Sponsored Content

საქართველოში პირველი სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო აკადემია/კლინიკა იხსნება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტომატოლოგიური განათლების ცენტრი - იდეა, საქმიანობის სფეროს აფართოებს და სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო აკადემიასთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სტომატოლოგიურ კლინიკას ხსნის.

სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო აკადემია/კლინიკა - იდეაში სტუდენტები, მოქმედი ექიმ-სტომატოლოგები და ამ დარგში მომუშავე ადამიანები მიიღებენ საერთაშორისო დონის განათლებასა და პრაქტიკულ ცოდნას. აკადემიაში ქართველ ექიმ-სტომატოლოგებთან ერთად პროგრამებსა და ტრენინგებს წარუძღვებიან სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ექიმებიც. კურსებისა და სპეციალური ტრენინგების წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ აკადემია იდეას კლინიკაში და ჩაერთონ საერთაშორისო კონფერენციებში, რაც დაეხმარება ქართველ ექიმ-სტომატოლოგებს გახდნენ საერთაშორისოდ აღიარებული მსოფლიო დონის სპეციალისტები და აიმაღლონ კომპეტენცია. ამავდროულად ქართველ პაციენტები იდეას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სტომატოლოგიურ კლინიკაში მიიღებენ უმაღლესი დონის სპეციალისტებისა და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

"სტომატოლოგია ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი დარგია, რომელიც სულ ახლის სწავლასა და პროფესიულ განვითარებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ წლების წინ შევქმენი პირველი კომპანია სტომატოლოგიაში, რომელმაც ქვეყანაში პოსტდიპლომური სწავლის დასავლური სტანდარტი დანერგა და შესაძლებლობა მისცა ქართველ ექიმ-სტომატოლოგებს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება უფრო გაეღრმავებინათ ევროპელ სპეციალისტებთან ერთად. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა, სწავლა ხომ ყოველთვის მაგარი იდეაა. როგორც აღვნიშნე სტომატოლოგია ყოველდღიურად ვითარდება, და ამიტომაც აკადემია იდეა სექტემბრიდან უკვე ახალი კონცეფციითა და იდეებით განაგრძობს მუშაობას. ჩვენ ვქმნით სივრცეს სადაც გავაერთიანებთ კლინიკასა და აკადემიას ერთად. აქ სტუდენტები საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ექიმებთან ერთად მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ხოლო პაციენტები კი შეძლებენ ძალიან მაღალი დონის, თანამედროვე სტომატოლოგიურ მომსახურებას.

ასევე ჩვენს ვიზუალურ სტილში გვინოდოდა მაქსიმალურად გამოგვეხატა ჩვენი ღირებულებები და იდენტობა. კომპანიის ახალ ლოგოსა და ვიზუალურ სტილზე იმუშავა Mesh. Graphic-მა. ჩვენი უსასრულობის ნიშნის აბსტრაქტული გამოსახულება კარგად გამოხატავს ჩვენს უწყვეტ განვითარებისა და სწავლის სურვილს. პალიტრაში გამოყენებული ღია ცისფერი, კი ასოცირდება სიმშვიდესთან, პროფესიონალიზმთან და სანდოობასთან, რაც ზუსტად გამოხატავს ბრენდის ძირითად დებულებებს. ხოლო რაც შეეხება სლოგანს ბრენდის ახალ ეტაპზე გადასვლისას გვინდა ჩვენს ექიმ-სტომატოლოგებსა და პაციენტებს ვუთხრათ, რომ − "სწავლა ყოველთვის მაგარი იდეაა ", და ჩვენი აკადემია-კლინიკა "IDEA" სწორედაც,, რომ უწყვეტი პროფესიული განათლებისა და განვითარების საიმედო ადგილია." - ვიქტორია სურგულაძე, სტომატოლოგიური განათლების ცენტრი/კლინიკის დამფუძნებელი.

სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებას დაიწყებს 2024 წლის ოქტომბრიდან და პაციენტებს ელის მისამართზე - სიმონ კანდელაკის #47