NOX Architecture & Design შექმნიდან ერთი წლის თავზე გაფართოებას გეგმავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

არქიტექტურული საპროექტო კომპანია NOX Architecture & Design უკვე ერთი წელია მომხმარებელს არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ქალაქგეგმარების სრულ სერვისს სთავაზობს, თუმცა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე საპროექტო მომსახურებასთან ერთად სამშენებლო მომსახურების სრული სერვისიც არის, რაც რა თქმა უნდა ერთიანობაში უნიკალურ არქიტექტურულ გამოცდილებას ქმნის.

შექმნის დღიდან კომპანიის შიდა სტრუქტურა მაქსიმალურად მომხმარებლის კმაყოფილებასა და მათთან სწორ,მუდმივ კომუნიკაციაზეა დამყარებული,შესაბამისად პროექტირების ყველა ეტაპი გამჭვირვალე და ხელშესახებია დამკვეთისთვის.

NOX Architecture & Design თანადამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი დათა კაპანაძე გვიყვება კომპანიის საქმიანობის,გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

დათა გვიამბეთ, როგორი იყო პირველი ნაბიჯები და როგორია "ნოქსის" მუშაობის ფილოსოფია?

ზუსტად ერთი წლის წინ დავიწყეთ ჩვენი საყვარელი საქმის კეთება ნოქსის სახელით და იმ დღიდან მივყვებით ფილოსოფიას, რომ ისევე როგორც ყველა სხვა პროფესიაში ჩვენს პროფესიაშიც გადამწყვეტია განსაკუთრებული სიყვარულით იმუშაო ყველა პროექტზე და ბუნებრივია ამას ახლავს გულწრფელობაც, ეს გულწრფელობა კი საბოლოო შედეგზე ყოველთვის აისახება ხოლმე. ამას ჩვენი გამოცდილებაც ადასტურებს, იმდენად რამდენაც არქიტექტურა შემოქმედებითი პროცესია,მოითხოვს ასევე სიზუსტეს,ორმხრივ ურთიერთობას დამკვეთსა და არქიტექტორს შორის და ბუნებრივია საბოლოოდ ჩვენ ვდგებით იმ მოცემულობის წინაშე, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი მართლაც სასიამოვნო და სიახლეებით სავსე ხდება და თითქმის ყველა დამკვეთს აქვს სურვილი, რომ მშენებლობის ეტაპიც ჩვენთან გააგრძელოს. აქ რამდენიმე ფაქტორი ერთვება, პირველი ის, რომ ჩვენთვის ეს ნდობა უდიდესი მოტივაციაა და მეორე იმიტომ, რომ პროექტზე მუშაობის პროცესში იმდენად გიყვარდება ყველა ნამუშევარი, რომ განსაკუთრებით კრიტიკული ხდები მშენებლობის პროცესში,რადგან შენც, ისევე როგორც დამკვეთს, გინდა ზუსტად ის გამოვიდეს რაშიც მთელი ენერგია და სიყვარული ჩადეთ,ალბათ ეს ის შემთხვევაა, როცა კრიტიკული დამოკიდებულება და პერფექციონიზმი დადებით გავლენებს ქმნის ჩვენს სფეროში.

სერვისების შესახებ, რომ გვიამბოთ რა მომსახურებას სთავაზობთ დამკვეთს?

ჩვენი პროფესია საკმაოდ კომპლექსურია და სერვისის ნაწილში, არ ვმოქმედებთ სტანდარტულად,მაქსიმალურად ყურადღებით ვუსმენთ დამკვეთს და ვცდილობთ მისი წარმოდგენები სწორად ვთარგმნოთ,მივაწოდოთ ყველა სახის ინფორმაცია რაც მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში პროცესი ესმოდეს და ეს მოიცავს, არა მხოლოდ პროექტირებას,არამედ იწყება მიწის შეძენიდან, რადგან სწორედ ამ სივრცეზეა ყველა შემდეგი ნაბიჯი დამოკიდებული, სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ სივრცე არქიტექტურის სახელმძღვანელოა.

არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი და ქალაქგეგმარების სრული სერვისი ეს არის ძირითადი მიმართულები რასაც NOX Architecture & Design სთავაზობს დამკვეთს,თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენთან ერთ-ერთი მოთხოვნადი სერვისი პროექტირების შემდეგ მშენებლობის დაგეგმვა და შესრულებაა ,რაც კომფორტის გარდა ჩვენც და დამკვეთსაც გვაახლოებს საბოლოო მიზანთან,რომ ჩვენი ნამუშევრები რეალობად ვაქციოთ.

არქიტექტურისა და დიზაინის სინთეზური მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, გარდა ამისა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადგილობრივი და მდგრადი მასალები პრიორიტეტად ვაქციოთ,რადგან ჩვენი დაკვირვებით ეს დადებით გამოცდილებას აყალიბებს და ხანგრძლივი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, რასაც ვემსახურებით და რაც ვფიქრობთ რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა,პრივილეგიასთან ერთად.

რომ გაგვიზიაროთ რა ტიპის პროექტები გაქვთ პორტფელში და რა არის თქვენი სამომავლო გეგმები

ჯერ კიდევ დასაწყისის ეტაპზე ვართ, თუმცა ამ ერთი წლის მანძილზე საკმაოდ საინტერესო პროექტებზე ვიმუშავეთ,როგორც ინდივიდუალურ და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, ისე სასტუმროებსა და საზოგადოებრივ სივრცეებზე. მოთხოვნაც შესაბამისად იზრდება, გაფართოების ინიციატივაც ასე გაჩნდა და რა თქმა უნდა ჩვენს სამომავლო სამუშაო სივრცეზეც NOX Architecture & Design-ის გუნდი უკვე მუშაობს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია