ქართული ბრენდი GCWine European Blockchain Convention-ის მონაწილეა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
GCWine EBC10-ის საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ეს არის ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ბლოკჩეინ კონფერენცია, რომელიც წელს უკვე მეათედ იმართება, ამჯერად ბარსელონაში.
ღონისძიება კრიპტოთი, Web 3-ით და უახლესი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს აერთიანებს. კონფერენცია ინვესტორებს, პროგრამისტებს, იურისტებს, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს, ევროპის ქვეყნებისა და ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებს, საერთო ჯამში 6000-ზე მეტ ადამიანს მასპინძლობს.
"ასეთი მასშტაბის ღონისძიებაზე ქართული კომპანიის გამოჩენა, ბუნებრივია, ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენაა, რაც საქართველოში ინვესტორების მოზიდვას, ქართული მეღვინეობის მსოფლიოსთვის გაცნობას, ასევე ჩვენი პროექტისთვის ინვესტორების დაინტერესებას, ბირჟებზე ჩვენი ტოკენის სავაჭროდ განთავსებასა და ფირმის სხვადასხვა მისიის განხორციელებას ხელს შეუწყობს", - უშანგი მატიაშვილი, GCWine-ის დამფუძნებელი.
უშანგი გვიყვება, რომ GCWine-მა მსგავსი სტილის ღონისძიებაში მონაწილეობა გასულ წელსაც მიიღო. ეს გახლდათ Next Block Expo Berlin 2023, რომელსაც 2000-მდე ადამიანი ესწრებოდა.
"ეს იყო ჩვენთვის პირველი საერთაშორისო გამოცდილება, თუმცა პატარა სტარტაპის ფონზე, სენსაცია მოვახდინეთ, რაც სტენდთან სტუმრების რეკორდულ რაოდენობაში გამოიხატა. ასევე სხვა ბიზნესების წარმომადგენლებთანაც ძალიან ეფექტური კომუნიკაცია დავამყარეთ და მნიშვნელოვანი კონტაქტები შევიძინეთ".
GCWine-ის მიზანია, ქართული მეღვინეობის 8000-წლიანი ტრადიცია მსოფლიოს გააცნოს. გერმანიაში მალე ონლაინ მაღაზია გაიხსნება და არაერთი მემორანდუმი გაფორმდა.
"გადახდები ჯერ ევროს ვალუტით განხორციელდება, შემდეგ Bitcoin-ით, Ethereum-ით და BNB-ით გადახდები, ბოლოს კი GCWine ტოკენით გადახდაც დაემატება, როდესაც შესაბამის ლიცენზიას მოვიპოვებთ გერმანიაში.
ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი, ევროპაში ღვინის მსხვილი იმპორტიორი, დაგვთანხმდა, რომ საწყის ეტაპზე მისი ღვინო გავყიდოთ, რათა ეტაპობრივად ღვინის ბაზარზე დამკვიდრება შევძლოთ.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ვგეგმავთ, კვებისა და სასმელების მთელი ინდუსტრია მოვიცვათ და მომხმარებლებს GCWine ტოკენით, Bitcoin-ით, Ethereum-ით და BNB-ით გადახდისას საშუალება მივცეთ, რათა საყვარელი საკვები და სასმელები როგორც ჩვენს, ასევე ჩვენი პარტნიორების მაღაზიებსა და რესტორნებში შეიძინონ".
უშანგი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების, როგორიცაა GCWine, Bitcoin, Ethereum და BNB, გადახდის მეთოდებად დამკვიდრება, სხვადასხვა პროდუქტის შესაძენად, მთელ მსოფლიოში კრიპტოვალუტების მეინსტრიმულ დანერგვას ხელს შეუწყობს. საზოგადოებას კრიპტოვალუტების მიმართ მეტი ნდობა გაუჩნდება.
GCW ტოკენის მფლობელები, GCW ტოკენით ღვინის შეძენისას, 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ, ხოლო სხვა კრიპტოვალუტებით გადახდისას 5%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
მფლობელებს ასევე უფლება ექნებათ, ღვინის ბოთლებისთვის თავიანთი გემოვნებით შექმნილი დიზაინის მქონე ეტიკეტები მოითხოვონ. სამომავლოდ, GCW ტოკენის მფლობელებს შეეძლებათ, საკუთარი გემოვნების მიხედვით ღვინო დააყენონ, ქართული ყურძნის 525 ჯიშის შერევით.
GCWine ტოკენების გაყიდვით მიღებული თანხების 10% საქველმოქმედო საფულეში იმ ადამიანების დასახმარებლად გადაირიცხება, რომლებსაც ეს სჭირდებათ.
"პროექტი GCWine ასევე ბლოკჩეინისა და მეღვინეობის უფასო კურსების ორგანიზებას გეგმავს. საუკეთესო კურსდამთავრებულებს ჩვენი პარტნიორები და შპს "საქართველო ღვინის აკვანი" დაასაქმებენ, მას შემდეგ, რაც ღვინის საკუთარ ქარხანას ავაშენებთ".