდით SMART business Georgia-ს.