Get All Access for $5/mo

"საქკაბელის" მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"საქკაბელმა" საწარმოო ხაზი მორიგი ინოვაციური პროდუქტით - "სოლარ" კაბელით (H1Z2Z2-K) გააფართოვა. კომპანია ერთ-ერთი პირველია საქართველოში ვინც ევროპული სტანდარტებით აწარმოებს და შესაბამის სერტიფიკატს ფლობს.

ცეცხლმედეგი, ჰალოგენისგან თავისუფალი, მოკალული სპილენძის კაბელი გარემო პირობების მიმართ განსაკუთრებული მედეგობით გამოირჩევა. ყველა ტიპის კლიმატურ პირობებს ერგება, როგორც მზის სხივების ხანგრძლივი დაცხუნების, ისე ძლიერი უამინდობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, კაბელს მინიმუმ 25 წლიანი საექსპლუატაციო პერიოდი გამოარჩევს, ხოლო მისი სამუშაო ტემპერატურა 90-120°C-ია.

,,საქკაბელის'' მიერ წარმოებულ "სოლარ" კაბელზე შესაბამისი სერტიფიკატი ჩეხეთის "ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტმა" გასცა. აღნიშნული ადასტურებს, რომ პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების თუ გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა.

"მსოფლიო მასშტაბით, განახლებადი ენერგიის წილი იზრდება და ენერგიის მზით გამომუშავება განსაკუთრებით აქტუალური ხდება. საქართველოც გლობალურ ტრენდს მიუყვება და მზის პანელებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ქვეყნის ენერგოპოლიტიკის თანახმად, 2030 წლისთვის, საქართველოს ენერგიის 35% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ საწარმოო ხაზის გაფართოება და მომხმარებლისთვის "სოლარ" კაბელის შეთავაზება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქსელის საიმედოობისა და სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

წარმოებისა და ტესტირების პროცესში ევროპიდან მოწვეული ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას. სამუშაო ჯგუფმა მანქანა-დანადგარების, კაბელის მახასიათებლებისა და გამოყენებული ნედლეულის წარმოების სრული ციკლი დეტალურად შეისწავლა.

ჩვენს მიერ წარმოებული "სოლარ" კაბელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას გამოყენებული იტალიური საიზოლაციო მასალა წარმოადგენს, რომელიც ამერიკული წარმოების მღრღნელებისგან საწინააღმდეგო დანამატს შეიცავს. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი მზის პანელების ურთიერთკავშირსა და გრძელვადიან ფუნქციონირებას საიმედოდ უზრუნველყოფს. მოგეხსენებათ, გასულ თვეს ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გამართულ ,,ამპერის'' საერთაშორისო გამოფენაზე წარვადგინეთ ჩვენი პროდუქცია, მათ შორის ,,სოლარ'' კაბელი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

გვეამაყება, რომ საქართველოში წარმოებული, ევროპული სტანდარტის პროდუქციით, გვეძლევა შესაძლებლობა არა მხოლოდ შევამციროთ ,,სოლარ'' კაბელზე იმპორტი, არამედ ავითვისოთ ახალი საექსპორტო ბაზრები და საერთაშორისო დონეზე გავუწიოთ კონკურენცია საკაბელო ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს.''- "საქკაბელის" მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.

"სოლარ" კაბელის შეძენა ,,საქკაბელის'' ფილიალებსა და პარტნიორ მაღაზიებშია შესაძლებელი: https://bit.ly/3Zxto3W

ინფორმაციისთვის: ქ. ზესტაფონში, "საქკაბელის" საწარმოში შემავალი შენობების სახურავებზე, 500 კვტ დადგმული სიმძლავრის მქონე მზის ელექტროსადგურია მოწყობილი. სადგურის გენერაცია პირდაპირ საწარმოო პროცესს ხმარდება და ქსელიდან იმპორტირებული ენერგიის წილს ანაცვლებს. მზის ელექტროსადგურისგან მიღებული ენერგია საწარმოს ჯამური წლიური მოხმარების 1/3-ს ფარავს. შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვის პროგრამა საგრძნობლად ამცირებს ელექტროენერგიაზე წლიურ დანახარჯებს. ,,საქკაბელი'' აქტიურად უჭერს მხარს ყველა იმ პროექტსა და ინიციატივას, რაც განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და ათვისებას ემსახურება, რისი საბოლოო მიზანიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!