ქართული ზღაპრების ჯადოსნური სამყარო "რტოს" თამაშებში Extra-სა და საქართველოს ბანკის მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი ინიციატივა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართულ ეკონომიკაში მცირე მეწარმეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა მათ საქმიანობაზე გავლენა მოახდინა. სწორედ ამ ფონზე Extra-მ და "საქართველოს ბანკმა" გადაწყვიტეს, წინასაახალწლო პერიოდში გაერთიანდნენ და ახალი ინიციატივით დაუჭირონ მხარი მცირე მეწარმეებს.
19 დეკემბრიდან 15 იანვრამდე Extra.ge მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი პროდუქტები Extra-ს პლატფორმაზე საკომისიოს გარეშე განათავსონ და ისარგებლონ უფასო საკურიერო სერვისით. ინიციატივის ავტორებს იმედი აქვთ, რომ მსგავსი მხარდაჭერა მცირე მეწარმეების გაყიდვებს წაახალისებს და მათთვის წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მათი შეძენით საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართული მეწარმეობის ხელშეწყობაში. გარდა ამისა, "საქართველოს ბანკის" ბარათით გადახდისას მომხმარებლები შეძლებენ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დააგროვონ და SAVE15 კოდის გამოყენებით ისარგებლონ 15%-იანი ფასდაკლებით. შესაძლებელია მაქსიმუმ 20 000 ქულისა და 150-ლარამდე ფასდაკლების მიღება.
მცირე მეწარმეები ხშირად დიდი შთაგონებითა და სიყვარულით ქმნიან უნიკალურ პროდუქტებს. ბრენდი "რტოს"ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბაია ლომსაძე, თავის ბიზნესზე საუბრისას აღნიშნავს:
"ჩემი შთაგონების წყარო ყოველთვის იყო ქართული კულტურული მემკვიდრეობა და ხალხური ზღაპრები. ფოლკლორში სიმბოლოები ერის ხასიათსა და ისტორიას ინახავს. მიზნად დავისახე, ევროპული ხარისხის ქართული სამაგიდო თამაშები შემექმნა, რომლებიც ბავშვებს მთელი მსოფლიოს გარშემო ჩვენს კულტურას ხალისით გააცნობდა".
"რტოს" პირველი პროდუქტი – კლასიკური ლოტოს ვარიაცია – აერთიანებს ქართული ზღაპრების 48 პერსონაჟსა და სიმბოლოს, რომლებიც ბავშვებს წარმოსახვით სამყაროში ამოგზაურებს. თამაში ხელმისაწვდომია 8 ენაზე: ქართულად, ინგლისურად, პოლონურად, გერმანულად, იტალიურად, ესპანურად, იაპონურად და ჩინურად.
"ლოტო ეხმარება ბავშვს უკეთ ფოკუსირდეს, ხალისიანად ჩაერთოს დავალებების შესრულებაში და განავითაროს როგორც კოგნიტური, ისე მოტორული უნარები, – აღნიშნავს ბაია, - ხოლო უფროსებს ზღაპრების კეთილ და ჯადოსნურ სამყაროში აბრუნებს".
ბაია ლომსაძის ბიზნესის მთავარი გამოწვევა პროდუქტის ხარისხის დაცვა იყო. "სამაგიდო თამაშის შემთხვევაში, რომელიც 3 წლის და უფროსმა ბავშვებმა უნდა ითამაშონ, უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია", – ამბობს ის. ამ მიზნის მისაღწევად თამაშის წარმოება საზღვარგარეთ განხორციელდა, პროდუქცია საერთაშორისო სერტიფიკატებით (CE, FSC) აღიჭურვა და მაღალი სტანდარტებით დაინერგა.
ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ბაიას წინასაახალწლო გეგმები შეცვალა. "გეგმაში იყო საშობაო მარკეტებზე მომხმარებლებისთვის ჩვენი თამაშის გაცნობა და ბავშვებისთვის მხიარული ღონისძიებების ორგანიზება, – იხსენებს ის, თუმცა, არსებული მდგომარეობის ფონზე, აქტიურ სარეკლამო კამპანიაზე უარი ვთქვი".
სწორედ ამ რთულ პერიოდში ბაიასთვის Extra.ge-ისა და "საქართველოს ბანკის" ინიციატივა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აღმოჩნდა:
"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც მცირე მეწარმეებზე ზრუნავენ. ამ ინიციატივამ შესაძლებლობა მომცა, ჩემი პროდუქცია ფართო აუდიტორიისთვის გამეცნო და ამ რთულ პერიოდში დამატებითი მხარდაჭერა მიმეღო".
ბაია ამბობს, რომ ეს არის შესაძლებლობა, საზოგადოებამ მცირე მეწარმეების პროდუქტების მრავალფეროვნება და მნიშვნელობა დაინახოს.
"ჩვენი პროდუქტის შეძენით მომხმარებელი არა მხოლოდ ხარისხიან პროდუქტს იღებს, არამედ ხელს უწყობს ქართული ბიზნესის გაძლიერებას. ეს ტენდენცია არა მხოლოდ საახალწლოდ, არამედ ყოველდღიურადაც უნდა განვითარდეს".
პროექტის მონაწილე მოუწოდებს სხვა მცირე მეწარმეებს, გამოიყენონ ინიციატივით მოცემული შესაძლებლობა:
"ეს პროექტი საშუალებას გაძლევთ, თქვენი პროდუქცია გააცნოთ ფართო აუდიტორიას და ამ რთულ პერიოდში ბიზნესის განვითარების ახალი გზები აღმოაჩინოთ".
ამისათვის მცირე მეწარმეებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც ბმულზეა მოცემული - მათ Extra-ს გუნდი თავად დაუკავშირდება.
მომხმარებლებს მეწარმეების სრული სიის ნახვა და სასურველი ნივთის შეძენა Extra-ს ვებგვერდზე შეუძლიათ.