ოტო მოტორსი FC TEAM-თან თანამშრომლობით, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით AI ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პირველად საქართველოში, ოტო მოტორსი FC TEAM-თან თანამშრომლობით, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით AI ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს, რაც მომხმარებლის კონსულტაციის გაწევის და გაყიდვების პროცესის ავტომატიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის შედეგად, საცალო მომხმარებლების მომსახურების პროცესში არსებული შეცდომები მინიმუმამდე შემცირდება.
FC TEAM პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს ბიზნეს ოპერაციების გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.
"ავტო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების შემდგომ, მივხვდით, რომ უდიდესი ადამიანური რესურსი იხარჯება როგორც დისტანციური არხებით, ასევე შოურუმში კონსულტაციისას. ყოველი მოთხოვნის დამუშავების დროს თანამშრომელს უწევს ერთი და იგივე პროცესების გავლა, რაც მომხარებლისთვის რეაგირების დროის გაზრდას და ლოდინის გახანგრძლივებას იწვევს. ოტო მოტორსი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, შესაბამისად დადგა აუცილებლობა, რომ გამარტივდეს განმეორებითი ამოცანები, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი საჭირო ინფორმაციას უსწრაფესად და ადამიანური შეცდომისგან დაზღვევით მიიღებს. მეორე მხრივ კი თანამშრომლებს საშუალება ექნებათ ფოკუსირება მოახდინონ უფრო რთულ საკითხებზე, რომლებიც ადამიანურ გამოცდილებას საჭიროებენ. AI ტექნოლოგიის დანერგვით, ოტო მოტორსი მიზნად ისახავს რუტინული ინტერაქციის ავტომატიზაციას, რისი საშუალებითაც მომსახურების სფეროში სრულიად ახალ სიტყვას იტყვის. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ რადიკალურად შეცვლის მომხმარებლის გამოცდილებას, არამედ ოპტიმირებული რესურსებით კომპანიას საშუალებას მისცემს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაწიოს.
AI ტექნოლოგია ყოველდღიურად ცვლის მსოფლიოში მომსახურების სფეროს დღის წესრიგს და მისი საქართველოში დანერგვა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი ბიზნესებისთვის
ოტო მოტორსი იქნება პირველი ქართული კომპანია, რომელიც FC TEAM-თან თანამშრომლობით ხელოვნურ ინტელექტს დანერგავს, რაც დაეხმარება პოზიციონირდეს როგორც ლიდერი ტექნოლოგიურ ინოვაციებში ქვეყნის შიგნით და იმედი გვაქვს შთააგონებს სხვა ბიზნესებსაც გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი მათ ოპერაციებში." - აცხადებენ კომპანიაში.