POPDAY — შეიძინე Playstation 5, 500 ლარიანი ქეშბექით დღეს, 29 სექტემბერს, შეზღუდული დროით 16:00 – 18:00 საათის შუალედში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული ელექტრონული გაყიდვების სივრცეში ახალი ონლაინ პლატფორმა Popmart.ge გამოჩნდა. პლატფორმა გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, მოქნილობითა და შოპინგის კიდევ უფრო მარტივი, სასიამოვნო გამოცდილებით. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს პროდუქტი საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან და სასურველ მისამართზე ისარგებლოს სწრაფი მიწოდების უფასო სერვისით.
Popmart.ge მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და კმაყოფილებაზე, სწორედ ამიტომ, შეიქმნა ახალი შესაძლებლობა სახელად POPDAY. ეს არის უპრეცედენტო Cashback შეთავაზება, რომელიც მომხმარებლებს ყოველკვირეულად აძლევს შესაძლებლობას შეიძინონ რჩეული პროდუქტები საუკეთესო შეთავაზებით.
კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს, საიტზე გამოჩნდება მომხმარებლის რჩეული პროდუქტი გრანდიოზული ქეშბექით. პროდუქცია იქნება შეზღუდული რაოდენობით, შესაბამისად გირჩევთ ხშირად შეამოწმოთ საიტი და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან. ნივთის შეძენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, იმავე საბანკო ბარათზე მოხდება თანხის დაბრუნება. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ აქციით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ბანკისა და თიბისი-ს განვადების შემთხვევაშიც.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კამპანია არის გრძელვადიანი და მომხმარებლებს ყოველ პარასკევს საუკეთესო შეთავაზებს უმზადებს. პირველი პროდუქტი, რომელიც POPDAY-ს ფარგლებში საიტზე განთავსდება იქნება Playstation 5, რომელიც დღეს, 29 სექტემბერს, შეზღუდული დროით 16:00 – 18:00 საათის შუალედში იქნება ხელმისაწვდომი, გრანდიოზული, 500 ლარიანი ქეშბექ შეთავაზებით.
აღნიშნული კამპანია მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას შეიძინონ ის სასურველი ნივთები, რომლის შეძენაც დიდი ხანია სურთ ან გეგმავენ. კამპანიის მიზანიც სწორედ ეს არის, გაუმარტივოს მომხმარებელს შეძენის პროცესი
და ყოველ პარასკევს შესთავაზოს გრანდიოზული ქეშბექი სასურველ ნივთზე.