პირველი ცათამბჯენი და ყველაზე დიდი ეზო გლდანში, ახალი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი "გლდანი ინნ"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, გლდანში მულტიფუნქციური კომპლექსი, "გლდანი ინნ"-ი შენდება. "ინნ დეველოპმენტის" ინოვაციური პროექტი ურბანულ ცენტრში, "სითი მოლი გლდანის" გვერდით, ი.ვეკუას 11გ-ში მდებარეობს. გლდანი ინნ-ი კომერციულ, საოფისე და 4 საცხოვრებელ შენობას აერთიანებს. მათგან ყველაზე მაღალი 34 სართულიანია და რაიონში პირველი ცათამბჯენის პრეცედენტია.
2 ჰექტარზე გათვლილი რეკრეაციული ზონა ქმნის ყველაზე დიდ ეზოს გლდანში და მობინადრეებს ცხოვრების, პრემიუმ კლასის პირობებს ჰპირდება. ფუნქციური სივრცე მოიცავს გამწვანებულ ეზოს, ველო და სასეირნო ბილიკებს, სპორტულ მოედანს, ბავშვთა გასართობ, მოსასვენებელ, სოციალურ და მოზრდილთა რეკრეაციულ სივრცეებს.
მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მდებარეობა აქტიური ცხოვრების, კულტურის, კომერციის შერწყმის ადგილია და განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის მათთვის, ვისაც ერთ სივრეში სურს ყველა სახის მომსახურების მიღება. ასევე, თითოეულ მობინადრეს აქვს პრივილეგია, ეზოდან გაუსვლელად ისარგებლოს "სითი მოლის" ყველა ბენეფიტით. ადვილად ხელმისაწვდომია ყველა სახის ტრანსპორტი. კომპლექსიდან 150 მეტრში მდებარეობს მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი"
"გლდანი ინნ" გამოირჩევა პრაქტიკული გეგმარებით და აერთიანებს ერთ, ორ და სამსაძინებლიან ბინებს. ყოველი ბინა მზიანია, რომლიდანაც ქალაქზე, პანორამული პეიზაჟები იშლება. სადარბაზო მოიცავს ლობის ტიპის მისაღებს, თითოეულ ბლოკში გათვალისწინებულია მიწისქვეშა საპარკინგე ზონა.
ყველა ეს დეტალი, ერთად, ქმნის კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე ცხოვრების ყველა პირობას რაიონის ცენტრში.
"გლდანი ინნის" ბინადრებს ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდებათ, პროექტის მშენებლობა კი 2028 წელს დასრულდება.
-----------------------------------------------------------------------------
https://www.facebook.com/gldaniinn - პროექტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი
საკონტაქტო: *0099 და 598440099