მსოფლიოს წამყვანი ციფრული ხელოვნების ცენტრების შემდეგ, საქართველოში - Golden Tulip Design Tbilisi მარკო დე ანჯელისის NFT ნამუშევრების ექსპოზიციას მასპინძლობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi, ლობიში არსებულ ციფრული ხელოვნების სივრცეში ცნობილი იტალიელი არტისტის მარკო დე ანჯელისის ექსპოზიციას მასპინძლობს.

Golden Tulip Design Tbilisi პირველი ადგილია საქართველოში, სადაც NFT ხელოვნების სივრცე მოეწყო. სასტუმროში 2022 წლიდან არაერთი ქართველი და უცხოელი არტისტის გამოფენა გაიმართა.

მარკო დე ანჯელისის ნამუშევრები შექმნილია ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ფერწერის ტექნიკის დახმარებით. ნამუშევრები გამოიფინა მსოფლიოს წამყვან ციფრული ხელოვნების სივრცეებში: ლისაბონში, პარიზში, სეულში და ნიუ იორკში.

Golden Tulip Design Tbilisi-ში წარმოდგენილი კოლექცია ფოკუსირებულია მბზინავი მატერიის კონცეფციაზე, რომელიც განსხვავებული მნიშვნელობით არის გამოსახული სხვადასხვა ნამუშევარზე. კოლექციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ქუდის ელემენტს, რაც ოთხმოციანი წლების მოდის ფოტოგრაფიის ტრენდებითაა შთაგონებული.

"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიოს წამყვანი ციფრული ხელოვნების ცენტრების შემდეგ, კოლექციას Golden Tulip Design Tbilisi-ში ვმასპინძლობთ. როგორც იცით, ჩვენი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო სტუმარმასპინძლობის სექტორში ინოვაციური მიდგომებითა და ულტრათანამედროვე სიახლეებით შემოვიდა. სწორედ ამ კონცეფციის გაგრძელებაა ციფრული ხელოვნების გალერიაც. გვიხარია, რომ პროექტ Street Gallery-თან თანამშრომლობით, ჩვენს სტუმრებს მუდმივად საინტერესო ექსპოზიციების ნახვის საშუალებას ვაძლევთ" - აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი ელენე ოთარაშვილი.

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს

Business News

"თუ საჭიროა, იტირე, შემდეგ გაიღიმე. წინ წადი, იყავი შეუპოვარი"

როჯერ ფედერერის სიტყვა დარტმუთის კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე