შექმენი სუპერგმირის ნიღაბი ველის ყუთისგან და მიიღე 300 ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად - VELI X Supergmiri.ge
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
VELI.store კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტ "სუპერგმირთან" დამეგობრდა. Მას შემდეგ, რაც ველი შეიქმნა, ის არამარტო შოპინგის გამოცდილებით, არამედ მისი ღირებულებებითა და მიზნებით უამრავი მომხმარებლის საყვარელი ბრენდი გახდა. "სუპერგმირთან" ერთად ახალი პროექტის შექმნაც სწორედ ბრენდის ღირებულებამ განაპირობა.
პროექტ "სუპერგმირის" ფარგლებში დღეისთვის უკვე 432 ბავშვს ჰყავს სუპერგმირი - ადამიანი, რომელიც ბენეფიციარს ყოველთვიური დონაციით ეხმარება. პლატფორმა მთელი საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ ბავშვებს და სუპერგმირებს ერთმანეთთან აკავშირებს, აიდენტიფიცირებს ბენეფიციარების საჭიროებებს, ინტერესებს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქმნის წიგნებით, განმავითარებელი სათამაშოებითა და სასკოლო ნივთებით სავსე ამანათს, რომლებსაც ბავშვები ყოველთვიურად იღებენ.
ველი სუპერგმირთან 2023 წლის იანვრიდან თანამშრომლობს და ყოველთვიურად 400-ზე მეტ ბენეფიციართან ამანათების უფასო მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს, რაც გულისხმობს, რომ სუპერგმირების დონაცია, სრულად ხმარდება ბავშვებისთვის აუცილებელ პროდუქტებს. ახალი Საერთო პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამინმა იცოდეს სუპერგმირის პროექტის შესახებ და თავად გახდეს სუპერგმირი, ველის მომხმარებლები თავიანთ შეკვეთებთან ერთად კონკურსში მონაწილეობის და 300 ლარიანი ვაუჩერის მოგების შანსს მიიღებენ.
"ველის ყუთები თავიდანვე ბრენდის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი გახდა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი ახალი პროექტი, ველის თითოეულ მომხმარებლამდე მიიტანს "სუპერგმირის" მთავარ გზავნილს და მეტ ადამიანს მისცემს მოტივაციას გახდნენ ბავშვების ნამდვილი სუპერგმირები" - არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლებმა ველის ყუთისგან სუპერგმირის ნიღაბი უნდა გამოჭრან, მისი ფოტო საჯაროდ, ნებისმიერ სოციალურ ქსელში განათავსონ და VELI.store მონიშნონ. ველი 3 გამარჯვებულს 30 სექტემბერს გამოავლენს და ამ მომხმარებლების სახელით ბენეფიციარებს მათ ინტერესებზე მორგებულ იმავე ღირებულების ამანათებს გაუგზავნის.