Get All Access for $5/mo

მთვრალი იუბილარივით ფუტურისტული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ჩემს მეგობარს კარგი განათლება აქვს მიღებული ამერიკაში. სამსახურშიც კარგ თანამდებობას იკავებს და რადგან მარტოხელა დედაა, გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესი ეცადა იმ ეგიდით, რომ შვილთან გასატარებლად მეტი დრო მოეგო ცხოვრებისგან.

ბაგებში ამ კოხტა სილამაზის სალონის გახსნისა და სტარტის პროცესში მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც მოტივატორი და გულშემატკივარი.

ამასობაში, დროც გავიდა, მაგრამ ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული პროგნოზი არ მოხდა.

არადა სალონი პრიალა, მასალა ხარისხიანი, ხელოსნები პროფესიონალი, ლოკაცია საუკეთესო, მარკეტინგი ზედმიწევნით კარგად შესრულებული, ციფრებიც საგულდაგულოდ დათვლილი…. ''ჰმ, იქნებ რამე ისეთი გამომრჩა'' - გავიფიქრე და გადავწყვიტე უფრო სიღრმისეული კვლევა ჩამეტარებინა ამ მიმართულებით და სალონ-სალონ სიარული ჩავიგეგმე კალენდარში.

გუშინ ბარნოვზე კი ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ სილამაზის სალონში ესეთი ამბავი მოვისმინე:

გაგანია 90-იანებში ატენელებს სამასი დოლარი უსესხებიათ ვიღაც ამერიკელისგან. ახალგაზრდა ჯეკი რაღაც მომენტში მიმხვდარა რომ ეგ ბიჭები ფულის დაბრუნებას არც აპირებდნენ და მთაწმინდელი კრიმინალური ავტორიტეტის შვილისთვის მიუმართავს დასახმარებლად. ისიც გაჰყოლია ჯეკს მევალე ატენელებთან და თანხა სრულად, იქვე დაუბრუნებია ლამაზად.

ისეთი დრო იყო, რა კაფე, რის რესტორანი და ამ დრამის კეთილად დასასრულის აღსანიშნავად, სანდროს ჯეკი სახლში დაუპატიჟებია.

მისაღებ ოთახში შესვლისთანავე გადარეულა ჯეკი ემოციებით: - ეს ბაბუაჩემის ფოტო, ვინ დაკიდაო ასეთ საპატივცემულო ადგილას?!

ეს შენი ჯეკი, ნამდვილი კარლო გამბინოს შვილიშვილი არ აღმოჩნდა?

მალე სანდრო ჯულიარდის უნივერსიტეტში წავიდა სასწავლებლად და ასე გაგრძელდა მეგრული გვარის მთაწმინდელი კრიმინალისა და წარმოშობით სიცილიელი ნიუ-იორკის ხუთეულში შემავალი მაფიის კლანის მეგობრობა.

თუ სილამაზის სალონის გახსნას გეგმავთ, ჩემს რჩევას დაუჯერეთ - დღეს ყველა კონკურენციას უგებს ის, სადაც ყველაზე საინტერესო ამბებს ჰყვებიან.

მე კი როგორც ქალების მხარდამჭერი, ყოველ შაბათს, ბაგებში მოვყვები ნამდვილ ისტორიებს….

ესეა ანტრეპრენერის ცხოვრება, ხანდახან უსაშველო ხევი ისეთმა მარტივმა რამემ შეიძლება გარდაქმნას ნათებად.

მაკო ქავთარაძე

Spy Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე